სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"
10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"

მო­რი­გი დარ­ტყმა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის! სამ­წუ­ხა­როდ, სუს-მა სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მოს­ყიდ­ვი­სა და მე­ო­რე და ეროვ­ნუ­ლი ლი­გის გუნ­დე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მიერ მატ­ჩე­ბის ჩა­წყო­ბის ფაქ­ტზე 8 მოქ­მე­დი და 3 ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

ჯერ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, ზოგი მე­ტად იქ­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვე, ზო­გიც - ნაკ­ლე­ბად. იმე­დია, უმ­რავ­ლე­სო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ შეც­და და ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ად არ გა­უხ­დი­ათ.

lelo.ge მოკ­ლედ გთა­ვა­ზობთ ჩა­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ათ ამ­ბავს, რო­მე­ლიც სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და.

2009 წლის 28 აგ­ვის­ტო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის გა­მო­სა­ძი­ე­ბელ­მა მუდ­მივ­მოქ­მედ­მა კო­მი­სი­ამ, პირ­ველ სა­ეჭ­ვო შეხ­ვედ­რად XXI ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ტურ­ში თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვი­სა" და რუს­თა­ვის "ოლიმპს" შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა მი­იჩ­ნია, მაგ­რამ კო­მი­სი­ის დას­კვნით ეჭვი უსა­ფუძ­ვლო აღ­მოჩ­ნდა და კლუ­ბებს არა­ნა­ი­რი სას­ჯე­ლი არ და­კის­რე­ბი­ათ.

2010 წლის თე­ბერ­ვა­ლი

ე.წ ჩა­წყო­ბი­ლი თა­მა­ში ქარ­თულ ფეხ­ბურთში - სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-19 ტურ­ში რუს­თავ­ში ბოლ­ნი­სის "სი­ო­ნი" ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­თან" 0:1 და­მარ­ცხდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გი­ლი ჰქონ­და ორ­მაგ გა­რი­გე­ბას - "სი­ონ­მა" სა­მა­ჩაბ­ლო­ე­ლებს შეხ­ვედ­რა გან­ზრახ და­უთ­მო, რათა რუს­თა­ვის "ოლიმპს" გორ­ში ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­თან" სამი ქულა ასე­ვე უბ­რძოლ­ვე­ლად მი­ეთ­ვა­ლა.

2011 წლის 13 მა­ი­სი

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე 5 ფეხ­ბურ­თე­ლი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ამ­ხი­ლა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი ისი­ნი ფეხ­ბურ­თი­დან მოკ­ვე­თეს. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, დრო­ე­ბით და მო­ე­დანს მალე და­უბ­რუნ­დნენ.

2014 წლის აპ­რი­ლი: გა­რი­გე­ბებ­ში ლა­მის ყვე­ლა კლუ­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და!

ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო კი­დევ ერთხელ შე­ზან­ზარ­და: უე­ფას ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 2010-13 წლებ­ში გა­რი­გე­ბულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის უმაღ­ლე­სი და პირ­ვე­ლი ლი­გე­ბის 5 კლუ­ბი ამ­ხი­ლეს. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მათ მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი სას­ჯე­ლე­ბი აკ­მა­რეს.

სა­ეჭ­ვო მატჩთა კა­ტე­გო­რი­ა­ში ბოლ­ნი­სის "სი­ო­ნი" 5-ჯერ მოხ­ვდა, გო­რის "დილა" და მარ­ტვი­ლის "მე­რა­ნი" - 4-4-ჯერ, ხოლო ფო­თის "კოლ­ხე­თი" და რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გი" - 3-3-ჯერ. სას­ჯე­ლი კი მე­ტად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია: "სი­ო­ნი" 25 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რიმ­და, "მე­რა­ნი" და "დილა" - 23-23 ათა­სით, ხოლო "მე­ტა­ლურ­გი" და "კოლ­ხე­თი 1913" - 20-20 ათა­სით.

გუ­რი­ას პრე­ზი­დენ­ტი ადას­ტუ­რებს... ცნო­ბი­ლია იმ ფეხ­ბურ­თე­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს, მე­ო­რეს ბა­ზა­ზე ეძებ­დნენ

2014 წლის სექ­ტემ­ბე­რი

ეს ერთ-ერთი ყველ­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვი იყო: 8 მსა­ჯი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ფი­ფას მსა­ჯი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად "გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი 2 500-დან 5 000 აშშ დო­ლა­რამ­დე თან­ხის სა­ნაც­ვლოდ წი­ნას­წარ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ებს მათი მსა­ჯო­ბით ჩა­სა­ტა­რე­ბელ თა­მა­შებ­ში ფეხ­ბურ­თელ­თა და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლი ყვი­თე­ლი და წი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რა­საც ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად ას­რუ­ლებ­დნენ. ამ სქე­მით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­დნენ წი­ნას­წარ გა­კე­თე­ბუ­ლი ფსო­ნით მო­გე­ბა მი­ე­ღოთ".

იმ დღეს­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­სა­ჯო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა გა­ი­მარ­თა, სა­დაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში აყ­ვა­ნილ მსა­ჯებ­თან ცალ­მხრი­ვად შე­წყდა კონ­ტრაქ­ტი და მათ მსა­ჯო­ბა სა­მუ­და­მოდ აეკ­რძა­ლათ. სა­ღა­მოს, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­სა­ჯო გან­ყო­ფი­ლე­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­დად­გა.

სა­სა­მარ­თლომ მსა­ჯე­ბი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის გამო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად ცნო, რაც 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. თუმ­ცა, 5 მათ­გა­ნი ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­უშ­ვეს, სამი კი პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"

10 საფეხბურთო მატჩის ჩაწყობის ამბავი ბოლო ათი წლის განმავლობაში - "2014-ში ლამის ყველა გუნდი მონაწილეობდა"

მორიგი დარტყმა ქართული ფეხბურთისთვის! სამწუხაროდ, სუს-მა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და ეროვნული ლიგის გუნდების ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავა.

ჯერ არაფერია ცნობილი, ზოგი მეტად იქნება დამნაშავე, ზოგიც - ნაკლებად. იმედია, უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ შეცდა და ეს საქმე პროფესიად არ გაუხდიათ.

lelo.ge მოკლედ გთავაზობთ ჩაწყობასთან დაკავშირებულ ათ ამბავს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა.

2009 წლის 28 აგვისტო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გარიგებული მატჩების გამოსაძიებელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, პირველ საეჭვო შეხვედრად XXI ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის "ლოკომოტივისა" და რუსთავის "ოლიმპს" შორის გამართული შეხვედრა მიიჩნია, მაგრამ კომისიის დასკვნით ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა და კლუბებს არანაირი სასჯელი არ დაკისრებიათ.

2010 წლის თებერვალი

ე.წ ჩაწყობილი თამაში ქართულ ფეხბურთში - საქართველოს განახლებული ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში რუსთავში ბოლნისის "სიონი" ცხინვალის "სპარტაკთან" 0:1 დამარცხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილი ჰქონდა ორმაგ გარიგებას - "სიონმა" სამაჩაბლოელებს შეხვედრა განზრახ დაუთმო, რათა რუსთავის "ოლიმპს" გორში ცხინვალის "სპარტაკთან" სამი ქულა ასევე უბრძოლველად მიეთვალა.

2011 წლის 13 მაისი

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სპეცოპერაცია ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე 5 ფეხბურთელი ტოტალიზატორების წარმომადგენლებთან კორუფციულ გარიგებებში ამხილა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით კი ისინი ფეხბურთიდან მოკვეთეს. თუმცა, როგორც გაირკვა, დროებით და მოედანს მალე დაუბრუნდნენ.

2014 წლის აპრილი: გარიგებებში ლამის ყველა კლუბი მონაწილეობდა!

ქართული საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ შეზანზარდა: უეფას ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2010-13 წლებში გარიგებულ თამაშებში მონაწილეობისთვის უმაღლესი და პირველი ლიგების 5 კლუბი ამხილეს. მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე მათ მხოლოდ ფინანსური სასჯელები აკმარეს.

საეჭვო მატჩთა კატეგორიაში ბოლნისის "სიონი" 5-ჯერ მოხვდა, გორის "დილა" და მარტვილის "მერანი" - 4-4-ჯერ, ხოლო ფოთის "კოლხეთი" და რუსთავის "მეტალურგი" - 3-3-ჯერ. სასჯელი კი მეტად არაადეკვატურია: "სიონი" 25 ათასი ლარით დაჯარიმდა, "მერანი" და "დილა" - 23-23 ათასით, ხოლო "მეტალურგი" და "კოლხეთი 1913" - 20-20 ათასით.

გურიას პრეზიდენტი ადასტურებს... ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც დააკავეს, მეორეს ბაზაზე ეძებდნენ

2014 წლის სექტემბერი

ეს ერთ-ერთი ყველზე ხმაურიანი ამბავი იყო: 8 მსაჯი დააკავეს, მათ შორის ფიფას მსაჯი.

ოფიციალური განცხადების თანახმად "გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2 500-დან 5 000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ".

იმ დღესვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, წინასწარ პატიმრობაში აყვანილ მსაჯებთან ცალმხრივად შეწყდა კონტრაქტი და მათ მსაჯობა სამუდამოდ აეკრძალათ. საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილება სრული შემადგენლობით გადადგა.

სასამართლომ მსაჯები ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის გამო დამნაშავეებად ცნო, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა, 5 მათგანი ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოუშვეს, სამი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ