ავტორი:

ჟვანიას მოედანთან გზის საფარი ჩაინგრა და 3 მანქანა ჩაიყოლა - "დატბორილია სახლები და სარდაფები"

ჟვანიას მოედანთან გზის საფარი ჩაინგრა და 3 მანქანა ჩაიყოლა - "დატბორილია სახლები და სარდაფები"

თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა და ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დრომდე ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე იყო გაჩერებული.

„წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ჩაინგრა გზის მონაკვეთი, სადაც ჩავარდა ადგილზე გაჩერებული ავტომობილები“, - განაცხადეს შსს-ში.

ამ დროისთვის დაზიანებული ავტომანქანები ტერიტორიიდან გაყვანილია.

VIDEO: კადრები ჟვანიას მოედნიდან, სადაც გზის საფარი ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა

ამასთან, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დაიტბორა.

ადგილზე საბურთალოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაიოზ ვასაძე იმყოფება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ წუთებში სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

"მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა 1000-იანი წყლის მილის დაზიანება, რომელმაც ამ მონაკვეთზე გამოიწვია გზის ჩავარდნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართის სარდაფები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა. დასუფთავდა და ამ წუთებშიც გრძელდება შლამისგან ჟვანიას მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გაწმენდა. GWP-ის სამსახური აღწერს სიტუაციას, თუ რა ზარალი მიიღო მოსახლეობამ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა. დაშავებული არავინაა, დაზიანებულია 2 ავტომობილი, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ აქვს.

რაც შეეხება წყლის მიწოდების აღდგენას, GWP-ის სამსახური ცდილობს წყლის გადართვას და ჟვანიას მოედანსა და მიმდებარე ქუჩებს სასმელი წყლის მიწოდება შეძლებისდაგვარად აღუდგება", - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო