17-18 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებით, 18 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა +34, +39, სანაპირო რაიონებში +30, +35, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +27, +32 გრადუსამდე მოიმატოს.
19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, შედარებით აგრილდება, ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.
18-19 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 20 მაისს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს +30, +35, ხოლო 20 მაისს +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +30, +32, ხოლო 20 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.