სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა წერილი მისწერა 9 წლის ბიჭმა შს მინისტრს - გიორგი გახარია დაჩი გულუას შეხვდა
რა წერილი მისწერა 9 წლის ბიჭმა შს მინისტრს - გიორგი გახარია დაჩი გულუას შეხვდა

9 წლის დაჩი გუ­ლუ­ას წე­რი­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბი­ჭის დე­დამ - ნა­თია ანას­ტა­სი­ად­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სწრა­ფად გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

სკო­ლის მოს­წავ­ლე წე­რი­ლით შს მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მარ­თავს და სთხოვს, რომ საგ­ზაო ნიშ­ნებ­ზე კა­ცე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან ერ­თად, ქა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც გაჩ­ნდეს.

"ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, მე ვარ დაჩი გუ­ლუა, 9 წლის. შე­ვამ­ჩნიე რომ, ყვე­ლა საგ­ზაო ნი­შან­ზე კა­ცის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი. ვფიქ­რობ რომ, ეს ქა­ლე­ბის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და­ჩაგ­ვრაა. ქა­ლაქ­ში ფე­ხი­თაც და მან­ქა­ნი­თაც ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი ერ­თნა­ი­რად და­დი­ან, ამი­ტომ გთხოვ, საგ­ზაო ნიშ­ნებ­ზე ქა­ლის ფი­გუ­რაც გა­მო­სა­ხოთ" - წერ­და დაჩი გუ­ლუა გა­ხა­რი­ა­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

წე­რილ­მა მი­ნის­ტრამ­დე მი­აღ­წია და დღეს შს სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ა­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე დაჩი გუ­ლუ­ას შეხ­ვედ­რაც შედ­გა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ფო­ტოს ბი­ჭუ­ნას დედა ავ­რცე­ლებს მი­ნა­წე­რით: "ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი შეხ­ვედ­რა გა­მო­ვი­და! დაჩი კმა­ყო­ფი­ლია..."

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მი­ნის­ტრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის მი­მარ­თვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და მალე საგ­ზაო ნიშ­ნებ­ზე ქა­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც გა­მოჩ­ნდე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა წერილი მისწერა 9 წლის ბიჭმა შს მინისტრს - გიორგი გახარია დაჩი გულუას შეხვდა

რა წერილი მისწერა 9 წლის ბიჭმა შს მინისტრს - გიორგი გახარია დაჩი გულუას შეხვდა

9 წლის დაჩი გულუას წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბიჭის დედამ - ნათია ანასტასიადმა გამოაქვეყნა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში სწრაფად გახდა პოპულარული.

სკოლის მოსწავლე წერილით შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და სთხოვს, რომ საგზაო ნიშნებზე კაცების გამოსახულებასთან ერთად, ქალის გამოსახულებაც გაჩნდეს.

"ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე რომ, ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ რომ, ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ" - წერდა დაჩი გულუა გახარიასადმი გაგზავნილ წერილში.

წერილმა მინისტრამდე მიაღწია და დღეს შს სამინისტროში მინისტრ გახარიასა და სკოლის მოსწავლე დაჩი გულუას შეხვედრაც შედგა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ბიჭუნას დედა ავრცელებს მინაწერით: "ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია..."

სავარაუდოდ, სამინისტრო ყურადღებიანი მოქალაქის მიმართვას გაითვალისწინებს და მალე საგზაო ნიშნებზე ქალების გამოსახულებაც გამოჩნდება...

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს