სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს
„მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ფარ­თის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით 5 პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის ფარ­თის გა­და­ცე­მის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში 3 პირი და­ა­კა­ვა.

„ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: სას­ტუმ­რო „მა­მი­დას“ მფლო­ბე­ლი, 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. ხ. მეტ­სა­ხე­ლად „მა­მი­და“, ამა­ვე სას­ტუმ­როს მო­ი­ჯა­რე, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ქ. - მეტ­სა­ხე­ლად „სა­ლო­მე“ და სას­ტუმ­რო „გოლ­დის“ მფლო­ბე­ლი, 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. დ. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

VIDEO: რო­ე­ნა ხუ­ცუ­რა­უ­ლის, მეტ­სა­ხე­ლად "მა­მი­დას" და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თა­ვი­ანთ კუთ­ვნილ სას­ტუმ­რო­ებ­ში ფართს, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, სის­ტე­მა­ტუ­რად აქი­რა­ვებ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 254-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, ასე­ვე, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ და "გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორი პირი და­ა­კა­ვა.

კერ­ძოდ, სას­ტუმ­რო „მა­მი­დას“ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. დ., სას­ტუმ­რო „მზის“ მფლო­ბე­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ა. - მეტ­სა­ხე­ლად „ფისო“, - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

„მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

VIDEO: როენა ხუცურაულის, მეტსახელად "მამიდას" დაკავების კადრები

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა.

კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“, - განაცხადეს შსს-ში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს