სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - შემთხვევის დეტალები
ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - შემთხვევის დეტალები

მან­ქა­ნის მძღო­ლი, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, N46 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი დაჭ­რა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მის გა­მო­სავ­ლე­ნად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­ულს გუ­ლის­ხმობს.

თა­ვის მხრივ, „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, N46 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი კერ­ძო მან­ქა­ნის მძღოლ­მა დაჭ­რა, ინ­ცი­დენტს კი წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და.

„შე­ლა­პა­რა­კე­ბა არ მომ­ხდა­რა მგზავ­რსა და მძღოლს შო­რის. მძღო­ლი კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა დაჭ­რა ცივი ია­რა­ღით. შემ­თხვე­ვა ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. დაჭ­რი­ლი მძღო­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მხო­ლოდ ერთი პირი, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლია დაჭ­რი­ლი“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში“.

ცნო­ბის­თვის, დიღ­მის მა­სივ­ში N46 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ცოტა ხნის წინ დაჭ­რეს. შსს უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იყო გას­რო­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - შემთხვევის დეტალები

ავტობუსის მძღოლი, შელაპარაკების ნიადაგზე, გამვლელი მანქანის მძღოლმა დაჭრა - შემთხვევის დეტალები

მანქანის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მის გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს.

თავის მხრივ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, N46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა, ინციდენტს კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

ცნობისთვის, დიღმის მასივში N46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე