ავტორი:

როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი - სასტუმრო "იოტაში", პროექტ "ლურჯი ოკეანის" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება

როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი - სასტუმრო "იოტაში", პროექტ "ლურჯი ოკეანის" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება

27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში” (თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის #10), პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს წიგნის - „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ წარდგენა და ვორკშოპი გაიმართება.

ღონისძიებაზე წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი - სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს თემებზე: რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან; სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში; როგორ გვეხმარება ბიზნესმოდელის ტილო ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში; მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები.

ტრენერი და ლექტორი, ავტორი წიგნისა „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“ - გიორგი ყანჩაველი ისაუბრებს ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითად ნაბიჯებსა და ტაობაოს მაგალითზე განხილულ პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე.

ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს მსოფლიო ბესტსელერი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას. ის გასწავლით ინოვაციურ ხერხებს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ ბიზნესმოდელების გარდაქმნისა და შექმნის პროცესში. წიგნი 2010 წელს გამოიცა ინგლისურად, მას შემდეგ ითარგმნა 37 ენაზე და დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს ბიზნესლიტერატურაში. იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული.

ღონისძიება განკუთვნილია ბიზნესის, საჯარო უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნისა და გარდაქმის პროცესებით, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს თავისი არსებული პროდუქტი და სერვისი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/BMTKT

წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ გამოიცა კომპანია "ჯეპრასთან" თანამშრომლობით.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1966352326804362/

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი