სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა
სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის გარე მო­პო­ვე­ბის კერ­ძო კა­რი­ერ­ზე ნახ­ში­რის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა, რო­მელ­შიც ერთი მე­შახ­ტე მოყ­ვა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ წუ­თებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დე­ბი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "საქ­ნახ­შირ­ში" გა­ნუ­ცხა­დეს, 2018 წლის 16 ივ­ლი­სის შემ­დეგ ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტორ და კერ­ძო პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა გა­ე­ტა­ნათ, ასე­ვე კომ­პა­ნი­ამ მი­მარ­თა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რომ გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნათ კერ­ძო მო­პო­ვე­ბის კა­რი­ე­რე­ბი, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო უნე­ბარ­თვოდ შეჭ­რა და ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბა, რა­საც რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ად­გი­ლი.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა

სამაშველო ოპერაცია ტყიბულში - კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა

გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელშიც ერთი მეშახტე მოყვა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქნახშირში" განუცხადეს, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე კომპანიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი