სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი
"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი

ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რი გელა ფარ­ჩუ­კი­ძე იმ იშ­ვი­ათ ადა­მი­ან­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც ლე­გენ­და­რულ ფრანგ მსა­ხი­ობ­თან პიერ რი­შარ­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ გელა ფარ­ჩუ­კი­ძე "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ბი­ჭუ­ნა­თა კა­პე­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლია. მისი და ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის და­მე­გობ­რე­ბა 1995 წელს მოხ­და, რო­დე­საც პიერ რი­შა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. იგი ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმში "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რის 1001 რე­ცეპ­ტი" გა­და­ი­ღეს, სა­დაც ფრან­გი მოგ­ზა­უ­რის პას­კალ იშა­კის როლს ას­რუ­ლებ­და, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ქალი უყ­ვარ­დე­ბა. გელა ფარ­ჩუ­კი­ძე მე­გა­ვარ­სკვლავ­თან და­მე­გობ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

-1995 წელს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა უდი­დეს მსა­ხი­ობ­თან, არა სტა­ტუ­სის და ტი­ტუ­ლის, არა­მედ თა­ვის ზე­ნი­ჭი­ე­რე­ბის გამო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ და ახლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და კახი კავ­სა­ძეს­თან, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­თან, სხვა გა­მორ­ჩე­ულ მსა­ხი­ო­ბებ­თან, პიერ რი­შა­რის რან­გის მსა­ხი­ობ­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ის არის სა­უ­ცხოო... მას რომ ვხე­დავ­დი, ნამ­დვი­ლი შოკი იყო! არ­სე­ბობს ტერ­მი­ნი "სარ­კი­სე­ბუ­რი ოს­ტა­ტო­ბა" – უყუ­რებ და ისე აკე­თებ... მე მახ­სოვს აქა­ურ­მა მე­გობ­რებ­მა გა­და­უ­ხა­დეს და­ბა­დე­ბის დღე, სა­დაც ცეკ­ვე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი მრავ­ლად იყო. სიმ­ღე­რა­ზე ბუ­ნებ­რი­ვია ვერ აყ­ვე­ბო­და, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა სა­ო­ცა­რია მსოფ­ლი­ო­ში, ცეკ­ვებს კი უყუ­რებ­და და თვი­თო­ნაც ისე იმე­ო­რებ­და - "კინ­ტა­ურს", "აჭა­რულს"... გა­ვოგნ­დი ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვხე­დავ­დი.

თა­ვი­დან ასე ვთქვათ ძა­ლი­ან ჯი­გა­რი იყო, მერე კი და­ი­ღა­ლა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და ცოტა ჩა­ი­კე­ტა. ყვე­ლას მას­თან სურ­და ფო­ტოს გა­და­ღე­ბა, მსა­ხი­ო­ბი იყო თუ გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლი... მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ დიდი თან­ხე­ბი ეღი­რე­ბო­და და აქ კი ბავ­შვი­დან და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა ამას თხოვ­და. ყვე­ლამ იცო­და ვინ იყო პიერ რი­შა­რი, გა­და­ღე­ბე­ბი ბევრ ად­გილ­ზე იყო და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რგან გახ­მა­ურ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1995 წელი იყო და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მა­ლე­ვე მო­ე­დო ქვე­ყა­ნას და უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­ა­წყდა. თა­ვი­დან ყვე­ლას შე­ეძ­ლო მი­ახ­ლო­ვე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ ცოტა შორს იჭერ­და თავს და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ის­მო­და, თავ­ში აუ­ვარ­დაო... თით­ქოს პიერ რი­შა­რი კი არა, ვინ­მე დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

- თქვე­ნი შეხ­ვედ­რა რო­გორ მოხ­და?

- მა­შინ მქონ­და პა­ტი­ვი მსა­ხი­ო­ბი მრქმე­ო­და, რაც შე­ვი­ფე­რე (იუ­მო­რით და სიყ­ვა­რუ­ლით ვამ­ბობ ამ სი­ტყვებს)... ჩვენს შო­რის ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პიერ რი­შარს ულა­მა­ზე­სი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მე­ლიც თუ არ ვცდე­ბი, პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე იყო... ფილმშიც უცხო­ე­ლი კა­ცის როლს თა­მა­შობ­და, ჩვენ კი - მისი მე­გობ­რე­ბის. ჩვე­ნი ან­სამ­ბლი ფილმში ხე­ლოვ­ნე­ბას წარ­მო­ვად­გენ­დით. მა­შინ პიერ რი­შა­რის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა დაგ­ვი­ახ­ლოვ­და. თუმ­ცა იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­ლოს არა­ვის­თან არ იყო, რად­გან რაც არ უნდა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყოს, მა­მა­კა­ცი მა­ინც ეჭ­ვი­ა­ნია და პიერ რი­შა­რი ამას არც მა­ლავ­და. სურ­და გო­გო­ნა სულ მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ყო­ფი­ლი­ყო. არ ვიცი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბა­ბი რამ­დე­ნად ჰქონ­და, მაგ­რამ გო­გო­ნა მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ლა­მა­ზის იყო. ფილმში ეს გო­გო­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის წი­თე­ლი არ­მი­ის გე­ნერ­ლის (რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე) მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას როლს თა­მა­შობ­და.

ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმღე­რო­დით "კარ­მე­ნის" ნა­წყვე­ტებს და ეს პიერ რი­შარს ძა­ლი­ან აღაფრ­თო­ვა­ნებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პა­რი­ზე­ლი რომ ჩი­კა­გო­ში, რომ­ში ან თუნ­დაც მოს­კოვ­ში ჩა­დის, იგი­ვე არ გა­აკ­ვირ­ვებ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში რომ ფრან­გუ­ლად ვას­რუ­ლებ­დით, გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და. ჩვენს მი­მართ ძა­ლი­ან დიდი სიმ­პა­თი­ე­ბი გა­უჩ­ნდათ. ვერ და­ვიბ­რა­ლებ, რომ მხო­ლოდ ჩემ­ზე იყო ეს სიმ­პა­თი­ე­ბი, მაგ­რამ რად­გან ვუკ­რავ­დი და ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემ­თან პიერ რი­შა­რი უფრო ახ­ლოს იყო... იმ­დე­ნად და­ვახ­ლოვ­დით, თა­ვის პა­რი­ზის სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი მომ­ცა და მი­თხრა, ძი­რი­თა­დად იახ­ტა­ზე ვცხოვ­რობ და რომ ჩა­მოხ­ვალ, ერ­თად ვი­სე­ირ­ნო­თო. პა­რიზ­ში რომ ჩა­ვე­დი, და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ და­კავ­ში­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა...

- 9 ლიტ­რი­ა­ნი ყან­წის და­ლე­ვის ის­ტო­რია რო­გორ იყო?

- ეს ფილ­მის სცე­ნა­რით იყო... მას ხომ სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ქარ­თვე­ლი ქალი შე­უყ­ვარ­და და უამ­რა­ვი ნა­ბი­ჯი მისი სიყ­ვა­რუ­ლით გა­დად­გა. თან კუ­ლი­ნა­რი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ღვი­ნოს­თან მიბ­მუ­ლი თემა იყო... აღარ მახ­სოვს ზუს­ტად რა სა­ჭი­რო გახ­და ამ კად­რის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით კი­ნოს და­უნ­დო­ბე­ლი წე­სე­ბი აქვს და სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტში უამ­რა­ვი რამ ამო­იჭ­რა. მა­გა­ლი­თად, შე­სა­ნიშ­ნავ მსა­ხი­ობს – ჟან­რი ლო­ლაშ­ვილს სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და, მაგ­რამ ფილმში მისი შეს­რუ­ლე­ბით კად­რე­ბი მთლი­ა­ნად ამოჭ­რეს. ჩვე­ნიც მი­მი­მუ­მამ­დე და­ვი­და. პიერ რი­შარს ეს ყან­წი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მი­არ­თვეს.

- ერთ გა­და­ცე­მა­ში ხუმ­რო­ბით უთ­ქვამს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი კილო მო­ვი­მა­ტეო...

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რად­გან გვა­რი­ა­ნად გურ­მა­ნია... ხა­ჭა­პურს, ხინ­კალს და მწვადს რომ ყო­ველ­დღე მი­ირ­თმევ, ბუ­ნებ­რი­ვია წო­ნა­ზე აი­სა­ხე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ძა­ლე­ბაც რო­გორ გვიყ­ვარს. მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა ნანა ჯორ­ჯა­ძის მე­ო­რე ფილმშიც ("ზა­ფხუ­ლი, ანუ 27 და­კარ­გუ­ლი კოც­ნა") მე­თა­მა­შა, სა­დაც ასე­ვე თა­მა­შობ­და პიერ რი­შა­რი. ჩვენ გა­და­ღე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს აღარ შევ­ხვედ­რი­ვართ, მაგ­რამ ისე მოგ­ვიხ­და შეხ­ვედ­რა და არა­ნა­ი­რი გახ­სე­ნე­ბა არ ჭირ­დე­ბო­და, თუ ვინ ვი­ყა­ვი... რომ და­მი­ნა­ხა – ო, გელა - და­იყ­ვი­რა და ჩან­და, რომ გარ­და ვარ­სკვლა­ვუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა, გულ­წრფე­ლად ბავ­შვუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გული აქვს, რო­მელ­შიც რო­გორც თვი­თონ მი­თხრა, ყვე­ლა ეტე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი

"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი

ცნობილი დირიჟორი გელა ფარჩუკიძე იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ლეგენდარულ ფრანგ მსახიობთან პიერ რიშართან ახლო მეგობრობა აკავშირებს. მკითხველს შევახსენებთ, რომ გელა ფარჩუკიძე "ნიჭიერში" გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელას ხელმძღვანელია. მისი და ლეგენდარული მსახიობის დამეგობრება 1995 წელს მოხდა, როდესაც პიერ რიშარი საქართველოში ჩამოვიდა. იგი ნანა ჯორჯაძის ფილმში "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" გადაიღეს, სადაც ფრანგი მოგზაურის პასკალ იშაკის როლს ასრულებდა, რომელსაც ქართველი ქალი უყვარდება. გელა ფარჩუკიძე მეგავარსკვლავთან დამეგობრებაზე გვესაუბრება:

-1995 წელს იყო ჩემი პირველი შეხვედრა უდიდეს მსახიობთან, არა სტატუსის და ტიტულის, არამედ თავის ზენიჭიერების გამო... მიუხედავად იმისა, რომ განებივრებული ვარ და ახლო მეგობრობა მაკავშირებდა კახი კავსაძესთან, გივი ბერიკაშვილთან, სხვა გამორჩეულ მსახიობებთან, პიერ რიშარის რანგის მსახიობზე შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საუცხოო... მას რომ ვხედავდი, ნამდვილი შოკი იყო! არსებობს ტერმინი "სარკისებური ოსტატობა" – უყურებ და ისე აკეთებ... მე მახსოვს აქაურმა მეგობრებმა გადაუხადეს დაბადების დღე, სადაც ცეკვები და სიმღერები მრავლად იყო. სიმღერაზე ბუნებრივია ვერ აყვებოდა, ქართული სიმღერა საოცარია მსოფლიოში, ცეკვებს კი უყურებდა და თვითონაც ისე იმეორებდა - "კინტაურს", "აჭარულს"... გავოგნდი ამ ყველაფერს რომ ვხედავდი.

თავიდან ასე ვთქვათ ძალიან ჯიგარი იყო, მერე კი დაიღალა გადამეტებული ყურადღებით და ცოტა ჩაიკეტა. ყველას მასთან სურდა ფოტოს გადაღება, მსახიობი იყო თუ გამვლელ-გამომვლელი... მასთან ფოტოს გადაღება საზღვარგარეთ დიდი თანხები ეღირებოდა და აქ კი ბავშვიდან დაწყებული ყველა ამას თხოვდა. ყველამ იცოდა ვინ იყო პიერ რიშარი, გადაღებები ბევრ ადგილზე იყო და შესაბამისად, ბევრგან გახმაურდა. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელი იყო და სოციალური ქსელები არ არსებობდა, მალევე მოედო ქვეყანას და უამრავი ხალხი მოაწყდა. თავიდან ყველას შეეძლო მიახლოვებოდა, მაგრამ შემდეგ ცოტა შორს იჭერდა თავს და უკმაყოფილება ისმოდა, თავში აუვარდაო... თითქოს პიერ რიშარი კი არა, ვინმე დამწყები მსახიობი ყოფილიყო.

- თქვენი შეხვედრა როგორ მოხდა?

- მაშინ მქონდა პატივი მსახიობი მრქმეოდა, რაც შევიფერე (იუმორით და სიყვარულით ვამბობ ამ სიტყვებს)... ჩვენს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პიერ რიშარს ულამაზესი მეგობარი გოგონა ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც თუ არ ვცდები, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო... ფილმშიც უცხოელი კაცის როლს თამაშობდა, ჩვენ კი - მისი მეგობრების. ჩვენი ანსამბლი ფილმში ხელოვნებას წარმოვადგენდით. მაშინ პიერ რიშარის მეგობარი გოგონა დაგვიახლოვდა. თუმცა იგი განსაკუთრებულად ახლოს არავისთან არ იყო, რადგან რაც არ უნდა ცნობილი მსახიობი იყოს, მამაკაცი მაინც ეჭვიანია და პიერ რიშარი ამას არც მალავდა. სურდა გოგონა სულ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. არ ვიცი ეჭვიანობის საბაბი რამდენად ჰქონდა, მაგრამ გოგონა მართლაც წარმოუდგენელი სილამაზის იყო. ფილმში ეს გოგონა ამიერკავკასიის წითელი არმიის გენერლის (რამაზ ჩხიკვაძე) მეგობარი გოგონას როლს თამაშობდა.

ჩვენ აქტიურად ვმღეროდით "კარმენის" ნაწყვეტებს და ეს პიერ რიშარს ძალიან აღაფრთოვანებდა. წარმოიდგინეთ, პარიზელი რომ ჩიკაგოში, რომში ან თუნდაც მოსკოვში ჩადის, იგივე არ გააკვირვებდა, მაგრამ საქართველოს რომელიღაც სოფელში რომ ფრანგულად ვასრულებდით, გაოცებას ვერ მალავდა. ჩვენს მიმართ ძალიან დიდი სიმპათიები გაუჩნდათ. ვერ დავიბრალებ, რომ მხოლოდ ჩემზე იყო ეს სიმპათიები, მაგრამ რადგან ვუკრავდი და ანსამბლის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩემთან პიერ რიშარი უფრო ახლოს იყო... იმდენად დავახლოვდით, თავის პარიზის საკონტაქტო ნომერი მომცა და მითხრა, ძირითადად იახტაზე ვცხოვრობ და რომ ჩამოხვალ, ერთად ვისეირნოთო. პარიზში რომ ჩავედი, დავურეკე, მაგრამ დაკავშირება ვერ მოხერხდა...

- 9 ლიტრიანი ყანწის დალევის ისტორია როგორ იყო?

- ეს ფილმის სცენარით იყო... მას ხომ სცენარის მიხედვით ქართველი ქალი შეუყვარდა და უამრავი ნაბიჯი მისი სიყვარულით გადადგა. თან კულინარიას ემსახურებოდა და ღვინოსთან მიბმული თემა იყო... აღარ მახსოვს ზუსტად რა საჭირო გახდა ამ კადრის გადაღება, მაგრამ ჩვენ ვიცით კინოს დაუნდობელი წესები აქვს და საბოლოო ვარიანტში უამრავი რამ ამოიჭრა. მაგალითად, შესანიშნავ მსახიობს – ჟანრი ლოლაშვილს სერიოზული დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ ფილმში მისი შესრულებით კადრები მთლიანად ამოჭრეს. ჩვენიც მიმიმუმამდე დავიდა. პიერ რიშარს ეს ყანწი დიდი პატივისცემის ნიშნად მიართვეს.

- ერთ გადაცემაში ხუმრობით უთქვამს, საქართველოში ათი კილო მოვიმატეო...

- არ არის გამორიცხული, რადგან გვარიანად გურმანია... ხაჭაპურს, ხინკალს და მწვადს რომ ყოველდღე მიირთმევ, ბუნებრივია წონაზე აისახება. საქართველოში მოგეხსენებათ, დაძალებაც როგორ გვიყვარს. მქონდა ბედნიერება ნანა ჯორჯაძის მეორე ფილმშიც ("ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა") მეთამაშა, სადაც ასევე თამაშობდა პიერ რიშარი. ჩვენ გადაღების დროს ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ, მაგრამ ისე მოგვიხდა შეხვედრა და არანაირი გახსენება არ ჭირდებოდა, თუ ვინ ვიყავი... რომ დამინახა – ო, გელა - დაიყვირა და ჩანდა, რომ გარდა ვარსკვლავური ამბიციებისა, გულწრფელად ბავშვური სიყვარულით სავსე გული აქვს, რომელშიც როგორც თვითონ მითხრა, ყველა ეტევა.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?