სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
240-მეტრიანი შუშის ხიდი და 60 მლნ დოლარის ტურისტული ინფრასტრუქტურა - რა იგეგმება დაშბაშის კანიონზე
240-მეტრიანი შუშის ხიდი და 60 მლნ დოლარის ტურისტული ინფრასტრუქტურა - რა იგეგმება დაშბაშის კანიონზე

და­შ­ბა­შის კა­ნი­ონ­ზე 240 მეტ­რის სიგ­რძის შუ­შის ხიდი და ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

თა­ვის მხრივ, ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია „კასს ლენ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხა­ნოხ კასი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ 50-60 მლნ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს და­შ­ბა­შის კა­ნი­ონ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

„ვგეგ­მავთ უნი­კა­ლურ პრო­ექტს. ეს იქ­ნე­ბა შუ­შის ხიდი, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბარი. ამას­თან, იქ­ნე­ბა ზიპ­ლა­ი­ნი, რეს­ტო­რა­ნი, სას­ტუმ­რო. მო­ე­წყო­ბა სივ­რცე მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის­თვის, სა­დაც 100 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის დას­წრე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მსოფ­ლიო მე­დია, მათ შო­რის CNN,“-გა­ნა­ცხა­და ხა­ნოხ კას­მა.

ინ­ვეს­ტო­რის თქმით, პრო­ექ­ტი 2020 წლის ივ­ლის­ში დას­რულ­დე­ბა და შე­დე­გად ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1 მლნ-ით გაზ­რდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, და­შ­ბა­შის კა­ნი­ონ­სა და ყაზ­ბე­გის ეროვ­ნულ პარკში ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის მიზ­ნით გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში შპს „კასს ლენდმა“ გა­ი­მარ­ჯვა და ამ კომ­პა­ნი­ამ იკის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­შ­ბა­შის კა­ნი­ონ­ზე, 83 ჰა-ზე მო­ა­წყოს ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. მათ შო­რის, ავ­ტო­სად­გო­მე­ბი, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი, საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი, კა­ნი­ონ­ში ჩა­სას­ვლე­ლი ხი­დე­ბი და ბი­ლი­კე­ბი. ასე­ვე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - შუ­შის ხიდი, რო­მე­ლი იქ­ნე­ბა 240 მეტ­რის სიგ­რძის და კა­ნი­ო­ნის ერთი ნა­პი­რი­დან გა­და­ვა მე­ო­რე ნა­პი­რამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა ყაზ­ბე­გის ეროვ­ნულ პარკს, კომ­პა­ნი­ამ აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ა­წყოს ურ­მის გზის ბი­ლიკ­ზე.

„კომ­პა­ნი­ას ტე­რი­ტო­რია იჯა­რის წე­სით გა­და­ე­ცა 45 წლის ვა­დით. შპს „კასს ლენ­დი“ ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არა­ნაკ­ლებ 2 500 000 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და გა­და­ი­ხა­დოს ყო­ველ­წლი­უ­რი ბრუნ­ვის 5% და ასე­ვე, 70 000 ლარი დღგ-ს ჩათ­ვლით,“ - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტო­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

240-მეტრიანი შუშის ხიდი და 60 მლნ დოლარის ტურისტული ინფრასტრუქტურა - რა იგეგმება დაშბაშის კანიონზე

240-მეტრიანი შუშის ხიდი და 60 მლნ დოლარის ტურისტული ინფრასტრუქტურა - რა იგეგმება დაშბაშის კანიონზე

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.

თავის მხრივ, ინვესტორი კომპანია „კასს ლენდის“ დამფუძნებელი ხანოხ კასი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 50-60 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„ვგეგმავთ უნიკალურ პროექტს. ეს იქნება შუშის ხიდი, რომელშიც მოთავსებული იქნება ბარი. ამასთან, იქნება ზიპლაინი, რესტორანი, სასტუმრო. მოეწყობა სივრცე მუსიკალური ფესტივალისთვის, სადაც 100 ათასამდე ადამიანის დასწრება იქნება შესაძლებელი. პროექტით დაინტერესებულია მსოფლიო მედია, მათ შორის CNN,“-განაცხადა ხანოხ კასმა.

ინვესტორის თქმით, პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება და შედეგად ტურისტების რაოდენობის დაახლოებით 1 მლნ-ით გაზრდაა მოსალოდნელი.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, დაშბაშის კანიონსა და ყაზბეგის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში შპს „კასს ლენდმა“ გაიმარჯვა და ამ კომპანიამ იკისრა ვალდებულება, დაშბაშის კანიონზე, 83 ჰა-ზე მოაწყოს ეკოტურისტული განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ავტოსადგომები, ვიზიტორთა ცენტრი, საკვები ობიექტი, კანიონში ჩასასვლელი ხიდები და ბილიკები. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - შუშის ხიდი, რომელი იქნება 240 მეტრის სიგრძის და კანიონის ერთი ნაპირიდან გადავა მეორე ნაპირამდე.

რაც შეეხება ყაზბეგის ეროვნულ პარკს, კომპანიამ აიღო ვალდებულება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს ურმის გზის ბილიკზე.

„კომპანიას ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა 45 წლის ვადით. შპს „კასს ლენდი“ ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიცია და გადაიხადოს ყოველწლიური ბრუნვის 5% და ასევე, 70 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით,“ - აცხადებენ სააგენტოში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო