სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები
როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბავ­შვის წარ­მა­ტე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ფე­ხუ­რია. იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ, რა დატ­ვირ­თვა აქვს ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბას, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ ბავ­შვს მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სი­ტყვა­თა მა­რა­გის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და კი­დევ ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო უნა­რის გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, ამის შე­სა­ხებ დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი ნანა გე­გე­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

ქალ­ბა­ტო­ნი ნანა 20 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ობს, ასე­ვე სწავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე პრობ­ლე­მებ­სა და დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხებს იკ­ვლევს. ამ­ჟა­მად გახ­ლავთ დამ­ხმა­რე სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ბიბ­ლი­ო­თე­კა-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის თა­ნად­გო­მა" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

- მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ნე­ი­რო­მეც­ნი­ერ­თა მიერ არა­ერ­თი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა წამ­ყვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისიც, რომ მშობ­ლე­ბი ფლობ­დნენ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჰარ­ვარ­დში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თან­ხმად, ყო­ველ ათას ბავ­შვში სა­მასს გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შე­ფერ­ხე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, მი­ზე­ზად კი ტოქ­სი­კუ­რი სტრე­სი სა­ხელ­დე­ბა. რის­გან არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ტოქ­სი­კუ­რი სტრე­სი? მისი გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

  • დე­დის დეპ­რე­სია - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რა ზი­ანს აყე­ნე­ბენ თა­ვი­სი დეპ­რე­სი­ით შვილს.
  • უგულ­ველ­ყო­ფა - რო­დე­საც არ გვცა­ლია, არ ვაქ­ცევთ ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბას.
  • მკაც­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბავ­შვის მი­მართ.
  • ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, ასე­ვე სი­ტყვი­ე­რი, ფი­ზი­კუ­რი ხომ თა­ვის­თა­ვად.

მშობ­ლებ­მა არც იცი­ან, ამ ყვე­ლაფ­რით რამ­ხე­ლა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნან ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბას. რით ვლინ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? იმით, რომ ბავ­შვებს აქვთ ძა­ლი­ან ცუდი მეხ­სი­ე­რე­ბა, არ აქვთ კარ­გი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი, რაც მეხ­სი­ე­რე­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია. სა­ერ­თოდ, ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, "ან გა­მო­ი­ყე­ნე, ან და­კარ­გე" იმი­ტომ, რომ ეს პე­რი­ო­დი მშობ­ლებ­მა, ძი­ძებ­მა, ბე­ბი­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რათა ბავ­შვებს გა­ვუძ­ლი­ე­როთ სწავ­ლის ის უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან დას­ჭირ­დე­ბათ და გა­მო­ად­გე­ბათ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა გა­ვა­კე­თოთ მშობ­ლებ­მა, რომ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­რი­ო­დი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ?

- ია­პო­ნე­ლი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რე­ბი კი­დევ უფრო წინ წა­ვიდ­ნენ და ამ­ბო­ბენ, რომ 2 წლი­დან ბავ­შის აღ­ზრდა უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. ამი­ტომ გან­ვი­ხი­ლოთ, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ 2 წლამ­დე. ეს მოს­წონს თვე­ე­ბის ბავ­შვსაც კი. ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თად აქ­ცენტს აკე­თე­ბენ კვე­ბა­სა და ჰი­გი­ე­ნა­ზე, არა­და ამას­თან ერ­თად, ეს სა­კი­თხიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვს მო­ვას­მე­ნი­ნოთ მუ­სი­კა, რაც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს და ხელს უწყობს მისი ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. მუ­სი­კა უნდა იყოს მშვი­დი და მა­რი­ტი­ვი, ძა­ლი­ან კარ­გია, თუ ამას რი­ტუ­ა­ლის სა­ხეს მივ­ცემთ და ძი­ლის წინ მო­ვას­მე­ნი­ნებთ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას სჭირ­დე­ბა ხელ­შე­წყო­ბა მშობ­ლე­ბის მხრი­დან. არ­სე­ბობს კვლე­ვაც, რომ­ლის თა­ნახ­მად სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებ­ში გაზ­რდილ ბავ­შვებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში აღე­ნიშ­ნე­ბათ სი­ტყვა­თა მა­რა­გის სიმ­ცი­რე. უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­მო­არ­კვი­ეს მი­ზე­ზი და აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ ოჯა­ხებ­ში, სა­დაც ბავ­შვს ყო­ველ 6 სი­ტყვა­ში 4 სი­ტყვა ნე­გა­ტი­ურ ას­პექ­ტში ეს­მის, ფერ­ხდე­ბა მისი სი­ტყვა­თა მა­რა­გის გან­ვი­თა­რე­ბა, ხოლო იმ ოჯა­ხებ­ში, სა­დაც 6 სი­ტყვი­დან ექ­ვსი­ვე პო­ზი­ტი­უ­რია ბავ­შის მი­მართ, გან­ვი­თა­რე­ბა უფრო სწრა­ფად ხდე­ბა.

- ხში­რად სა­უბ­რო­ბენ გა­ჯე­ტე­ბის უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნა­ზე ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თქვენ რა მო­საზ­რე­ბა გაქვთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ჩვენ ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო და ბავ­შვი უკვე გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ესეც გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ში უნდა იყოს მოქ­ცე­უ­ლი. ბავ­შვის კონ­ტაქ­ტი გა­ჯე­ტებ­თან 15-20 წუთ­ზე მეტი არ უნდა იყოს დღე­ში, მაგ­რამ თუ მა­ინც აყუ­რე­ბი­ნებთ, ჩემი პი­რა­დი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ ეს იყოს მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ბავ­შვო მულ­ტფილ­მე­ბი, ზო­გა­დად, მუ­სი­კა ძა­ლი­ან უწყობს ხელს გან­ვი­თა­რე­ბას და თუ სა­ყუ­რე­ბე­ლია, ისევ მუ­სი­კა­ლუ­რი იყოს, ჯო­ბია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს ადრეულ ასაკში, რომ სკოლაში წარმატებული იყოს - სპეციალისტის რეკომენდაციები

სკოლამდელი განათლება ბავშვის წარმატებისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა დატვირთვა აქვს ადრეულ განათლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარებაში, სიტყვათა მარაგის ჩამოყალიბებასა და კიდევ ბევრი სასარგებლო უნარის გამოიმუშავებაში დავეხმაროთ, ამის შესახებ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი ნანა გეგელიშვილი გვესაუბრა.

ქალბატონი ნანა 20 წელიწადზე მეტია ადრეული განათლების პროგრამებზე მუშაობს, ასევე სწავლის უნარის დაქვეითების მქონე პრობლემებსა და დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების საკითხებს იკვლევს. ამჟამად გახლავთ დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიების პროგრამის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანადგომა" დამფუძნებელი.

- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნეირომეცნიერთა მიერ არაერთი მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადრეული განათლება წამყვანი მიმართულებაა ბავშვის მომავალი წარმატებისთვის. აუცილებელია ისიც, რომ მშობლები ფლობდნენ ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას. ჰარვარდში ჩატარებული კვლევის თანხმად, ყოველ ათას ბავშვში სამასს განვითარების ხელოვნური შეფერხება აღენიშნება, მიზეზად კი ტოქსიკური სტრესი სახელდება. რისგან არის გამოწვეული ტოქსიკური სტრესი? მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • დედის დეპრესია - ხშირ შემთხვევაში მშობლები ვერც ხვდებიან, რა ზიანს აყენებენ თავისი დეპრესიით შვილს.
  • უგულველყოფა - როდესაც არ გვცალია, არ ვაქცევთ ბავშვს ყურადღებას.
  • მკაცრი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.
  • ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე სიტყვიერი, ფიზიკური ხომ თავისთავად.

მშობლებმა არც იციან, ამ ყველაფრით რამხელა საფრთხე შეიძლება შეუქმნან ბავშვის განვითარებას. რით ვლინდება ეს ყველაფერი? იმით, რომ ბავშვებს აქვთ ძალიან ცუდი მეხსიერება, არ აქვთ კარგი კონცენტრაციის უნარი, რაც მეხსიერების ერთ-ერთი კომპონენტია. საერთოდ, ადრეულ განათლებაზე მეცნიერები ამბობენ, "ან გამოიყენე, ან დაკარგე" იმიტომ, რომ ეს პერიოდი მშობლებმა, ძიძებმა, ბებიებმა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა ბავშვებს გავუძლიეროთ სწავლის ის უნარები, რომელიც მომავალში ძალიან დასჭირდებათ და გამოადგებათ.

- კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ მშობლებმა, რომ ადრეული განათლების პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ?

- იაპონელი ნეირომეცნიერები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და ამბობენ, რომ 2 წლიდან ბავშის აღზრდა უკვე დაგვიანებულია. ამიტომ განვიხილოთ, რა უნდა გავაკეთოთ 2 წლამდე. ეს მოსწონს თვეების ბავშვსაც კი. ამ ასაკის ბავშვების შემთხვევაში ძირითად აქცენტს აკეთებენ კვებასა და ჰიგიენაზე, არადა ამასთან ერთად, ეს საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვს მოვასმენინოთ მუსიკა, რაც დადებითად მოქმედებს და ხელს უწყობს მისი ტვინის განვითარებას. მუსიკა უნდა იყოს მშვიდი და მარიტივი, ძალიან კარგია, თუ ამას რიტუალის სახეს მივცემთ და ძილის წინ მოვასმენინებთ.

რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა მშობლების მხრიდან. არსებობს კვლევაც, რომლის თანახმად სოციალურად დაუცველ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ სიტყვათა მარაგის სიმცირე. უფრო დეტალურად გამოარკვიეს მიზეზი და აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს ყოველ 6 სიტყვაში 4 სიტყვა ნეგატიურ ასპექტში ესმის, ფერხდება მისი სიტყვათა მარაგის განვითარება, ხოლო იმ ოჯახებში, სადაც 6 სიტყვიდან ექვსივე პოზიტიურია ბავშის მიმართ, განვითარება უფრო სწრაფად ხდება.

- ხშირად საუბრობენ გაჯეტების უარყოფით გავლენაზე ბავშვების განვითარებასთან მიმართებაში, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ამას ვერ გავექცევით, ციფრული სამყარო და ბავშვი უკვე განუყრელი ნაწილია, მაგრამ ესეც გარკვეულ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული. ბავშვის კონტაქტი გაჯეტებთან 15-20 წუთზე მეტი არ უნდა იყოს დღეში, მაგრამ თუ მაინც აყურებინებთ, ჩემი პირადი რჩევა იქნება, რომ ეს იყოს მუსიკალური საბავშვო მულტფილმები, ზოგადად, მუსიკა ძალიან უწყობს ხელს განვითარებას და თუ საყურებელია, ისევ მუსიკალური იყოს, ჯობია. წაიკითხეთ სრულად

მეუფე მელქისედეკი - "იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის"

"აი ამ ქალმა, მისმა უფროსმა და სისტემამ მოკლა ლუკა" - მიხეილ სააკაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

"მწვანე სკოლის" განცხადებას 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა