სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ
რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ვა­ზი­ა­ნის ბა­ზა­ზე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, რი­გი­თი ვლა­დი­მერ მა­ხა­თა­ძის (29.10.1994) გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის და­სავ­ლეთ სარ­დლო­ბის მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე 12 მა­ისს, ვა­ზი­ა­ნის სა­ვე­ლე წვრთნე­ბის ბა­ზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ამ ეტაპ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლომ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მკვიდ­რია. ვა­ლო­დი მა­ხა­თა­ძე სო­ფელ შუ­ამ­თა­ში ცხოვ­რობ­და. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ჯარ­ში რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მსა­ხუ­რობ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს დღეს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჯა­რის­კაც­მა თავი მო­იკ­ლა. ახ­ლობ­ლებს და მე­ზობ­ლებს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რათ. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. ჯა­რის­კაცს ოჯახ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს - ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ვალოდი მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა. ახლობლების ინფორმაციით, ის ჯარში რამდენიმე თვეა, რაც მსახურობდა.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. ჯარისკაცს ოჯახში, სავარაუდოდ, დღეს გადაასვენებენ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?