სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო..." - თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ინგა შამილიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით
"ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო..." - თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ინგა შამილიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ინგა შა­მი­ლიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ბრძო­ლის და თავ­გან­წირ­ვის შე­დე­გად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა თა­ო­ბის ვა­ლია, ამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ ფაქტს, ეს ჩემ­თვის სამ­წუ­ხა­როა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო იყო, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ინგა შა­მი­ლიშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და რიჟ­ვა­ძემ.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ ინგა შა­მი­ლიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა იმ გან­ცხა­დე­ბის გამო და­ა­ტო­ვე­ბი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სუ­ლი დრო­შე­ბის ფრი­ა­ლი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი არ არის. ინგა შა­მი­ლიშ­ვილ­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის დრო­შე­ბის ფრი­ა­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი არ არის. რო­გორც შა­მი­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს არის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა და მას­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ზარ­დე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 8 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 26 მა­ი­სის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­თუმ­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყვეს. მათ შო­რის რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ ერთ-ერთი ან­სამ­ბლის სა­ხით. მათ მიერ რუ­სე­თის დრო­შე­ბის ფრი­ალს მო­ქა­ლა­ქე­თა პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­ნიშ­ვნის შე­დე­გად დრო­შე­ბი დას­წი­ეს და ისე გა­აგ­რძე­ლეს მსვლე­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო..." - თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ინგა შამილიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

"ორგანიზატორი განათლების სამინისტრო იყო..." - თორნიკე რიჟვაძის კომენტარი ინგა შამილიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ჩვენი წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის. ინგა შამილიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლება მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები