სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნასამართლევ პირზე დანის მიყიდვა აიკრძალება - ცივი იარაღით ვაჭრობის წესები იცვლება
ნასამართლევ პირზე დანის მიყიდვა აიკრძალება - ცივი იარაღით ვაჭრობის წესები იცვლება

ცივი ია­რა­ღის ნა­სა­მარ­თლევ პირ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცია აიკ­რძა­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლი­თაც ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცია ლი­ცენ­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა და უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად დგინ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, თუ ვის შე­ეძ­ლე­ბა ცივი ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა და ვის­ზე შე­იძ­ლე­ბა მისი რე­ა­ლი­ზა­ცია.

ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის თა­ნახ­მად, ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არმ­ქო­ნე სრულ­წლო­ვან პირ­ზე. იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში კი წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნდა იყოს იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის არ­ქო­ნი­სა და სრულ­წლო­ვა­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი; ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის ცნო­ბის წარ­დგე­ნა არ მო­ე­თხო­ვე­ბა პირს, რო­მელ­საც სა­კუთ­რე­ბის ან სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით აქვს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ცე­ცხლსას­რო­ლი ან გა­ზის ია­რა­ღი.

ცივი ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე იუ­რი­დი­ულ პი­რებს ან ინდმე­წარ­მე­ებს მყიდ­ვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლად აღ­რი­ცხვა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში გან­სა­თავ­სებ­ლად შსს-სთვის წარ­დგე­ნა და­ე­ვა­ლე­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის თა­ნახ­მად, ცივი ია­რა­ღის ვაჭ­რო­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა იუ­რი­დი­ულ პირს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­წარ­მეს, შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე პირი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს შე­ძე­ნი­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ცივი ია­რა­ღის აღ­რი­ცხვა, ასე­ვე სა­აღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­ნახ­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით.

ცივი ია­რა­ღის რე­ა­ლი­ზა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნა­სა­მარ­თლო­ბის არმ­ქო­ნე სრულ­წლო­ვან პირ­ზე. ამას­თან ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე პირი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცივი ია­რა­ღის მყიდ­ვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აღ­რი­ცხოს ელექტრო­ნუ­ლად და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში გან­სა­თავ­სებ­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გი­ნოს.

გარ­და ამი­სა, ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე პირ­მა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში, თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას უნდა გა­ნა­თავ­სოს არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის ცივი ია­რა­ღის მი­ყიდ­ვის ამ­კრძა­ლა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ნე­რი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა გან­სა­ხილ­ვე­ლად. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დად 2019 წლის 1 აგ­ვის­ტოა გან­სა­ზღვრუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნასამართლევ პირზე დანის მიყიდვა აიკრძალება - ცივი იარაღით ვაჭრობის წესები იცვლება

ნასამართლევ პირზე დანის მიყიდვა აიკრძალება - ცივი იარაღით ვაჭრობის წესები იცვლება

ცივი იარაღის ნასამართლევ პირზე რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.

პროექტის თანახმად დგინდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეეძლება ცივი იარაღით ვაჭრობა და ვისზე შეიძლება მისი რეალიზაცია.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე. იურიდიული პირის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის ნასამართლეობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლეობის ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება პირს, რომელსაც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით აქვს რეგისტრირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღი.

ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შსს-სთვის წარდგენა დაევალება.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე. ამასთან ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველად. ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს