სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს" - როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს" - როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ვი­ნა­ნი­ებ, ვა­ღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს. სა­ბო­ლოო ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ვა­პი­რებ, - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბი­სა და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ფარ­თის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა, სას­ტუმ­რო „მა­მი­დას“ მფლო­ბელ­მა რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­ულ­მა გა­ნა­ცხა­და.

სრუ­ლად აღი­ა­რა წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი სას­ტუმ­როს მე­ი­ჯა­რე ზი­ნა­ი­და ქო­რი­ძე­მაც.

სა­ბო­ლო­ოდ, რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­ულ­სა და ზი­ნა­ი­და ქო­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­ე­ფარ­დათ. რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­ულს 30 000-ლა­რი­ა­ნი, ზი­ნა­ი­და ქო­რი­ძეს კი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.

ისი­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ და­ტო­ვე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნი­კო­ლოზ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 254-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: სას­ტუმ­რო „მა­მი­დას“ მფლო­ბე­ლი, 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. ხ. -მეტ­სა­ხე­ლად „მა­მი­და“, ამა­ვე სას­ტუმ­როს მო­ი­ჯა­რე, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ქ. - მეტ­სა­ხე­ლად „სა­ლო­მე“ და სას­ტუმ­რო „გოლ­დის“ მფლო­ბე­ლი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. დ. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თა­ვი­ანთ კუთ­ვნილ სას­ტუმ­რო­ებ­ში ფართს, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, სის­ტე­მა­ტუ­რად აქი­რა­ვებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 254-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, ასე­ვე, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორი პირი და­ა­კა­ვა. კერ­ძოდ, სას­ტუმ­რო „მა­მი­დას“ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. დ., სას­ტუმ­რო „მზის“ მფლო­ბე­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ა. - მეტ­სა­ხე­ლად „ფისო“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს" - როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

"ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს" - როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.

სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძემაც.

საბოლოოდ, როენა ხუცურაულსა და ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს