სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იყენებენ ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიცაა: ძალადობა, დაშინება, მუქარა, ცემა-ტყეპა" - შალვა შავგულიძე
"იყენებენ ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიცაა: ძალადობა, დაშინება, მუქარა, ცემა-ტყეპა" - შალვა შავგულიძე

ჩვენ ვხე­დავთ, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მყა­რად და­ად­გა იმ გზას, რომ ნე­ბის­მი­ერ ფა­სად მი­აღ­წი­ოს არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბას, - ასე აფა­სებს ბლო­კი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო-თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის“ მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე არ­ჩევ­ნებ­სა და კენ­ჭის­ყის დღეს.

რო­გორც შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მე­ო­რე ტური გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, თუმ­ცა „მოვ­ლე­ნებს წინ ნუ გა­ვას­წრებთ“.

„მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმ ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე და ხმა მომ­ცეს, მხა­რი და­მი­ჭი­რეს. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ასე­ვე იმ ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლებ­მაც მე არ და­მი­ჭი­რეს მხა­რი, მაგ­რამ მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებს ისეთ და­უშ­ვე­ბელ მე­თო­დებს, რო­გო­რიც არის: ამორ­ჩე­ველ­ზე ძა­ლა­დო­ბა, და­ში­ნე­ბა, მუ­ქა­რა, პირ­და­პირ ცემა-ტყე­პას. არის ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბის, „შავი პი­ა­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი და ა.შ. ასე­თი მიდ­გო­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე გა­მო­ავ­ლი­ნა გან­ვლილ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან. იგი­ვე ვნა­ხეთ ჩვენ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­შიც“,-აცხა­დებს შავ­გუ­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა „პა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტი“, რად­გან მთაწ­მინ­და­ზე ამომ­რჩევ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა არ­ცთუ ისე მა­ღა­ლი იყო. მან ამომ­რჩე­ველს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად საკ­მა­რი­სი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"იყენებენ ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიცაა: ძალადობა, დაშინება, მუქარა, ცემა-ტყეპა" - შალვა შავგულიძე

"იყენებენ ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიცაა: ძალადობა, დაშინება, მუქარა, ცემა-ტყეპა" - შალვა შავგულიძე

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არჩევნების მიმართ. ხელისუფლება მყარად დაადგა იმ გზას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს არჩევნებზე წარმატებას, - ასე აფასებს ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე არჩევნებსა და კენჭისყის დღეს.

როგორც შალვა შავგულიძემ განაცხადა, მეორე ტური გამორიცხული არ არის, თუმცა „მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ“.

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მომცეს, მხარი დამიჭირეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც მე არ დამიჭირეს მხარი, მაგრამ მოვიდნენ არჩევნებზე და მონაწილეობა მიიღეს, ვინაიდან საზოგადოების აქტიურობა არის დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი.

ხელისუფლება იყენებს ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიც არის: ამორჩეველზე ძალადობა, დაშინება, მუქარა, პირდაპირ ცემა-ტყეპას. არის ამომრჩევლის მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ცილისწამების, „შავი პიარის“ გამოყენების ფაქტები და ა.შ. ასეთი მიდგომა ხელისუფლებამ უკვე გამოავლინა განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამიტომაც მიიღო ასეთი ნეგატიური შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იგივე ვნახეთ ჩვენ შუალედური არჩევნების კამპანიის პერიოდშიც“,-აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მსგავსი მიდგომების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში გამოჩნდა „პასიური პროტესტი“, რადგან მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტიურობა არცთუ ისე მაღალი იყო. მან ამომრჩეველს მიმართა და განაცხადა, რომ პასიური პროტესტი ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არ არის.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები