სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება
ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება

ლონ­დო­ნი რა ფე­რია, ამის და­ნამ­დვი­ლე­ბით თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა Ferrari-ის დე­დამ­შო­ბე­ლი, წვი­მი­ა­ნი მა­რა­ნე­ლო რომ წი­თე­ლია, ამა­ზე დავა არ შე­იძ­ლე­ბა… წი­თე­ლის, სი­ცო­ცხლის ფე­რის დო­მი­ნა­ცი­ით გა­და­წყვე­ტილ მა­რა­ნე­ლო­ში თავ­მომ­წო­ნედ დას­რი­ა­ლე­ბენ ცხვირ­ზე ცხე­ნის ლო­გო­გაკ­რუ­ლი სე­და­ნე­ბი და ჰე­გე­მო­ნო­ბით გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლე­ბი წი­თე­ლი ფე­რის გარ­და, არ­ცერთ სხვა ფერს არ აჭა­ჭა­ნე­ბენ ქა­ლაქ­ში.

1987 წელს, Ferrari-ის 40 წლის იუ­ბი­ლეს­თვის მორ­თულ-მო­კაზ­მულ მა­რა­ნე­ლო­ში გა­მოჩ­ნდა ენცო ფერ­ა­რის სი­ცო­ცხლე­ში შექ­მნი­ლი უკა­ნას­კნე­ლი Ferrari-ის მო­დე­ლი, ორ­კა­რი­ა­ნი F40. იმ დრო­ის­თვის ეს მო­დე­ლი იყო ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი Ferrari-ის მან­ქა­ნა. გა­მოს­ვლის წელს მან­ქა­ნა 400 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი ღირ­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე 1990 წელს ბრი­ტა­ნე­ლი მრბო­ლე­ლის, ნი­გელ მან­სე­ლის კუთ­ვნი­ლი F40 მი­ლი­ო­ნად გა­ი­ყი­და და მას შემ­დეგ ფასი მუდ­მი­ვად ემა­ტე­ბა…

წარ­მო­სად­გე­ნა­დაც აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ენცო ფერ­ა­რი რომ გა­მო­ვი­დო­და თა­ვის ვე­რან­და­ზე, გა­ზა­ფხულს შე­იგ­რძნობ­და და ზე­მო­დან და­აშ­ტერ­დე­ბო­და Ferrari-ის მის­თვის უკა­ნას­კნელ მო­დელს, რომ­ლის დი­ზა­ი­ნიც ლე­ო­ნარ­დო ფი­ო­რა­ვან­ტიმ შექ­მნა. რას იფიქ­რებ­და, მხო­ლოდ ერთი წელი რომ ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი ამ მშვე­ნი­ე­რე­ბის საც­ქერ­ლად…

F40-ის გა­მოს­ვლი­დან ერთ წე­ლი­წად­ში ენცო მი­წას მი­ა­ბა­რეს და შემ­დეგ წელს 1989-ში, გლო­ვა­დას­რუ­ლე­ბუ­ლებ­მა იგი რალ­ზე გა­უშ­ვეს. მა­შინ დამ­შრა­ლი ლა­გუ­ნის რბო­ლა­ზე (Laguna Seca Raceway)ამ ავ­ტო­მო­ბილს 25 წლის Jean Alesi მარ­თავ­და.

Ferrari მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვირ­ფა­სეს ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ებს და მისი შე­ძე­ნა ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა ეს სრუ­ლე­ბი­თაც არ უშ­ლის ხელს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­დეს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. დი­დია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვიც, ვინც ფერ­ა­რის მი­ნი­ა­ტუ­რულ მო­დე­ლებს თა­ვი­სი კო­ლექ­ცი­ის­თვის აგ­რო­ვებს. შენც კო­ლექ­ცი­ას თუ აგ­რო­ვებ, ან თუ შეგ­რო­ვე­ბას იწყებ, უკე­თე­სი რა უნდა შე­მა­ტო თუ არა Ferrari F40-ის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ვერ­სია. ამ მო­დე­ლის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი ჟურ­ნალ AUTO BILD-ის ივ­ნი­სის ნო­მერ­თან ერთდ გექ­ნე­ბა. ერთი თვეა, რაც AUTO BILD- მა აქ­ცია და­ი­წყო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მსურ­ვე­ლე­ბი ერთი წლის მან­ძილ­ზე ferrari-ს 10 მო­დე­ლის შე­ძე­ნას შეძ­ლე­ბენ.

თუ შენც სენ­ტი­მენ­ტე­ბით გაჟ­ღენ­თილ წი­თელ პე­გას­ზე შეშ­ლილ­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბი, ეს ნამ­დვი­ლად შენი შან­სია, რომ Ferrari-ის მო­დე­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი გახ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება

ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი მოდელი - Ferrari F40, მანქანა, რომელიც ისტორიას გვიყვება

ლონდონი რა ფერია, ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, თუმცა Ferrari-ის დედამშობელი, წვიმიანი მარანელო რომ წითელია, ამაზე დავა არ შეიძლება… წითელის, სიცოცხლის ფერის დომინაციით გადაწყვეტილ მარანელოში თავმომწონედ დასრიალებენ ცხვირზე ცხენის ლოგოგაკრული სედანები და ჰეგემონობით გაგულისებულები წითელი ფერის გარდა, არცერთ სხვა ფერს არ აჭაჭანებენ ქალაქში.

1987 წელს, Ferrari-ის 40 წლის იუბილესთვის მორთულ-მოკაზმულ მარანელოში გამოჩნდა ენცო ფერარის სიცოცხლეში შექმნილი უკანასკნელი Ferrari-ის მოდელი, ორკარიანი F40. იმ დროისთვის ეს მოდელი იყო ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული Ferrari-ის მანქანა. გამოსვლის წელს მანქანა 400 000 ამერიკული დოლარი ღირდა, თუმცა მალევე 1990 წელს ბრიტანელი მრბოლელის, ნიგელ მანსელის კუთვნილი F40 მილიონად გაიყიდა და მას შემდეგ ფასი მუდმივად ემატება…

წარმოსადგენადაც აღმაფრთოვანებელია, ღრმად მოხუცებული ენცო ფერარი რომ გამოვიდოდა თავის ვერანდაზე, გაზაფხულს შეიგრძნობდა და ზემოდან დააშტერდებოდა Ferrari-ის მისთვის უკანასკნელ მოდელს, რომლის დიზაინიც ლეონარდო ფიორავანტიმ შექმნა. რას იფიქრებდა, მხოლოდ ერთი წელი რომ ჰქონდა დარჩენილი ამ მშვენიერების საცქერლად…

F40-ის გამოსვლიდან ერთ წელიწადში ენცო მიწას მიაბარეს და შემდეგ წელს 1989-ში, გლოვადასრულებულებმა იგი რალზე გაუშვეს. მაშინ დამშრალი ლაგუნის რბოლაზე (Laguna Seca Raceway)ამ ავტომობილს 25 წლის Jean Alesi მართავდა.

Ferrari მსოფლიოში უძვირფასეს ავტომობილებს აწარმოებს და მისი შეძენა ერთეულებს შეუძლიათ, თუმცა ეს სრულებითაც არ უშლის ხელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდეს მსოფლიოს მასშტაბით. დიდია იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ფერარის მინიატურულ მოდელებს თავისი კოლექციისთვის აგროვებს. შენც კოლექციას თუ აგროვებ, ან თუ შეგროვებას იწყებ, უკეთესი რა უნდა შემატო თუ არა Ferrari F40-ის მინიატურული ვერსია. ამ მოდელის შეძენის შესაძლებლობა კი ჟურნალ AUTO BILD-ის ივნისის ნომერთან ერთდ გექნება. ერთი თვეა, რაც AUTO BILD- მა აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მსურველები ერთი წლის მანძილზე ferrari-ს 10 მოდელის შეძენას შეძლებენ.

თუ შენც სენტიმენტებით გაჟღენთილ წითელ პეგასზე შეშლილთა რიცხვს მიეკუთვნები, ეს ნამდვილად შენი შანსია, რომ Ferrari-ის მოდელების კოლექციონერი გახდე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი