სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში
"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში

თურ­ქეთ­ში ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის იდენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა ერთ-ერთი მწვა­ვე და მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რმა ქარ­თველ­მა ეთ­ნი­კუ­რი იდენ­ტო­ბა შე­იც­ვა­ლა - თურ­ქე­ბად იქ­ცნენ. უმე­ტე­სო­ბის ეთ­ნი­კუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა გა­ო­რე­ბუ­ლია, რად­გან ეს პრობ­ლე­მა მჭიდ­რო­დაა ენის ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი ენა ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწრა­ფად იკარ­გე­ბა, რა­საც რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. რო­გორც ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, ენის და­კარ­გვის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი - დიდ ქა­ლა­ქებ­ში მიგ­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც უკვე თით­ქმის ყვე­ლა ოჯახს შე­ე­ხო. მე­ო­რე მი­ზე­ზად კი პრო­ფე­სო­რი სა­ყო­ველ­თაო სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას ასა­ხე­ლებს.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კურ იდენ­ტო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით კი­დევ გან­სა­ზღვრავს თა­მარ მე­ფის ხსოვ­ნა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია გად­მო­ცე­მე­ბი, რომ „გურ­ჯე­ბის მე­თა­ვე“ „თა­მარ დე­დო­ფა­ლი“ არ­ტა­ნუჯს იდგა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ ყვე­ლა ცი­ხის მშე­ნებ­ლო­ბას თა­მარ მე­ფეს მი­ა­წე­რენ. ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მებ­თან ნე­გა­ტი­უ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აგ­რეთ­ვე მი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გურ­ჯე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან არი­ან გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. მურ­ღულ­ში ჩა­წე­რი­ლი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლით, ხე­ო­ბის თა­ვა­და­პირ­ვე­ლი მკვიდ­რნი „ჯი­ნოვ­ზი­ე­ბი“ ყო­ფი­ლან: „აქ ყო­ფი­ლან ჯი­ნოვ­ზი­ე­ბი. რა ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, არ ვიცი. აქა­უ­რე­ბი სულ ბა­თუ­მი­დან არი­ან მო­სულ­ნი“.

ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი თურ­ქეთ­თან სა­ზღვრის გახ­სნა­მაც შე­ას­რუ­ლა. ერთ-ერთი მთხრო­ბე­ლის თქმით, „ჩემ­მა ბღარ­ჭებ­მა ქარ­თუ­ლი არ იცოდ­ნენ, კარი გა­იხ­სნა, იმის მერე დე­ის­წავ­ლეს“. მე­ო­რე მთხრო­ბე­ლი სო­ფელ ქლას­კუ­რი­დან ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩვენ და­ვი­წყე­ბუ­ლი გვქონ­და ქარ­თუ­ლი, სა­ზღვა­რი რომ არ გახ­სნი­ლი­ყო.

ქარ­თველ­თა იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რაც მხო­ლოდ მათ ჰქონ­დათ და რი­თაც ისი­ნი სხვე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ - მა­გა­ლი­თად, ცეკ­ვა „ფერ­ხუ­ლი“ შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს. ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ახა­ლი წლის ტრა­დი­ცი­აც.

რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი:

- სო­ფელ ბუ­ჯურ­ში ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, 6 კომ­ლი ლა­ზიც ცხოვ­რობს - „ჭა­ნუ­რი არა­ვინ იცის. უფ­რო­სე­ბი ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ. ქმრის დე­დამ კი იცო­და ჭა­ნუ­რი, მაგ­რამ შვი­ლებ­მა არ იცოდ­ნენ,“ - გვე­უბ­ნე­ბა მთხრო­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ სე­ზო­ნურ მუ­შებს, აჭარ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იქ თხი­ლის კრე­ფა­ზე მუ­შა­ო­ბენ: „ბა­თუ­მე­ლებ­მა ჩემი თხი­ლი ოთხ დღე­ში ოთხმა კაც­მა მოკ­რი­ფა. ჩვენც დე­ვეშ­ვე­ლე­ნით. ჩემი ბი­ჭიც აქ იყო. ერთი თვე აქ არი­ან. მერე სხვას­თან კრე­ფენ“.

სო­ფელ თხი­ლა­ზურ­ში მცხოვ­რე­ბი აჰ­მედ თაფ­ლა­ძის (46 წლის) ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სკო­ლა­ში რომ წავ­დი, მარ­ტო ქარ­თუ­ლი ვი­ცო­დი. გურ­ჯებ­მა არა­ვინ იცო­და თურ­ქუ­ლი. ბღარ­ჭებ­მა თურ­ქუ­ლი რომ არ იცოდ­ნენ, მას­წავ­ლე­ბე­ლი ბღავ­და (უყ­ვი­რო­და - რ.თ.). ზარი რომ და­ი­რე­კე­ბო­და ოქულ­ში, მა­შინ ბავ­შვე­ბი ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით. ახლა ქალ­თან გურ­ჯუ­ლად ვლა­პა­რა­კობ, ბავ­შვებ­თან - თურ­ქუ­ლად.

ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მა­სა­ლა პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს თურ­ქე­თის ამ რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი ენის სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ენის და­კარ­გვი­დან ეთ­ნი­კუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გვამ­დე არც თუ ისე დიდი მან­ძი­ლია.

იდენ­ტო­ბის თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­ტო­რი­ის თა­ვი­სე­ბუ­რი ცოდ­ნა. მა­გა­ლი­თად, სო­ფელ ტრა­პენ­ში ერთ-ერ­თმა მთხრო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „არ­ტა­ნუ­ჯი 500 წელი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი. არ­ტა­ნუ­ჯის ად­გი­ლის ყვე­ლა სა­ხე­ლე­ბი ქარ­თუ­ლია“.

ქარ­თვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა ქა­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ტრა­პე­ნე­ლი მთხრო­ბე­ლის თქმით, „ქარ­თვე­ლი ქალი ოჯახ­ში იქ­ნე­ბა, ყა­ნა­ში არ ვარ­გა“. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­შიც ხე­და­ვენ: „ქარ­თვე­ლი კაცი სად ნადი იქ­ნე­ბა და იქ წავა - ნადი დახ­მა­რე­ბაა. ნა­დის დროს სიმ­ღე­რას „ჯივ­ლე­ლო ნა­ნაი“ იტყოდ­ნენ. ნადი სი­მინ­დის მო­ტეხ­ვის დროს, პუ­რის ჭრა­ში იცოდ­ნენ, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დროს“.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ეთ­ნი­კუ­რო­ბა­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­თურ­ქე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. გა­თურ­ქე­ბულ ქარ­თვე­ლებს ისი­ნი „გა­დატ­რი­ა­ლე­ბულ ქარ­თვე­ლებს“ უწო­დე­ბენ. მთხრო­ბე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „ათა­თურ­ქო­ბის დროს გა­დატ­რი­ალ­დნენ. მე მო­ვეს­წა­რი, ბე­რებ­მა იცოდ­ნენ გურ­ჯი­ჯა“.

არ შე­იძ­ლე­ბა არ შე­ვე­ხოთ სამ­ხრეთ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ტო­რი­უ­ლად არ­სე­ბულ ქარ­თულ-სომ­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ირ­კვე­ვა, რომ აქა-იქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­ბი ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ და მათ სომ­ხუ­რი სა­ერ­თოდ არ იცოდ­ნენ: „ერ­მენ­ლე­ბი რა­ბათ­ში ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ, ცოტა-ცოტა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლად. მათი ენა აქა­უ­რი ქარ­თუ­ლი იყო“.

ქარ­თვე­ლო­ბის თურ­ქო­ბით შეც­ვლის თე­მას ზო­გი­ერ­თი მთხრო­ბე­ლი ასე ეხ­მა­უ­რე­ბა - „ათა­თურ­ქის დროს გავ­ხდით თურ­ქი. ადრე ქარ­თვე­ლი ვი­ყავთ, ბა­თუმ­ცა მიბ­მუ­ლი ვყო­ფილ­ვართ“.

ქარ­თვე­ლე­ბი იმი­თაც გა­ნას­ხვა­ვე­ბენ თავს სხვე­ბის­გან, რომ ისი­ნი უბ­რა­ლოდ თავს არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნე­ბენ: „ჩვენ აქა­უ­რი მა­მა­ლი ვართ. მა­მა­ლი იმას ნიშ­ნავს, რომ თავს არა­ვის და­ვუ­დებთ. კუდ­ზე თუ და­მად­გა, მორ­ჩა საქ­მე“. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი მა­სა­ლა უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ. დევ­სქე­ლი­სა და ქლას­კუ­რის ხე­ო­ბებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს რო­დე­საც ვკი­თხეთ: 1946 წელს თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ტა­ნუ­ჯე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ბურ­სა­ში გა­და­ა­სახ­ლა იმის გამო, რომ სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­დნენ. თქვენ უფრო ახ­ლოს ცხოვ­რობთ სა­ზღვარ­თან, რო­გორ გა­დარ­ჩით-მეთ­ქი? პა­სუ­ხი ასე­თი იყო: „ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ვი­ყა­ვით. თი­თო­ე­ულს 5 ია­რა­ღი მა­ინც გვქონ­და. ახ­ლაც ასეა. ჩვენ გა­სახ­ლე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ტყე­ში გა­ვე­დით. ჯარი გვეს­რო­და და ჩვენც ტყი­დან ვეს­რო­დით. სამი თვე ვე­რა­ფერს გახ­დნენ. და თავი დაგ­ვა­ნე­ბეს“.

ეს არის ის, რაც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ და რაც ჩვე­ნი კვლე­ვი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბი გახ­ლავთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aniiii
0

moitxovon kartuli skola ak tu aris turkuli skolebi ik rato ar unda ikos,mashni sakartveloshic daixuros kvela turkuli skolebi.sxvanairad verfers mivagcevt.

mariami
0

დიდი სიამოვნებით წავიდოდი ქართული ენის სასწავლებლად, რომ იქაურმა ქართველებმა კარგად შეისწავლონ მშობლიური ენა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში

"ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად" - როგორ იშლება ქართული იდენტობა კლარჯეთის თანამედროვე მოსახლეობაში

თურქეთში ეთნიკური ქართველების იდენტობის პრობლემა ერთ-ერთი მწვავე და მტკივნეული საკითხია. დროთა განმავლობაში ბევრმა ქართველმა ეთნიკური იდენტობა შეიცვალა - თურქებად იქცნენ. უმეტესობის ეთნიკური ცნობიერება გაორებულია, რადგან ეს პრობლემა მჭიდროდაა ენის ცოდნასთან დაკავშირებული. ქართული ენა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწრაფად იკარგება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვიამბობს, ენის დაკარგვის პირველი მიზეზი - დიდ ქალაქებში მიგრაციაა, რომელიც უკვე თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. მეორე მიზეზად კი პროფესორი საყოველთაო სასკოლო განათლებას ასახელებს.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, ქართველთა ეთნიკურ იდენტობას ჯერჯერობით კიდევ განსაზღვრავს თამარ მეფის ხსოვნა. შემორჩენილია გადმოცემები, რომ „გურჯების მეთავე“ „თამარ დედოფალი“ არტანუჯს იდგა. საყურადღებოა ისიც, რომ ყველა ციხის მშენებლობას თამარ მეფეს მიაწერენ. ქართული ცნობიერების პრობლემებთან ნეგატიურადაა დაკავშირებული აგრეთვე მითები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე გურჯები საქართველოდან არიან გადასახლებულები. მურღულში ჩაწერილი ეთნოგრაფიული მასალით, ხეობის თავადაპირველი მკვიდრნი „ჯინოვზიები“ ყოფილან: „აქ ყოფილან ჯინოვზიები. რა ენაზე ლაპარაკობდნენ, არ ვიცი. აქაურები სულ ბათუმიდან არიან მოსულნი“.

ქართული ცნობიერებისა და ქართული ენის შენარჩუნებაში გარკვეული როლი თურქეთთან საზღვრის გახსნამაც შეასრულა. ერთ-ერთი მთხრობელის თქმით, „ჩემმა ბღარჭებმა ქართული არ იცოდნენ, კარი გაიხსნა, იმის მერე დეისწავლეს“. მეორე მთხრობელი სოფელ ქლასკურიდან ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყებული გვქონდა ქართული, საზღვარი რომ არ გახსნილიყო.

ქართველთა იდენტობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი იყო ტრადიციები, ის ტრადიციები, რაც მხოლოდ მათ ჰქონდათ და რითაც ისინი სხვებისგან განსხვავდებოდნენ - მაგალითად, ცეკვა „ფერხული“ შეიძლება დასახელდეს. ქართველებს განსაკუთრებული ჰქონდათ ახალი წლის ტრადიციაც.

როლანდ თოფჩიშვილი:

- სოფელ ბუჯურში ქართველებთან ერთად, 6 კომლი ლაზიც ცხოვრობს - „ჭანური არავინ იცის. უფროსები ქართულად ლაპარაკობენ. ქმრის დედამ კი იცოდა ჭანური, მაგრამ შვილებმა არ იცოდნენ,“ - გვეუბნება მთხრობელი. ქართული ენისა და ქართული ცნობიერების შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი აქვთ საქართველოდან ჩასულ სეზონურ მუშებს, აჭარლები ძირითადად იქ თხილის კრეფაზე მუშაობენ: „ბათუმელებმა ჩემი თხილი ოთხ დღეში ოთხმა კაცმა მოკრიფა. ჩვენც დევეშველენით. ჩემი ბიჭიც აქ იყო. ერთი თვე აქ არიან. მერე სხვასთან კრეფენ“.

სოფელ თხილაზურში მცხოვრები აჰმედ თაფლაძის (46 წლის) ინფორმაციით, „სკოლაში რომ წავდი, მარტო ქართული ვიცოდი. გურჯებმა არავინ იცოდა თურქული. ბღარჭებმა თურქული რომ არ იცოდნენ, მასწავლებელი ბღავდა (უყვიროდა - რ.თ.). ზარი რომ დაირეკებოდა ოქულში, მაშინ ბავშვები ქართულად ვლაპარაკობდით. ახლა ქალთან გურჯულად ვლაპარაკობ, ბავშვებთან - თურქულად.

ბუნებრივია, ეს მასალა პირდაპირ მიუთითებს თურქეთის ამ რეგიონში ქართული ენის სავალალო მდგომარეობაზე. ენის დაკარგვიდან ეთნიკური ცნობიერების დაკარგვამდე არც თუ ისე დიდი მანძილია.

იდენტობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისტორიის თავისებური ცოდნა. მაგალითად, სოფელ ტრაპენში ერთ-ერთმა მთხრობელმა აღნიშნა, რომ „არტანუჯი 500 წელი იყო საქართველოს დედაქალაქი. არტანუჯის ადგილის ყველა სახელები ქართულია“.

ქართველობის სიმბოლოა ქალისადმი დამოკიდებულება. ტრაპენელი მთხრობელის თქმით, „ქართველი ქალი ოჯახში იქნება, ყანაში არ ვარგა“. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. საქართველოს ქართულ ტრადიციებშიც ხედავენ: „ქართველი კაცი სად ნადი იქნება და იქ წავა - ნადი დახმარებაა. ნადის დროს სიმღერას „ჯივლელო ნანაი“ იტყოდნენ. ნადი სიმინდის მოტეხვის დროს, პურის ჭრაში იცოდნენ, სახლის მშენებლობის დროს“.

საყურადღებოა, ეთნიკურობაშენარჩუნებული ქართველების დამოკიდებულება გათურქებული ქართველების მიმართ. გათურქებულ ქართველებს ისინი „გადატრიალებულ ქართველებს“ უწოდებენ. მთხრობელები აღნიშნავენ, რომ „ათათურქობის დროს გადატრიალდნენ. მე მოვესწარი, ბერებმა იცოდნენ გურჯიჯა“.

არ შეიძლება არ შევეხოთ სამხრეთ დასავლეთ საქართველოში ისტორიულად არსებულ ქართულ-სომხურ ურთიერთობებს. ირკვევა, რომ აქა-იქ განსხვავებული სომხები ქართულად ლაპარაკობდნენ და მათ სომხური საერთოდ არ იცოდნენ: „ერმენლები რაბათში ქართულად ლაპარაკობდნენ, ცოტა-ცოტა გაგრძელებულად. მათი ენა აქაური ქართული იყო“.

ქართველობის თურქობით შეცვლის თემას ზოგიერთი მთხრობელი ასე ეხმაურება - „ათათურქის დროს გავხდით თურქი. ადრე ქართველი ვიყავთ, ბათუმცა მიბმული ვყოფილვართ“.

ქართველები იმითაც განასხვავებენ თავს სხვებისგან, რომ ისინი უბრალოდ თავს არავის დააჩაგვრინებენ: „ჩვენ აქაური მამალი ვართ. მამალი იმას ნიშნავს, რომ თავს არავის დავუდებთ. კუდზე თუ დამადგა, მორჩა საქმე“. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მასალა უნდა გავიხსენოთ. დევსქელისა და ქლასკურის ხეობებში ადგილობრივებს როდესაც ვკითხეთ: 1946 წელს თურქეთის ხელისუფლებამ არტანუჯელი ქართველები ბურსაში გადაასახლა იმის გამო, რომ საზღვართან ახლოს ცხოვრობდნენ. თქვენ უფრო ახლოს ცხოვრობთ საზღვართან, როგორ გადარჩით-მეთქი? პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ ქართველები ყველანი შეიარაღებულ ვიყავით. თითოეულს 5 იარაღი მაინც გვქონდა. ახლაც ასეა. ჩვენ გასახლებასაც აპირებდნენ, მაგრამ ყველანი ტყეში გავედით. ჯარი გვესროდა და ჩვენც ტყიდან ვესროდით. სამი თვე ვერაფერს გახდნენ. და თავი დაგვანებეს“.

ეს არის ის, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ და რაც ჩვენი კვლევისა და დაკვირვების შედეგები გახლავთ.

"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

ყველაზე გაუგებარი მიშენებები საქართველოსა და უცხოეთში - ფოტოები

გარდაიცვალა რეჟისორი კახა კახაბრიშვილი