ავტორი:

ტრამპებს სამეფო ოჯახის ყველა წევრი შეხვდება, გარდა მეგანისა - მარკლმა აშშ-ს პრეზიდენტი  საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა

ტრამპებს სამეფო ოჯახის ყველა წევრი შეხვდება, გარდა მეგანისა - მარკლმა აშშ-ს პრეზიდენტი  საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ელოდებიან. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დონალდ და მელანია ტრამპები სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელს შეხვდებიან, მეგან მარკლის გარდა.

პრინცი ჰარი აშშ-ს პირველ პირს სასახლეში ჩაიზე უმასპინძლებს, უილიამი და ქეითი კი პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს შეუერთდებიან ბუკინგემის სასახლეში, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალზე. ვიზიტის მეორე დღეს, ასევე, ტრამპებს ქეითთან და უილიამთან დახურული შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.

მეგან მარკლმა დონალდ ტრამპი არაერთხელ გააკრიტიკა საჯაროდ, აშშ-ს პრეზიდენტს ის „მიზოგინს“ (ქალთმოძულე) უწოდებდა. ვიდრე სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეგანი აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს და „ინსტაგრამზე“ მიმდევრებს მოუწოდებდა, ხმა დემოკრატების კანდიდატისთვის მიეცათ.

რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაციით კი ტრამპმა მეგანს „საზიზღარი გოგო“ უწოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ჟურნალისტებმა ყალბი ამბავი შეთხზეს და მარკლის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტი არასოდეს უხმარია.

როგორც ჩანს, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას შვილი ზუსტად „საჭირო“ დროს შეეძინათ, ოფიციალური მიზეზი, რის გამოც მარკლი ტრამპებთან შეხვედრებს არ დაესწრება, სწორედ ახალდაბადებული ბიჭი, არჩია.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 631-მდე გაიზარდა

როგორ მოახერხა თურქეთმა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კორონავირუსით დაავადებული 32 წლის ექიმი აღწერს, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს ინფიცირების შემდეგ