სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"
მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"

არა­ფე­რი არ ვიცი, სად ყავთ და რას ეკი­თხე­ბი­ან, ჩემს შვილს ყვე­ლა­ფერს უგო­ნე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმის შვი­ლის, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მე­დი­კო მარ­გოშ­ვი­ლი სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყუ­ილს და მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მიზ­ნულ პრო­ვო­კა­ცი­ას უწო­დებს.

"შორს არის ჩვენ­გან ყვე­ლა მსგავ­სი ამ­ბა­ვი. არა­ვი­თა­რი ტე­რო­რის­ტე­ბი ჩვენ არ ვართ. რა აფეთ­ქე­ბა, რის და­გეგ­მვა. ჩემი შვი­ლი არა­ფერს გეგ­მავ­და“, - აღ­ნიშ­ნა მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი იკი­თხე­ბა. ამის შე­სა­ხებ სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

უწყე­ბა ეჭ­ვობს, რომ მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გეგ­მის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე უნდა იყოს.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ­ჟა­მად გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გეგ­მის მი­ხედ­ვით, ჩარ­თუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში", - აცხა­დე­ბენ სუს-ში.

მო­ის­მი­ნეთ სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი: "იქ რომ მივ­ლენ, იქ უნდა გა­ვა­ნად­გუ­როთ ეგე­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"

მორის მაჩალიკაშვილის დედა - "არ ვართ ტერორისტები, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ"

არაფერი არ ვიცი, სად ყავთ და რას ეკითხებიან, ჩემს შვილს ყველაფერს უგონებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განუცხადა.

მედიკო მარგოშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.

"შორს არის ჩვენგან ყველა მსგავსი ამბავი. არავითარი ტერორისტები ჩვენ არ ვართ. რა აფეთქება, რის დაგეგმვა. ჩემი შვილი არაფერს გეგმავდა“, - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი იკითხება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყება ეჭვობს, რომ მორის მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელების გზით რამდენიმე ადამიანის მკვლელობის თაობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის თანამონაწილე უნდა იყოს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში", - აცხადებენ სუს-ში.

მოისმინეთ სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი: "იქ რომ მივლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ