ავტორი:

ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა

ქარელში, იმ სახლის ადგილას, რომელიც "ბოროტი ძალების" გამო დაანგრიეს, ეკლესიის საძირკველი ეკურთხა

სოფელ საღოლაშენში, სადაც ხარაზიშვილების ოჯახმა ნატაძრალ ადგილზე აშენებული საკუთარი სახლი დაანგრია, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა ეკლესიის საძირკველი აკურთხა.

ნასახლარზე ტაძარი აშენდება, რომელიც წმინდა ეკატერინეს სახელობის იქნება. ოჯახის წევრების თქმით, სწორედ აღნიშნული წმინდანი ეცხადებოდათ მათ პერიოდულად და ნატაძრალზე აშენებული სახლის დატოვებას სთხოვდა.

"უფლის შეწევნით, ამ ადგილზე, სადაც არსებული ისტორიული ცნობებით ადრეც ტაძარი ყოფილა, ეკლესია კვლავ აშენდება. მეუფე იობმა აკურთხა საძირკველი, რამდენიმე დღეში კი, უკრაინიდან ჩამოაბრძანებენ წმინდა ეკატერინეს ხატს, რომელშიც ჩაბრძანებულია წმინდანის ძვლის წმინდა ნაწილები“, - განაცხადა საღოლაშენის ეკლესიის წინამღვარმა მამა იაკობმა.

სახლი, რომელიც ხარაზიშვილებმა თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, საკუთარი ხელით მას შემდეგ დაანგრიეს, რაც ოჯახში უჩვეულო მოვლენები დაიწყო.

"ძალიან რთულია, მიიღო საკუთარი საცხოვრებელი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ჩემი შვილიც და მეუღლეც ძალზე ცუდად იყვნენ. ჩვენი სახლი ეკლესიიის ადგილზე იყო აშენებული და ამ ადგილზე ისევ ტაძარი აიგება“, - ამბობს რაჯი ხარაზიშვილი.

"მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ბოროტი ძალა მესაუბრებოდა - ეშმაკი, საშინელ დღეში მაგდებდა, სანთელი, ეკლესია, ლოცვა შემძულდა, მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა, ხატები დამელეწა, მამაოს ვუყვიროდი და ვაიძულებდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა, პარალელურად, ხილვები მქონდა - წმინდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო.

ახლა ყველაფერი კარგადაა, ოჯახში ყველაფერი დალაგდა, მას შემდეგ, რაც სახლი დავანგრიეთ, ტერიტორია ეპარქიას გადავეცით და ახალი ეკლესიის საძირკველი ეკურთხა, ბრძოლებიც გაქრა, სხვა შემთხვევაში, საშინელი რეაქცია მექნებოდა მეუფის დანახვაზე“, - ამბობს ლალი მღებრიშვილი.

ძველი ტაძრის ოთხკუთხა ქვებს, სვეტებს და თაღოვანი სარკმლის ფრაგმენტებს, რომლებიც სახლის ნგრევისას კედლებში ჩატანებული აღმოაჩინეს, ახალი ეკლესიის მშენებლობისას გამოიყენებენ.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ