სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ხდება ზუგდიდში, სადაც დღეს ახალ მერს ირჩევენ - კანდიდატების კომენტარები და ხელისუფლების მოლოდინი
რა ხდება ზუგდიდში, სადაც დღეს ახალ მერს ირჩევენ - კანდიდატების კომენტარები და ხელისუფლების მოლოდინი

დღეს, მარ­ნე­უ­ლის, ზეს­ტა­ფო­ნის, ჭი­ა­თუ­რის, ზუგ­დი­დი­სა და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რე­ბის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი იმარ­თე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა სა­მეგ­რე­ლო­ში, სა­დაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი უპი­რის­პირ­დე­ბა. მე­რო­ბის კან­დი­და­ტებ­მა უკვე გა­ა­კე­თეს სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი.

რო­გორც რუ­ლოვსმა აღ­ნიშ­ნა, მან ხმა ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს მის­ცა.

„ხმა მი­ვე­ცი ზუგ­დი­დე­ლებ­ში ცვლი­ლე­ბებს, სა­დაც კო­რუფ­ცი­ის, ზე­წო­ლის, ნე­პო­ტიზ­მის ნაც­ვლად მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა. სა­დაც არის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­დაც იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბა და­ცულ, თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. დღეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა გვი­ყუ­რებს და არის ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში. მეც ვგრძნობ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და თი­თო­ე­ულ­მა ზუგ­დი­დელ­მა უნდა იგ­რძნოს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მის უკან დგას მთე­ლი ქვე­ყა­ნა. მე ხმა მი­ვე­ცი ასე­ვე ნა­თელ, ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა და დას­ძი­ნა, რომ ის ზუგ­დი­დე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

„ამას ვნა­ხავთ ამ სა­ღა­მოს. იმე­დი მაქვს, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად, წყნა­რად ჩა­ტარ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს, მთე­ლი ქვეყ­ნის, არა მარ­ტო ზუგ­დი­დის. მთე­ლი ქვეყ­ნის მო­ლო­დი­ნია ზუგ­დი­დის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი. ზუგ­დი­დის არ­ჩევ­ნებს აქვს მთე­ლი ქვეყ­ნის არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ლოვსმა.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ოჯახ­თან ერ­თად მი­ვი­და ზუგ­დი­დის N28 სა­ა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე. გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას თქმით, აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ივ­ლის:

„ზუგ­დი­დე­ლებს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ მშვი­დო­ბი­ან დღე­სა და მშვი­დო­ბი­ან არ­ჩევ­ნებს, ისი­ნი მშვიდ გა­რე­მო­ში მის­ცე­მენ ხმას. მე ხმა მი­ვე­ცი ზუგ­დი­დის გან­ვი­თა­რე­ბას, უკე­თეს მო­მა­ვალს, უფრო კე­თილ­მო­წყო­ბილ ზუგ­დიდს, იმ პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, რაც და­წყე­ბუ­ლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუგ­დი­დე­ლე­ბი ღირ­სე­ულ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბენ. გან­წყო­ბა ბრწყინ­ვა­ლეა და ხალ­ხის, ზუგ­დი­დე­ლე­ბის გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ორ­თაბ­რძო­ლა­ში გა­ვი­მარ­ჯვებთ.

მო­ლო­დი­ნია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ივ­ლის, რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ღვე­ვებს, ყვე­ლა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა და ყვე­ლა ფაქ­ტი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა, რო­მე­ლი მხა­რის ჩა­დე­ნი­ლიც არ უნდა იყოს, რა­ზეც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გან­ცხა­დე­ბა უკვე გა­ა­კე­თა“, - გა­ნა­ცხა­და შენ­გე­ლი­ამ.

მან გა­ი­მე­ო­რა მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რომ მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბის შემ­თხვე­ვა­ში „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ზუგ­დიდ­ში პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი აქვს.

ზუგ­დიდ­ში მე­რის არ­ჩევ­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, "ზუგ­დიდ­ში ფიქ­სირ­დე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩევ­ლე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს დესტრუქ­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე":

"ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერ­თმა მხა­რემ სცა­და პრო­ცეს­ში ხე­ლოვ­ნუ­რად არე­უ­ლო­ბის შე­ტე­ნა, რაც არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა. დღეს ზუგ­დიდ­ში ფიქ­სირ­დე­ბა მათი ამომ­რჩევ­ლე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს დესტრუქ­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე. ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა მათი, არა­მედ სა­მარ­თალ­დამ­ცე­ლი უწყე­ბე­ბის ფუნ­ქცი­აა.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე და თავი შე­ი­კა­ვონ ამ­გვარ გა­დაც­დო­მებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­გან, ხოლო სა­მარ­თლამ­და­ცავ ორ­გა­ნო­ებს მო­ვუ­წო­დებ, მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში და დარ­ღვე­ვე­ვის გა­რე­შე წარ­მარ­თვა“, - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის არ­ჩევ­ნებ­ზე რა­ი­მე სა­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაც­დო­მა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და ყვე­ლა ოლ­ქში არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მინ­და მო­ვუ­წო­დო ამომ­რჩე­ველს აქ­ტი­უ­რო­ბი­სა­კენ. მა­ღა­ლი ატი­ვო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დას­რულ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვარ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აირ­ჩე­ვენ ღირ­სე­ულ მა­ჟო­რი­ტა­რებს, ღირ­სე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რებს და ღირ­სე­ულ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებს," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, შსს-ს სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ზუგ­დიდ­ში იმ რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც უწყე­ბა აფიქ­სი­რებს.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დღე­ვან­დელ დღეს იმ რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აფიქ­სი­რებს, სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ზუგ­დიდ­ში არის ზედ­მე­ტი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტოა ამ ქა­ლა­ქის­თვის და სა­ერ­თოდ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის­თვის, ამი­ტომ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ზუგ­დიდ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არის საკ­მა­ოდ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უპ­რე­ცე­დენ­ტო ძა­ლე­ბი არ არის ზუგ­დიდ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ზუგ­დიდ­ში არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი დამ­კვირ­ვე­ბელ­თა უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა. სწო­რედ ამა­ზე პა­სუ­ხის სა­ხით არის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ის ძა­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ მარ­თლწეს­რი­გი იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და რაც მთა­ვა­რია, წყნარ, მშვიდ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო გა­რე­მო­ში მივ­ცეთ ჩვენს ზუგ­დი­დე­ლებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა ხდება ზუგდიდში, სადაც დღეს ახალ მერს ირჩევენ - კანდიდატების კომენტარები და ხელისუფლების მოლოდინი

რა ხდება ზუგდიდში, სადაც დღეს ახალ მერს ირჩევენ - კანდიდატების კომენტარები და ხელისუფლების მოლოდინი

დღეს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

განსაკუთრებული მობილიზაციაა სამეგრელოში, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს გიორგი შენგელიას, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უპირისპირდება. მერობის კანდიდატებმა უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, მან ხმა ნათელ, ევროპულ მომავალს მისცა.

„ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლის, ნეპოტიზმის ნაცვლად მთავარია ადამიანებზე ზრუნვა. სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. მის უკან დგას მთელი ქვეყანა. მე ხმა მივეცი ასევე ნათელ, ევროპულ მომავალს“, - განაცხადა რულოვსმა და დასძინა, რომ ის ზუგდიდელი ამომრჩევლების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

„ამას ვნახავთ ამ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად ჩატარდება დღევანდელი არჩევნები. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მთელი ქვეყნის, არა მარტო ზუგდიდის. მთელი ქვეყნის მოლოდინია ზუგდიდის არჩევნების შედეგი. ზუგდიდის არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა“, - განაცხადა რულოვსმა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ოჯახთან ერთად მივიდა ზუგდიდის N28 სააარჩევნო უბანზე. გიორგი შენგელიას თქმით, აქვს მოლოდინი, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის:

„ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან დღესა და მშვიდობიან არჩევნებს, ისინი მშვიდ გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს, უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტების გაგრძელებას, რაც დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა ბრწყინვალეა და ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ.

მოლოდინია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რაც შეეხება დარღვევებს, ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესაბამისი რეაგირება იქნება და ყველა ფაქტი აღმოიფხვრება, რომელი მხარის ჩადენილიც არ უნდა იყოს, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა“, - განაცხადა შენგელიამ.

მან გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაღალი აქტივობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში პირველივე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.

ზუგდიდში მერის არჩევნებს ეხმაურებიან ხელისუფლებაშიც. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, "ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე":

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტენა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არა მათი, არამედ სამართალდამცელი უწყებების ფუნქციაა.

შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან, ხოლო სამართლამდაცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევევის გარეშე წარმართვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნებზე რაიმე სახის სერიოზული გადაცდომა არ დაფიქსირებულა და ყველა ოლქში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

"მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. მაღალი ატივობის პირობებში შესაძლებელია ყველა საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. მე დარწმუნებული, ვარ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ ღირსეულ მაჟორიტარებს, ღირსეულ მუნიციპალიტეტების მერებს და ღირსეულ საკრებულოს წევრებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შსს-ს საპოლიციო ძალების მობილიზება ზუგდიდში იმ რისკებიდან გამომდინარეობს, რომელსაც უწყება აფიქსირებს.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. სწორედ ამაზე პასუხის სახით არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის ძალები მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ მართლწესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულო გარემოში მივცეთ ჩვენს ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთების საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები