მსახიობები, რომლებიც ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელ მამაკათა სიაში უპირობოდ შეიძლება მივიჩნიოთ, კანის კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ. ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი და დაკოტა ფენინგი თამაშობენ ქუენთინ ტარანტინოს ფილმში Once Upon A Time... In Hollywood, ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გუშინ შედგა. სურათის ჩვენებას ფეხზე მდგარი აუდიტორიისგან შვიდწუთიანი ოვაციები ხვდა წილად.
44 წლის ლეო და 55 წლის ბრედი წითელ ხალიჩაზე შავი კოსტიუმებით გამოჩნდნენ და რამდენიმე წუთში მათი ფოტოები სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო. ვარსკვლავები შესანიშნავ განწყობაზე იყვნენ და კამერებისა და თაყვანისმცემლების წინ დაუზარლად პოზირებდნენ.