სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ იყო გუშინ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მეშახტე
ვინ იყო გუშინ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მეშახტე

გუ­შინ ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის გარე მო­პო­ვე­ბის კერ­ძო კა­რი­ერ­ზე მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლას ერთი მე­შახ­ტის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი დღეს იპო­ვეს. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე წუ­ხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 55 წლის ნუგ­ზარ ხვა­და­გი­ა­ნია. მე­შახ­ტეს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავ­და, ცოლ-შვი­ლი კი არ ჰყო­ლია. ნუგ­ზარ ხვა­და­გი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი ძმა ცოტა ხნის წინ რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ემ­გზავ­რა.

ტყი­ბუ­ლის კა­რი­ერ­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „საქ­ნახ­შირ­მა“ გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2018 წლის 16 ივ­ლი­სის შემ­დეგ ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტორ და კერ­ძო პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა გა­ე­ტა­ნათ. მა­თი­ვე ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც "საქ­ნახ­შირ­მა" რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ფიქ­სი­რა კა­რი­ე­რებ­ზე უნე­ბარ­თვო შეჭ­რა, კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­მართ, წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რათა წი­ა­ღის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ იყო გუშინ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მეშახტე

ვინ იყო გუშინ ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი მეშახტე

გუშინ ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლას ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანია. მეშახტეს მშობლები დაღუპული ჰყავდა, ცოლ-შვილი კი არ ჰყოლია. ნუგზარ ხვადაგიანის ერთადერთი ძმა ცოტა ხნის წინ რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა.

ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც "საქნახშირმა" რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ