სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი
85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 85 წლის მა­მა­კაცს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლი სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ი­დან კა­ხე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი ირი­ნე იჩუ­კა­ი­ძე იცავს. ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ ამ ეტაპ­ზე საქ­მის მა­სა­ლებს არ იც­ნობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ი­კა­ვებს.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მის პო­ზი­ცი­ას ვერ და­ვა­ფიქ­სი­რებ. ერთს ვი­ტყვი, რომ გულ­წრფე­ლად თა­ნა­ვუგ­რძნობ. მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ნიშ­ნე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. საქ­მის მა­სა­ლებს ჯერ არ ვიც­ნობ, თუმ­ცა ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბა წვდო­მა. შე­საძ­ლოა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო ხვალ გა­ი­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

85 წლის მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით 236-ე მუხ­ლი და­ე­მა­ტა, რაც გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 3 მა­ისს, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი, რძა­ლი და ორო მე­ზო­ბე­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა,76 წლის ცოლი კი დაჭ­რა. 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ნა­ნობს ჩა­დე­ნილს, თა­ნა­ვუგ­რძნობ მა­საც" - რას ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი, ყან­და­უ­რა­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 85 წლის მამ­კა­ცის ნახ­ვის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი

85 წლის კაცს, რომელმაც ყანდაურაში 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურ მდგომარეობას შეუმოწმებენ - რას ამბობს ადვოკატი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ირინე იჩუკაიძე იცავს. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ იცნობს და აქედან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უკვე წარედგინა, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე მის პოზიციას ვერ დავაფიქსირებ. ერთს ვიტყვი, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ. მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ, თუმცა ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მექნება წვდომა. შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო ხვალ გაიმართოს", - განაცხადა ადვოკატმა.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორო მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა,76 წლის ცოლი კი დაჭრა. 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

იხილეთ ვიდეო: "ნანობს ჩადენილს, თანავუგრძნობ მასაც" - რას ამბობს ადვოკატი, ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამკაცის ნახვის შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ