სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე
"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნანა კოს­ტა­ვა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ სა­ლო­მე ბარ­კე­რზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა, პირ­ველ კო­მენ­ტარს AMBEBI.GE-სთან აკე­თებს. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს უხ­დის და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

"ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მენ­ტა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ და ვი­ცავ ისეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დგას და მისი შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ. არა­ვის მივ­ცემ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას. სა­ლო­მე ბარ­კე­რის ეს ვი­დეო არ მო­მე­წო­ნა და დავ­დე, არ ვი­ცო­დი მისი ტრა­გე­დია. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი მის დას. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და ვი­ზი­ა­რებ მისი დე­დის ტრა­გე­დი­ას" - აღ­ნიშ­ნა კოს­ტა­ვამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­უ­კე­თა ფო­ტოს დამ­ცი­ნა­ვი წარ­წე­რა, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ასეთ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"ეგე­ნი ყვე­ლა რომ ებ­რძვი­ან ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს და კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ, აი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვა­კე­თე წარ­წე­რა. სულ არ ვი­ცო­დი მაგ გო­გოს ტრა­გე­დია, ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ. მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას რომ დას­ცი­ნი­ან, ერს რომ შე­უ­რა­ცხყო­ფენ და ჩა­უ­ვარ­დათ კოვ­ზი ნა­ცარ­ში, ამი­ტომ იცი­ნე-თქო" - აცხა­დებს ნანა კოს­ტა­ვა.

საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი მა­თაც პა­სუ­ხობს, ვინც მისი საკ­რე­ბუ­ლო­დან წას­ვლის მო­თხოვ­ნით ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს­თან აქ­ცია და­გეგ­მა:

"ქვა პირ­ველ­მა იმან მეს­რო­ლოს, ვინც უცოდ­ვე­ლია. პირ­ვე­ლი ქვა იმან მეს­რო­ლოს, ვინც ტრა­დი­ცი­ებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს" - აღ­ნიშ­ნა საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა. მისი თქმით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ზე უარს ამ­ბობს:

"მე არა­ფე­რი ისე­თი არ ჩა­მი­დე­ნია, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­ვი­დე და ხალ­ხი ჩემი ყუ­რე­ბით გა­დავ­ღა­ლო" - აღ­ნიშ­ნა კოს­ტა­ვამ.

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ნანა კოს­ტა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" ჟურ­ნა­ლისტ სა­ლო­მე ბარ­კე­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა თან­დარ­თუ­ლი ტექ­სტით - "კაი დღე­ში ხარ ახლა, იცი­ნე!". აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტის გამო კოს­ტა­ვას სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი აკ­რი­ტი­კებს. სა­ლო­მე ბარ­კე­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის მოს­წავ­ლის დაა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე

ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავა, რომელიც ჟურნალისტ სალომე ბარკერზე გამოქვეყნებული პოსტის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, პირველ კომენტარს AMBEBI.GE-სთან აკეთებს. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა.

"ჩემი თანამდებობიდან და მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის ვაფასებ და ვიცავ ისეთ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. არავის მივცემ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის შეურაცხყოფის უფლებას. სალომე ბარკერის ეს ვიდეო არ მომეწონა და დავდე, არ ვიცოდი მისი ტრაგედია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის დას. ვუსამძიმრებ ოჯახს და ვიზიარებ მისი დედის ტრაგედიას" - აღნიშნა კოსტავამ.

კითხვაზე, რატომ გაუკეთა ფოტოს დამცინავი წარწერა, საკრებულოს წევრი ასეთ განმარტებას აკეთებს:

"ეგენი ყველა რომ ებრძვიან ოჯახის სიწმინდის დღეს და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, აი ამასთან დაკავშირებით გავაკეთე წარწერა. სულ არ ვიცოდი მაგ გოგოს ტრაგედია, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. მართლმადიდებლობას რომ დასცინიან, ერს რომ შეურაცხყოფენ და ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ამიტომ იცინე-თქო" - აცხადებს ნანა კოსტავა.

საკრებულოს წევრი მათაც პასუხობს, ვინც მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოსთან აქცია დაგეგმა:

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია. პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ტრადიციებს და ღირებულებებს პატივს სცემს" - აღნიშნა საკრებულოს წევრმა. მისი თქმით, სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს:

"მე არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რომ ტელევიზორში გამოვიდე და ხალხი ჩემი ყურებით გადავღალო" - აღნიშნა კოსტავამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტ სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". აღნიშნული პოსტის გამო კოსტავას სრულიად სოციალურ ქსელი აკრიტიკებს. სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის დაა.

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი" - ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე