სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ამბობდნენ, მტკვარში ბანაობდა და წყალმა წაიღოო, მამა ნერვიულობას გადაყვა" - როგორ მიაგნო დედას 24 წლის წინ დაკარგულმა შვილმა
"ამბობდნენ, მტკვარში ბანაობდა და წყალმა წაიღოო, მამა ნერვიულობას გადაყვა" - როგორ მიაგნო დედას 24 წლის წინ დაკარგულმა შვილმა

სრუ­ლი­ად "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა 24 წლის წინ და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ამ­ბავ­მა, რო­მელ­მაც ოჯახს ახლა მი­აგ­ნო. დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­ურ ვი­დე­ოს "სე­ნა­კის ქრო­ნი­კა" ავ­რცე­ლებს. ვი­დეო მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­გე­ბე­რა­ო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდას ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს.

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რა, მოკ­ლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხა­ზე­თის ომის დროს და­ი­კარ­გა, და­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, ხან სად ათევ­და ღა­მეს და ხან სად, მა­მა­ჩე­მი შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა ბა­თუმ­ში, როცა ის უპატ­რო­ნოდ იყო, წა­მო­იყ­ვა­ნა ბა­თუ­მი­დან და ჩვენს ოჯახ­ში და-ძმა­სა­ვით ვიზ­რდე­ბო­დით, დათო მა­შინ 7-8 წლის იქ­ნე­ბო­და როცა მა­მამ იპო­ვა, შემ­დეგ ჩვენ­მა უშ­ვი­ლო ახ­ლობ­ლებ­მა იშ­ვი­ლეს და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და ეს წლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თო­ნაც და ჩვენც მისი ნამ­დვი­ლი ოჯა­ხის ძებ­ნა არას­დროს არ შეგ­ვი­წყვე­ტია, წლე­ბის შემ­დეგ მოხ­და სას­წა­უ­ლი და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით იპო­ვა ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი, და­ნარ­ჩენს თა­ვად ხე­დავთ ვი­დე­ო­ში" - წერს ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სა­ლო­მე ბუ­ცხრი­კი­ძე, რომ­ლის ოჯახ­შიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კარ­გუ­ლი ბიჭი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, დათა ამ­ჟა­მად თერ­ჯო­ლა­ში ცხოვ­რობს, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია... ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი, მე­სა­მეს ელო­დე­ბა. რა მოხ­და წლე­ბის წინ და რო­გორ მი­აგ­ნო 24 წლის წინ და­კარ­გულ­მა ბიჭ­მა ოჯახს, უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE სო­ფელ ნა­გე­ბე­რა­ოს რწმუ­ნე­ბულს ირაკ­ლი და­ნე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და:

"1995 წელს გა­ვი­და დე­ი­დაშ­ვილ­თან ერ­თად და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გავ­რცელ­და ხმა, რომ და­ი­კარ­გა. რო­გორც მე ვიცი, შემ­დეგ დე­ი­დაშ­ვი­ლი ჰყვე­ბო­და, რომ მტკვარ­ში იყ­ვნენ სა­ბა­ნა­ოდ და წყალ­მა წა­ი­ღო. და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, იმ დღი­დან ჩარ­თუ­ლი იყო პო­ლი­ცი­აც, თუმ­ცა მის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ძებ­ნა არ შე­უ­წყვე­ტი­ათ დედ-მა­მას, და-ძმებ­საც. მამა მისი და­კარ­გვი­დან ორ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­დაყ­ვა. ვერ­სად ვერ მი­აგ­ნეს კვალს. ახლა ამ ორი დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ დათა ნა­პოვ­ნია და უნდა ჩა­მო­ვი­დე­სო. გუ­შინ ვი­ყა­ვი ასუ­ლი და ჩა­მო­სუ­ლი იყო. რო­გორც ვიცი, და­თას ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და, რის შემ­დე­გაც ის მოხ­ვდა ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში, სა­დაც ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი იჯდა. მან მი­ამ­სგავ­სა მე­ზო­ბელს და ჰკი­თხა, გა­ხო­კი­ძე ხომ არ ხარო. ამას თა­ვი­სი გვა­რი ახ­სოვ­და და კიო, მე გა­ხო­კი­ძე ვი­ყა­ვიო, კი­დევ ოტო­ბა­ია უხ­სე­ნე­ბია, იქი­დან ვარო.

ოტო­ბა­ია კი არა, მარ­ტვი­ლი­დან ხარო, უთ­ქვამს ჩვენს მე­ზო­ბელს და 24 წე­ლია გე­ძებ­თო. უკი­თხავს, გა­იხ­სე­ნე რამე თუ გახ­სოვს შენი სახ­ლი­და­ნო. ამან ვერ გა­იხ­სე­ნა მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი, თუმ­ცა რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი ახ­სოვ­და. სახ­ლის უკან თევ­ზის აუ­ზე­ბი გვქონ­დაო, სა­დაც წყლის გამ­შვე­ბი რკი­ნის სა­კე­ტე­ბი­აო. ეს მარ­თა­ლაც არის, ახ­ლაც. აქე­დან გა­ირ­კვა ეს ამ­ბა­ვი. და­თას უთ­ქვამს, ნუ გა­ახ­მა­უ­რებ ამ ამ­ბავს და ცი­ხი­დან რომ გა­ვალ, მე თვი­თონ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბიო. ერთ-ერთ მე­ზო­ბელს და­კავ­ში­რე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და უკი­თხავს თა­ვის დაზე, თუ იც­ნობ­და.

მე­ზო­ბელს უთ­ქვამს, რომ ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არი­ან და ერთ-ერთი დათა გა­ხო­კი­ძე და­კარ­გუ­ლი­აო. ამით უფრო გა­იღ­რმა­ვა ეჭვი, რომ დათა თვი­თონ იყო. გუ­შინ ჩა­მო­ვი­და. რო­გორც თქვა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ორი შვი­ლი ჰყავს და მე­სა­მეს ელო­დე­ბა, თერ­ჯო­ლა­ში ცხოვ­რობს. და­კარ­გვის მო­მენ­ტი არ ახ­სოვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისე­თი ტრამ­ვე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ წარ­სუ­ლი არ ახ­სოვს. მარ­ტვილ­ში დედა, დები და ძმე­ბი ჰყავს. დედა ცუ­დად გახ­და, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი... მად­ლო­ბას უხ­დი­და იმ ოჯახს, ვინც გა­ზარ­და და უპატ­რო­ნა მის შვილს. მე რო­გორც ვიცი, ახლა თერ­ჯო­ლა­შია წა­სუ­ლი, მაგ­რამ მგო­ნი, ჩა­მო­ვა ისევ", - გვიყ­ვე­ბა ირაკ­ლი და­ნე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ამბობდნენ, მტკვარში ბანაობდა და წყალმა წაიღოო, მამა ნერვიულობას გადაყვა" - როგორ მიაგნო დედას 24 წლის წინ დაკარგულმა შვილმა

"ამბობდნენ, მტკვარში ბანაობდა და წყალმა წაიღოო, მამა ნერვიულობას გადაყვა" - როგორ მიაგნო დედას 24 წლის წინ დაკარგულმა შვილმა

სრულიად "ფეისბუქი" მოიცვა 24 წლის წინ დაკარგული ბიჭის ამბავმა, რომელმაც ოჯახს ახლა მიაგნო. დედა-შვილის შეხვედრის ემოციურ ვიდეოს "სენაკის ქრონიკა" ავრცელებს. ვიდეო მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოშია გადაღებული, სადაც ახალგაზრდას ნამდვილი ოჯახი ცხოვრობს.

"ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად, მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით, დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა, შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია, წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში" - წერს ვიდეოს კომენტირებისას სალომე ბუცხრიკიძე, რომლის ოჯახშიც, როგორც ირკვევა, დაკარგული ბიჭი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

როგორც გავარკვიეთ, დათა ამჟამად თერჯოლაში ცხოვრობს, დაოჯახებულია... ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მესამეს ელოდება. რა მოხდა წლების წინ და როგორ მიაგნო 24 წლის წინ დაკარგულმა ბიჭმა ოჯახს, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად AMBEBI.GE სოფელ ნაგებერაოს რწმუნებულს ირაკლი დანელიას დაუკავშირდა:

"1995 წელს გავიდა დეიდაშვილთან ერთად და რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმა, რომ დაიკარგა. როგორც მე ვიცი, შემდეგ დეიდაშვილი ჰყვებოდა, რომ მტკვარში იყვნენ საბანაოდ და წყალმა წაიღო. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, იმ დღიდან ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. ძებნა არ შეუწყვეტიათ დედ-მამას, და-ძმებსაც. მამა მისი დაკარგვიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ვერსად ვერ მიაგნეს კვალს. ახლა ამ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ნაპოვნია და უნდა ჩამოვიდესო. გუშინ ვიყავი ასული და ჩამოსული იყო. როგორც ვიცი, დათას ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ის მოხვდა ქუთაისის ციხეში, სადაც ჩვენი თანასოფლელი იჯდა. მან მიამსგავსა მეზობელს და ჰკითხა, გახოკიძე ხომ არ ხარო. ამას თავისი გვარი ახსოვდა და კიო, მე გახოკიძე ვიყავიო, კიდევ ოტობაია უხსენებია, იქიდან ვარო.

ოტობაია კი არა, მარტვილიდან ხარო, უთქვამს ჩვენს მეზობელს და 24 წელია გეძებთო. უკითხავს, გაიხსენე რამე თუ გახსოვს შენი სახლიდანო. ამან ვერ გაიხსენა მშობლების სახელი და გვარები, თუმცა რაღაც დეტალები ახსოვდა. სახლის უკან თევზის აუზები გვქონდაო, სადაც წყლის გამშვები რკინის საკეტებიაო. ეს მართალაც არის, ახლაც. აქედან გაირკვა ეს ამბავი. დათას უთქვამს, ნუ გაახმაურებ ამ ამბავს და ციხიდან რომ გავალ, მე თვითონ დავუკავშირდებიო. ერთ-ერთ მეზობელს დაკავშირებია სოციალურ ქსელში და უკითხავს თავის დაზე, თუ იცნობდა.

მეზობელს უთქვამს, რომ ხუთი დედმამიშვილები არიან და ერთ-ერთი დათა გახოკიძე დაკარგულიაო. ამით უფრო გაიღრმავა ეჭვი, რომ დათა თვითონ იყო. გუშინ ჩამოვიდა. როგორც თქვა, დაოჯახებულია, ორი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება, თერჯოლაში ცხოვრობს. დაკარგვის მომენტი არ ახსოვს, სავარაუდოდ, ისეთი ტრამვები აქვს მიღებული, რომ წარსული არ ახსოვს. მარტვილში დედა, დები და ძმები ჰყავს. დედა ცუდად გახდა, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი... მადლობას უხდიდა იმ ოჯახს, ვინც გაზარდა და უპატრონა მის შვილს. მე როგორც ვიცი, ახლა თერჯოლაშია წასული, მაგრამ მგონი, ჩამოვა ისევ", - გვიყვება ირაკლი დანელია.

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით