სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზაზა სარალიძის მიმართვა მისი შვილის მკვლელობის საქმის მოსამართლეს
ზაზა სარალიძის მიმართვა მისი შვილის მკვლელობის საქმის მოსამართლეს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. სა­რა­ლი­ძის მი­მარ­თვას მისი ად­ვო­კა­ტი ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, შსს და პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ არ არი­ან ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რა მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს გა­ი­ტა­ნოს პირ­ვან­დე­ლი ბრალ­დე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. სა­რა­ლი­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­სა­მარ­თლო არ მო­ექ­ცე­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ზაზა სა­რა­ლი­ძის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე­ნო, მოგ­მარ­თავთ გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ ვარ ცნო­ბი­ლი მხა­რედ და არ მეძ­ლე­ვა სი­ტყვის თქმის უფ­ლე­ბა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ჩემ­თვის, ვუს­მი­ნო რო­გორ ცდი­ლო­ბენ საქ­მის არას­წო­რად წარ­მარ­თვას და ხმა არ ამო­ვი­ღო. რო­გორ ცდი­ლო­ბენ საქ­მი­დან უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მო­ვი­დეს ძი­რი­თა­დი დამ­ნა­შა­ვე, უფრო მე­ტიც ძი­რი­თად სან­დო მოწ­მედ წარ­მო­ა­ჩი­ნონ.

რო­დე­საც და­ი­წყო ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, აქ­ტი­უ­რად ვხვდე­ბო­დი ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებს, ვი­ღებ­დი მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა და­მედ­გი­ნა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი. ასე­ვე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ­დი თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის­თვის. ვი­ნა­ი­დან გა­მაჩ­ნდა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­დან­ვე აშ­კა­რად ჩან­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ხელს აფა­რებ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ­ლებ­მაც, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ უშუ­ა­ლოდ მი­ა­ყე­ნეს ჭრი­ლო­ბე­ბი ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და ამ პირ­თა მიერ თა­ვი­დან­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან.

რა თქმა უნდა, ვი­ნა­ი­დან ვხე­დავ­დი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, მქონ­და პრო­ტეს­ტი ბრალ­დე­ბის მხა­რის მი­მართ, რა­საც ხში­რად ვაჟ­ღე­რებ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ით. თუმ­ცა არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, რო­დე­საც უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩემი და­კი­თხვა, პრო­კუ­რო­რებ­მა და­მა­ი­მე­დეს, რომ მოწ­მე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მა­ინც და­ი­წყებ­დნენ სი­მარ­თლის თქმას და პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­ირ­კვე­ო­და სრუ­ლი სი­მარ­თლე.

სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის დროს არა­თუ გაღ­რმავ­და ჩემი ეჭ­ვე­ბი, არა­მედ 100%-ით დავ­რწმუნ­დი, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ეს საქ­მე ისე აქვს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, რომ და­ი­ფა­როს სი­მარ­თლე და რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­და­ურჩნენ სას­ჯელს. ბრალ­დე­ბის მხა­რე ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­აბ­რა­ლოს ორ ადა­მი­ანს და მიჩ­ქმა­ლოს იმ პირ­თა და­ნა­შა­უ­ლი, ვინც ასე­ვე მათ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა!

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვარ იუ­რის­ტი, ჩემი თვა­ლით ვხე­დავ, რო­გორ ცვლი­ან მოწ­მე­ე­ბი ჩვე­ნე­ბებს, რო­გორ აძ­ლე­ვენ სა­სა­მარ­თლოს ცრუ ჩვე­ნე­ბებს, რო­გორ და­უ­ჯე­რე­ბელ ვერ­სი­ებს იგო­ნე­ბენ. ჩემი თვა­ლით ვხე­დავ რო­გორ ცდი­ლობს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ფა­როს სი­მარ­თლე და ფაქ­ტი­უ­რად გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე წარ­მო­გი­ჩი­ნოთ კარ­გად გა­მო­ძი­ე­ბულ საქ­მედ. ჩემი თვა­ლით ვხე­დავ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხუ­ლი მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის და­ჯე­რე­ბა ყვე­ლა ნორ­მა­ლურ, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პრო­კუ­რო­რი კი, ამ ყვე­ლა­ფე­რის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბას (რო­მე­ლიც და­ხუ­რუ­ლი სხდო­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას სამ­წუ­ხა­როდ თვალს ვერ ადევ­ნებს) ნა­ცარს აყ­რის სა­ხე­ში და ატყუ­ებს თით­ქოს ბრალ­დე­ბის ვერ­სია მტკიც­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში.

ნაც­ვლად იმი­სა რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობ­დეს სი­მარ­თლის დად­გე­ნა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობს ორი ბრალ­დე­ბუ­ლის დას­ჯით გა­და­ფა­როს სხვე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი - ჩემი შვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა!

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლებს (გ.ჯ.და გ.ბ) პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობს სხვა პი­რე­ბის (რომ­ლე­ბიც არ არი­ან დას­ჯი­ლი) ნა­მოქ­მე­და­რიც მათ მი­ა­წე­როს. მე­ო­რე მხრივ, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­იმ­სუ­ბუ­ქონ მდგო­მა­რე­ო­ბა და საქ­მე თავ­დაც­ვით გა­ა­მარ­თლონ. არა ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე­ნო, ეს იყო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი მხო­ლოდ ერთი პი­რია სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­დგე­ნი­ლი (და­ვით სა­რა­ლი­ძის ეპი­ზოდ­ში). ჩემი მი­ზა­ნია, ყვე­ლა პირი და­ი­სა­ჯოს მათი ქმე­დე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად.

მე არ მსურს, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის სული და­ვამ­ძი­მო პი­რის იმა­ზე მძი­მედ დას­ჯით ვიდ­რე ის იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ არც იმას და­ვუშ­ვებ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან, და­უს­ჯე­ლი დარ­ჩნენ!

სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ დღე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა არ არი­ან ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, პრო­კუ­რა­ტუ­რა მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობს გა­ი­ტა­ნოს პირ­ვან­დე­ლი ბრალ­დე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, მაქვს იმე­დი, რომ სა­სა­მარ­თლო არ მო­ექ­ცე­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. მაქვს იმე­დი, რომ თქვე­ნი გა­ნა­ჩე­ნით არ გა­ი­ზი­ა­რებთ პრო­კუ­რო­რე­ბის მიერ გა­მო­გო­ნილ ვერ­სი­ებს და გა­დად­გამთ ნა­ბიჯს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ.

ვფი­ცავ ჩემი შვი­ლის სულს, რომ მე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ და მი­ვაღ­წევ იმას, რომ და­ი­სა­ჯონ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი მონ­დო­მე­ბით მფარ­ვე­ლო­ბენ და რომ­ლე­ბიც დღეს გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან!

გთხოვთ რომ იყოთ პრინ­ცი­პუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ა­ფა­სოთ ის მა­სა­ლე­ბი და ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია საქ­მე­ში. გთხოვთ, რო­გორც მო­სა­მარ­თლემ, თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ზე ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად და სა­ბო­ლო­ოდ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად.

მე ბრძო­ლას სა­ბო­ლოო მიზ­ნის მიღ­წე­ვამ­დე არ შევ­წყვეტ!“ - აცხა­დებს ზაზა სა­რა­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზაზა სარალიძის მიმართვა მისი შვილის მკვლელობის საქმის მოსამართლეს

ზაზა სარალიძის მიმართვა მისი შვილის მკვლელობის საქმის მოსამართლეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს. სარალიძის მიმართვას მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.

როგორც ზაზა სარალიძე აღნიშნავს, შსს და პროკურატურა ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ არ არიან ადეკვატურები და პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. სარალიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ.

„ინტერპრესნიუსი“ ზაზა სარალიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.

როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავეებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.

სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტიურად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფერის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.

ნაცვლად იმისა რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების გამოაშკარავებას, პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული - ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!

რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორე მხრივ, თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია, ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად.

მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელი დარჩნენ!

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.

ვფიცავ ჩემი შვილის სულს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!

გთხოვთ რომ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.

მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!“ - აცხადებს ზაზა სარალიძე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს