სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Flyaristan იფრენს
საქართველოს მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Flyaristan იფრენს

ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბი, მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი დონე და კომ­ფორ­ტი - მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­საძ­ლოა, კი­დევ ერ­თმა და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან­მა ავი­ა­კომ­პა­ნია Flyaristan-მა იფ­რი­ნოს.

ავი­ა­კომ­პა­ნია Airastana-მ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ყა­ზა­ხეთ­ში დაფ­რი­ნავს და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი შვი­ლო­ბი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, რო­მელ­მაც ყა­ზა­ხე­თის შიგ­ნით პირ­ვე­ლი ფრე­ნა პირ­ველ მა­ისს კომ­ფორ­ტუ­ლი, 180-ად­გი­ლი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვით შე­ას­რუ­ლა.

პირ­ველ ეტაპ­ზე Flyaristan-ს Airbus A320 ტი­პის ორი თვითმფრი­ნა­ვი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა და ის ჯერ­ჯე­რო­ბით ყა­ზა­ხეთ­ში შიდა ფრე­ნებს 6 მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა, რო­გორც სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ასე­ვე რე­ი­სე­ბის ზრდაც.

და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge პი­ტერ ფოს­ტერს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც Airastana-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია:

- რო­დის შეგ­ვეძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის Flyaristan-ის ხილ­ვა ?

- კომ­პა­ნი­ის გეგ­მებ­ში შე­დის ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ან 2020 წლის და­სა­წყი­სის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას, ჩვენ თი­თო­ე­ულ ამ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა ვი­პო­ვოთ ისე­თი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი აქ­ცი­ო­ნე­რი იქ­ნე­ბა.

ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გეგ­მებ­ში შე­დის არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­შრუ­ტე­ბის გახ­სნა, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე თვითმფრი­ნა­ვის გან­თავ­სე­ბა, მა­გა­ლი­თად სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ასეთ ად­გი­ლად ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტს გან­ვი­ხი­ლავთ.

- აპი­რებს თუ არა Flyaristan სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია wizz air-ის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას და ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნას?

- ჩვენ ვერ ვხე­დავთ უკვე არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვის და ფრე­ნე­ბის იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ის უკვე არ­სე­ბობს, ამი­ტომ ვფიქ­რობ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ფრე­ნებს აზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

- თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით რა არის და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და რო­გორ ფა­სებს შეს­თა­ვა­ზებთ მომ­ხმა­რე­ბელს?

- მთე­ლი აზრი იმა­ში დევს, რომ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვად შე­უძ­ლია გან­სა­ზღვოს რო­გორ სურს ფრე­ნა, მას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს რო­დის სურს ბი­ლე­თის და­ჯავ­შნა, რად­გან რამ­დე­ნა­დაც ადრე და­ჯავ­შნის, მით უფრო იაფი იქ­ნე­ბა. ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გან­სა­ზღვროს, სურს თუ არა ბარ­გის ყიდ­ვა, ჭამა და და­ლე­ვა და­მა­ტე­ბით. წი­ნას­წარ იმის მი­თი­თე­ბაც კი შე­უძ­ლი­ათ რისი ჭამა და და­ლე­ვა სურთ.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მთა­ვა­რი აზრი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ არ­ჩე­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლის ხელ­შია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მათ შევ­თა­ვა­ზოთ ფა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უხე­შად რომ ვთქვათ, ნა­ხე­ვა­რია ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა. ეს ძა­ლი­ან და­დე­ბით როლს ას­რუ­ლებს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ბი­ლო­ბის გაზ­რდა­ში.

უკე­თე­სი წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­გიქ­მნათ და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე, გე­ტყვით, რომ ჩვენ ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 29 მარტს და­ვი­წყეთ და იმ დღი­დან ამ დრომ­დე 50 ათა­სი ბი­ლე­თი გავ­ყი­დეთ.

- რამ­დე­ნი თვითმფრი­ნა­ვი ემ­სა­ხუ­რე­ბა ავი­ა­კომ­პა­ნია Flyaristan-ს ამ დრო­ის­თვის და რო­გო­რია გა­ფარ­თო­ვე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- ამ დრო­ის­თვის Flyaristan-ს ორი თვითმფრი­ნა­ვი ჰყავს, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა 4 მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის, 9 მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის და 15 სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი 2021 წლის ბო­ლოს­თვის. თუმ­ცა, ვფიქ­რობ რომ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნებ­ზე ჩვე­ნი გეგ­მე­ბი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ ვე­ლო­დე­ბით რომ 15 თვითმფრი­ნა­ვი 24-მდე გა­იზ­რდე­ბა.

თვითმფრი­ნა­ვის სა­ლონ­ში ახა­ლი ტყა­ვის სა­ვარ­ძლე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიმ­ჭიდ­რო­ვე მაქ­სი­მა­ლუ­რად არის გაზ­რდი­ლი, რი­გებს შო­რის მან­ძი­ლი მა­ინც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და 70-დან 82 სან­ტი­მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს.

ავი­ა­კომ­პა­ნია Airastana-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ახა­ლი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­კომ­პა­ნია სა­ჭი­რო დროს გაჩ­ნდა და ის მგზავ­რებს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უფრო ხში­რად და გა­ცი­ლე­ბით ია­ფად იმოგ­ზა­უ­რონ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოს მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Flyaristan იფრენს

საქართველოს მიმართულებით ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Flyaristan იფრენს

ხელმისაწვდომი ფასები, მომსახურების მაღალი დონე და კომფორტი - მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyaristan-მა იფრინოს.

ავიაკომპანია Airastana-მ, რომელიც საქართველოდან ყაზახეთში დაფრინავს დაბალბიუჯეტიანი შვილობილი ავიაკომპანია დააფუძნა, რომელმაც ყაზახეთის შიგნით პირველი ფრენა პირველ მაისს კომფორტული, 180-ადგილიანი თვითმფრინავით შეასრულა.

პირველ ეტაპზე Flyaristan-ს Airbus A320 ტიპის ორი თვითმფრინავი მოემსახურება და ის ჯერჯერობით ყაზახეთში შიდა ფრენებს 6 მიმართულებით განახორციელებს, თუმცა მომავალში იგეგმება, როგორც საჰაერო ხომალდების რაოდენობის, ასევე რეისების ზრდაც.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებსა და საქართველოში შემოსავლასთან დაკავშირებით, Ambebi.ge პიტერ ფოსტერს ესაუბრა, რომელიც Airastana-ს აღმასრულებელი დირექტორია:

- როდის შეგვეძლება საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Flyaristan-ის ხილვა ?

- კომპანიის გეგმებში შედის ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2020 წლის დასაწყისისთვის. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენ თითოეულ ამ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში უნდა ვიპოვოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც ძირითადი აქციონერი იქნება.

ავიაკომპანიის გეგმებში შედის არა მხოლოდ საერთაშორისო მარშრუტების გახსნა, არამედ კონკრეტულად ამ ქვეყანაში რამდენიმე თვითმფრინავის განთავსება, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ასეთ ადგილად ქუთაისის აეროპორტს განვიხილავთ.

- აპირებს თუ არა Flyaristan საქართველოში უკვე არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizz air-ისთვის კონკურენციის გაწევას და ევროპის მიმართულებით ფრენას?

- ჩვენ ვერ ვხედავთ უკვე არსებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევის და ფრენების იმავე მიმართულებით განხორციელების აუცილებლობას, რა მიმართულებითაც ის უკვე არსებობს, ამიტომ ვფიქრობ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ფრენებს აზიის მიმართულებით განვახორციელებთ.

- თქვენი შეფასებით რა არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის უპირატესობები და როგორ ფასებს შესთავაზებთ მომხმარებელს?

- მთელი აზრი იმაში დევს, რომ ჩვენს მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვოს როგორ სურს ფრენა, მას შეუძლია აირჩიოს როდის სურს ბილეთის დაჯავშნა, რადგან რამდენადაც ადრე დაჯავშნის, მით უფრო იაფი იქნება. ასევე შეუძლიათ განსაზღვროს, სურს თუ არა ბარგის ყიდვა, ჭამა და დალევა დამატებით. წინასწარ იმის მითითებაც კი შეუძლიათ რისი ჭამა და დალევა სურთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევანი მომხმარებლის ხელშია. ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ფასები, რომლებიც უხეშად რომ ვთქვათ, ნახევარია ამ დრომდე არსებული ფასებისა. ეს ძალიან დადებით როლს ასრულებს ტურიზმის განვითარებაში და მოსახლეობის მობილობის გაზრდაში.

უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოპულარობაზე, გეტყვით, რომ ჩვენ ბილეთების გაყიდვა 29 მარტს დავიწყეთ და იმ დღიდან ამ დრომდე 50 ათასი ბილეთი გავყიდეთ.

- რამდენი თვითმფრინავი ემსახურება ავიაკომპანია Flyaristan-ს ამ დროისთვის და როგორია გაფართოვების სამომავლო გეგმები?

- ამ დროისთვის Flyaristan-ს ორი თვითმფრინავი ჰყავს, ჩვენ გვეყოლება 4 მიმდინარე წლის ბოლოსთვის, 9 მომავალი წლის ბოლოსთვის და 15 საჰაერო ხომალდი 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა, ვფიქრობ რომ თუ საერთაშორისო ფრენებზე ჩვენი გეგმები წარმატებით განხორციელდება, მაშინ ველოდებით რომ 15 თვითმფრინავი 24-მდე გაიზრდება.

თვითმფრინავის სალონში ახალი ტყავის სავარძლებია დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ სიმჭიდროვე მაქსიმალურად არის გაზრდილი, რიგებს შორის მანძილი მაინც მოსახერხებელია და 70-დან 82 სანტიმეტრამდე მერყეობს.

ავიაკომპანია Airastana-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია საჭირო დროს გაჩნდა და ის მგზავრებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო ხშირად და გაცილებით იაფად იმოგზაურონ.

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ

"თიბისი სტატუსი" და "ისთერნ პრომოუშენსი" თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ

5 ჯეკპოტი, ანუ დაუჯერებელი ამბავი!