ავტორი:

ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი 5 დღის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი 5 დღის ამინდის პროგნოზი

13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს.

ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს მონაცემებით, 15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 13-14 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი