სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბავშვები სამხედრო ფორმებით და იარაღით ხელში - აფხაზეთსა და რუსეთის სკოლებში აღლუმები ჩატარდა
ბავშვები სამხედრო ფორმებით და იარაღით ხელში - აფხაზეთსა და რუსეთის სკოლებში აღლუმები ჩატარდა

სა­ცხრა­მა­ი­სოდ, "გა­მარ­ჯვე­ბის დღეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის პი­ა­ტი­გორსკში და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში "სკო­ლამ­დე­ლი ჯა­რის" აღ­ლუ­მე­ბი ჩა­ტარ­და.

პი­ა­ტი­გორსკში 7 მა­ისს გა­მარ­თულ აღ­ლუმ­ში 500-მდე ბავ­შვმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ე­დან­ზე ტან­კის­ტე­ბის, მფრი­ნა­ვე­ბის, მე­ზღვა­უ­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ. ამას გარ­და, ბავ­შვებს ხელ­ში სა­თა­მა­შო ია­რა­ღე­ბი ეჭი­რათ.

აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა, რო­გორც რუ­სეთ­ში, ისე აფხა­ზეთ­ში აზრი ორად გაყო. ერთ ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ფაქ­ტი ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, რად­გან ისი­ნი ეჩ­ვე­ვი­ან ია­რაღს, ომს, სიკ­ვდილს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისეთ რე­გი­ონ­ში, სა­დაც 25 წე­ლია, არც ომია და არც მშვი­დო­ბა. სხვე­ბი კი თვლი­ან, რომ ასე­თი მიდ­გო­მა “პატ­რი­ო­ტიზმს” ამაღ­ლებს...

“ჩვენ ისე­დაც ომს ვუ­ყუ­რებთ ყო­ველ­დღე, რად­გან თითო ოჯახ­ში საკ­მა­რი­სი არ­სე­ნა­ლი ინა­ხე­ბა და ამას ვი­ყე­ნებთ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ... ის რაც აფხა­ზუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის კად­რებ­ში ვნა­ხე - სამ­ხედ­რო ფორ­მებ­ში ჩაც­მუ­ლი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თომ ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობ­დნენ, არის შეც­დო­მა, რო­მე­ლიც ვინ­მეს უნდა გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი იზა ღარცკია ინ­ტერ­ნეტ­ში.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ორად გა­ი­ყო რუ­სეთ­ში მშობ­ლე­ბის აზ­რიც - ზოგ­მა შვილს აღ­ლუ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ა­ღე­ბი­ნა, სხვებ­მა “სა­ბავ­შვო კა­მუფ­ლა­ჟებ­ში“ გა­მო­წყო­ბი­ლი შვი­ლე­ბის უამ­რა­ვი ფოტო ატ­ვირ­თა ინ­ტერ­ნეტ­ში.

“სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის დახ­მა­რე­ბით, ბავ­შვე­ბი უკე­თე­სად გა­ი­გე­ბენ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, რად­გან ადა­მი­ანს ად­რე­ულ ასაკ­ში სჭირ­დე­ბა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ომის გა­რე­შე მშვი­დო­ბას ვერ მო­ი­პო­ვებს" - ამ­ბობს ერთ-ერთი მშო­ბე­ლი.

ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გის ელე­ნა კუზ­ნე­ცო­ვას თქმით, ლა­მის მთელ რუ­სეთ­ში ჩა­ტარ­და “ამაზ­რზე­ნი აღ­ლუ­მი” და არა­ვის უფიქ­რია, რას გა­მო­იწ­ვევ­და ბავ­შვებ­ში ომის რო­მან­ტი­ზე­ბა.

"ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ფილ­მებ­სა და თა­მა­შებს არი­დე­ბენ და ამ საქ­მე­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფე­ბია ჩარ­თუ­ლი, რად­გან იქ ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ზე ვირ­ტუ­ა­ლუ­რი “სიკ­ვდილ­თან თა­მა­ში”, ია­რა­ღი, სის­ხლისღვრა და ძა­ლა­დო­ბა. ჩვენ­თან ეს არ ეს­მით და მერე უკ­ვირთ, რა­ტომ ხდე­ბა ამ­დე­ნი აგ­რე­სია, ძა­ლა­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა, სუ­ი­ცი­დი, ან რა­ტომ აქ­ტი­უ­რო­ბენ “სკი­ნ­ჰე­დე­ბი” ვი­თომ პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბით...” - ამ­ბობს ელე­ნა კუზ­ნე­ცო­ვა.

ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ბავ­შვი თა­მა­შით ვი­თარ­დე­ბა, მისი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლი­ზე­ბა სწო­რედ ასე ხდე­ბა და თუ მას მშო­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ია­რაღს ბა­ღის ასა­კი­დან და­ა­კა­ვე­ბი­ნე­ბენ და შემ­დეგ ტაშს და­უკ­რა­ვენ, კარგ შე­დეგს არ მო­ი­ტანს.

“რო­გორც გა­ირ­კვა, შარ­შა­ნაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა აღ­ლუ­მი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მო­მა­ვალ წელს უფრო მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა... ეს იყო გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ზე­ი­მი ლო­ზუნ­გით: "იქ­ნებ კი­დევ გა­ვი­მე­ო­როთ?" ისე­დაც ამ­ხე­ლა აგ­რე­სია აქვს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გარე სამ­ყა­როს მი­მართ, სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და იმ­დე­ნად დი­დია, მგო­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სას აჭარ­ბებს - თით­ქოს მთე­ლი მსოფ­ლიო ჩვე­ნი მტე­რია... ამ დროს კი ბავ­შვს აძ­ლევ ია­რაღს, დგამ უნი­ჭო შოუს და ეუბ­ნე­ბი, რომ შენი მამა-პა­პაც ასე იბ­რძო­და მშვი­დო­ბის­თვის და შენც იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თო...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შოუ სა­ბავ­შვო იყო და წე­სით, მშვი­დო­ბა­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მას­ში ომის ელე­მენ­ტე­ბი მეტი იყო... რა მოგ­ვი­ტა­ნა ამ ია­რა­ღის დე­მონ­სტრი­რე­ბამ, რამ­დე­ნად დაგ­ვხია უკან, ცოტა თუ ხვდე­ბა...” - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

9 მა­ი­სის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო აღ­ლუ­მე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სე­თის დუ­მის ოჯა­ხის, ბავ­შვთა და ქალ­თა სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­მა­რა პლეტ­ნე­ვამ. მისი თქმით, ბავ­შვე­ბის­თვის ია­რა­ღის ას­ხმა სა­ჭი­რო არ არის და შე­საძ­ლე­ბე­ლია, აღ­ლუმ­ზე ყვა­ვი­ლე­ბით გა­მოს­ვლა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ჭუ­ბურ­ხინ­ჯი, ფოტო: და­ვით ჟვა­ნია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბავშვები სამხედრო ფორმებით და იარაღით ხელში - აფხაზეთსა და რუსეთის სკოლებში აღლუმები ჩატარდა

ბავშვები სამხედრო ფორმებით და იარაღით ხელში - აფხაზეთსა და რუსეთის სკოლებში აღლუმები ჩატარდა

საცხრამაისოდ, "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პიატიგორსკში და ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე სკოლაში "სკოლამდელი ჯარის" აღლუმები ჩატარდა.

პიატიგორსკში 7 მაისს გამართულ აღლუმში 500-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც მოედანზე ტანკისტების, მფრინავების, მეზღვაურებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოსტიუმებით გამოვიდნენ. ამას გარდა, ბავშვებს ხელში სათამაშო იარაღები ეჭირათ.

აღნიშნულმა ფაქტმა, როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში აზრი ორად გაყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ფაქტი ბავშვების ფსიქიკაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება, რადგან ისინი ეჩვევიან იარაღს, ომს, სიკვდილს, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონში, სადაც 25 წელია, არც ომია და არც მშვიდობა. სხვები კი თვლიან, რომ ასეთი მიდგომა “პატრიოტიზმს” ამაღლებს...

“ჩვენ ისედაც ომს ვუყურებთ ყოველდღე, რადგან თითო ოჯახში საკმარისი არსენალი ინახება და ამას ვიყენებთ ერთმანეთის მიმართ... ის რაც აფხაზური ტელევიზიების კადრებში ვნახე - სამხედრო ფორმებში ჩაცმული ბავშვები, რომლებიც ვითომ ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, არის შეცდომა, რომელიც ვინმეს უნდა გაეპროტესტებინა..." - წერს ადგილობრივი იზა ღარცკია ინტერნეტში.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ორად გაიყო რუსეთში მშობლების აზრიც - ზოგმა შვილს აღლუმებში მონაწილეობა არ მიაღებინა, სხვებმა “საბავშვო კამუფლაჟებში“ გამოწყობილი შვილების უამრავი ფოტო ატვირთა ინტერნეტში.

“სამხედრო აღლუმის დახმარებით, ბავშვები უკეთესად გაიგებენ თავიანთი ქვეყნის ისტორიას, რადგან ადამიანს ადრეულ ასაკში სჭირდება იმის გააზრება, რომ ომის გარეშე მშვიდობას ვერ მოიპოვებს" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ბავშვთა ფსიქოლოგის ელენა კუზნეცოვას თქმით, ლამის მთელ რუსეთში ჩატარდა “ამაზრზენი აღლუმი” და არავის უფიქრია, რას გამოიწვევდა ბავშვებში ომის რომანტიზება.

"ნორმალურ ქვეყნებში, მშობლები შვილებს გარკვეულ ასაკამდე საშინელებათა ჟანრის ფილმებსა და თამაშებს არიდებენ და ამ საქმეში ფსიქოლოგების ჯგუფებია ჩართული, რადგან იქ ყველა აცნობიერებს, როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე ვირტუალური “სიკვდილთან თამაში”, იარაღი, სისხლისღვრა და ძალადობა. ჩვენთან ეს არ ესმით და მერე უკვირთ, რატომ ხდება ამდენი აგრესია, ძალადობა, მკვლელობა, სუიციდი, ან რატომ აქტიურობენ “სკინჰედები” ვითომ პატრიოტული მოტივებით...” - ამბობს ელენა კუზნეცოვა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვი თამაშით ვითარდება, მისი საზოგადოებაში სოციალიზება სწორედ ასე ხდება და თუ მას მშობელი და მასწავლებელი იარაღს ბაღის ასაკიდან დააკავებინებენ და შემდეგ ტაშს დაუკრავენ, კარგ შედეგს არ მოიტანს.

“როგორც გაირკვა, შარშანაც ჩატარებულა აღლუმი, დიდი ალბათობით, მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება... ეს იყო გასამხედროებული ზეიმი ლოზუნგით: "იქნებ კიდევ გავიმეოროთ?" ისედაც ამხელა აგრესია აქვს ჩვენს საზოგადოებას გარე სამყაროს მიმართ, სახელმწიფო პროპაგანდა იმდენად დიდია, მგონი საბჭოთა კავშირისას აჭარბებს - თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენი მტერია... ამ დროს კი ბავშვს აძლევ იარაღს, დგამ უნიჭო შოუს და ეუბნები, რომ შენი მამა-პაპაც ასე იბრძოდა მშვიდობისთვის და შენც იგივე უნდა გააკეთო...

მიუხედავად იმისა, რომ შოუ საბავშვო იყო და წესით, მშვიდობაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, მასში ომის ელემენტები მეტი იყო... რა მოგვიტანა ამ იარაღის დემონსტრირებამ, რამდენად დაგვხია უკან, ცოტა თუ ხვდება...” - ამბობს ფსიქოლოგი.

9 მაისისთვის ჩატარებული სასკოლო აღლუმები გააკრიტიკა რუსეთის დუმის ოჯახის, ბავშვთა და ქალთა საკითხების კომიტეტის წარმომადგენელმა თამარა პლეტნევამ. მისი თქმით, ბავშვებისთვის იარაღის ასხმა საჭირო არ არის და შესაძლებელია, აღლუმზე ყვავილებით გამოსვლა.

მთავარ ფოტოზე - ოკუპირებული გალის რაიონის სოფელი ჭუბურხინჯი, ფოტო: დავით ჟვანია

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი