სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია - მშენებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი დაითხოვეს
ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია - მშენებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი დაითხოვეს

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის, ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც ფოთ­ში ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა. ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის დო­კუ­მენ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ნა­ხეთ ვი­დეო: "ცი­ა­ლას ბუტ­კას არ ახ­სნე­ვი­ნე­ბენ, ბი­ძოს­გან რომ ნე­ბარ­თვა არ აა­ღე­ბი­ნონ და ამან ღრმა­წყო­ვა­ნი პორ­ტი ჩაგ­ვი­დე­სო..." - რა კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას ფო­თის პორტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ცე­მულ დო­კუ­მენტზე

რო­გორც მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, მშე­ნებ­ლო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ისე მი­ი­ღო, რომ ეს მი­ნის­ტრთან და მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო.

„პირ­ველ რიგ­ში უნდა ვთქვა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ი­ცა, არ წარ­მო­ად­გენს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვას. ეს არის ე.წ. მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის წი­ნას­წა­რი პი­რო­ბე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ი­ცა ერთ-ერთი ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს, კერ­ძოდ, მშე­ნებ­ლო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, ისე რომ, ეს სა­კი­თხი არ ყო­ფი­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ­ცერთ მოქ­მედ მთავ­რო­ბის წევრთან და არც ჩემ­თან პი­რა­დად.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გა­ირ­კვა, იქ არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, რი­თიც არის გა­ცე­მუ­ლი ეს დო­კუ­მენ­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­უქ­მდა ეს დო­კუ­მენ­ტი, ასე­ვე სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­ყე­ნე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან,“ - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტს, ანაკ­ლი­ის პორ­ტი და ეს არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს. ამ პრო­ექტს გა­აჩ­ნია უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, და­წყე­ბუ­ლი 300 მლნ ლა­რი­ა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი 70 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მი­წის გა­მოს­ყიდ­ვით და 100 მლნ დო­ლა­რის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბით. ასე­ვე სრუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რით. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კებ­თან და გვაქვს დიდი იმე­დი, რომ კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი შე­ას­რუ­ლებს თა­ვის თავ­ზე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ასე­თი მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე და ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზებს და კონ­ცენ­ტრირ­დეს არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რათა ანაკ­ლი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი დრო­უ­ლად და­ი­წყოს და დრო­უ­ლად და­ვი­წყოთ მშე­ნებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ფოთ­ში ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალს ფოთ­მა“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რა­საც „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც კონ­სორ­ცი­უ­მი გან­მარ­ტავს, სა­კი­თხის შე­სა­ხებ არ იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი და თუ მთავ­რო­ბის მხრი­დან ამ ფაქტს არ მოჰ­ყვა მყი­სი­ე­რი და რა­დი­კა­ლუ­რი რე­ა­გი­რე­ბა, ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი შე­ჩერ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია - მშენებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი დაითხოვეს

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გაუქმებულია - მშენებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი დაითხოვეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.

ნახეთ ვიდეო: "ციალას ბუტკას არ ახსნევინებენ, ბიძოსგან რომ ნებართვა არ ააღებინონ და ამან ღრმაწყოვანი პორტი ჩაგვიდესო..." - რა კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა მინისტრის განცხადებას ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ დოკუმენტზე

როგორც მინისტრი განმარტავს, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტი და ეს არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები