სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე
"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე

სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 3 მა­ისს მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კი ამ ეტაპ­ზე ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთ-ერთი მათ­გა­ნი, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 3 მა­ისს მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის იმ ეტაპ­ზე ცნო­ბილ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მცხოვ­რე­ბი ო.გ., რო­მელ­ზეც მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ მან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა - შვილს, რძალს და ორ მე­ზო­ბელს, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და სხვა პი­რებ­საც. ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­ზობ­ლებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­შიც და­ა­დას­ტუ­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან კი ამ ეტაპ­ზე ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთ-ერთი მათ­გა­ნი. ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­მო­ძი­ე­ბას და­მა­ტე­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­ში და სო­ფელ ყან­და­უ­რას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებს, ო.გ.-ს მე­ო­რე შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის შე­საძ­ლოა იყოს ამ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში, გან­ვმარ­ტავთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში და­ფიქ­სირ­და, რომ ო.გ.-ს - მე­ო­რე შვილ­მა 1 მა­ისს, ანუ ტრა­გე­დი­ამ­დე 2 დღის ადრე გა­ნუ­ცხა­და ოჯახს, რომ რუ­სეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, თუმ­ცა მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თა არ უფიქ­სირ­დე­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით, ის არ გა­მო­სუ­ლა მათ­თან კონ­ტაქ­ტზე და მათ არ აქვთ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მის ად­გილ-სამ­ყო­ფელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მელ­თა დას­კვნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას მის­ცემს გა­მო­ძი­ე­ბას, საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ფარ­გლებ­ში ყან­და­უ­რა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდის მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას" - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ომარ გამ­ყრე­ლი­ძის წი­ნაღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 236-ე მუხ­ლი და­ე­მა­ტა, რაც გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას.

სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რის, ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას სა­ვა­რა­უ­დოდ ორი ია­რა­ღია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი - გე­კოს ტი­პის თოფი და ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გარ­და ამი­სა, გამ­ყრე­ლი­ძის სახ­ლის დამ­ხმა­რე სა­თავ­სო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია სა­ნა­დი­რო თოფი, საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბი და მჭი­დი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე

"ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა" - შსს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებზე

სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.

გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს - მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას" - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

საოლქო პროკურორატურის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენისას სავარაუდოდ ორი იარაღია გამოყენებული - გეკოს ტიპის თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, გამყრელიძის სახლის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს