სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი ოთხმა­გი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, 85 წლის მა­მა­კაც­მა შვილ­სა და რძალს ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ხმა­ურ­ზე შე­მო­სულ ნა­თე­სა­ვებს - ძმის ცოლ­სა და ძმის­შვილს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ.

მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან - ბრალ­დე­ბუ­ლის ვაჟი და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე, ლელა ბო­რაშ­ვი­ლი, ასე­ვე დედა-შვი­ლი მზია მეზვრიშ­ვი­ლი და შავ­ლეგ გამ­ყრე­ლი­ძე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ მოკ­ლულ ძმის­შვილს შავ­ლეგ გამ­ყრე­ლი­ძეს 4 შვი­ლი დარ­ჩა და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 5 თვი­საა.

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რძა­ლი, შვი­ლი და ორი მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 85 წლი­საა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ჯრით, რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ერ­თდრო­უ­ლად 4 ადა­მი­ანს - შვილს, რძალს და ორ მე­ზო­ბელს, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და სხვა პი­რებ­საც, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე უმოკ­ლეს დრო­ში მი­სულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ო.გ. ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის დროს, 85 წლის მამაკაცმა შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი ხმაურზე შემოსულ ნათესავებს - ძმის ცოლსა და ძმისშვილს, რომლებიც ბრალდებულის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდნენ.

მოკლულები არიან - ბრალდებულის ვაჟი დავით გამყრელიძე და მისი მეუღლე, ლელა ბორაშვილი, ასევე დედა-შვილი მზია მეზვრიშვილი და შავლეგ გამყრელიძე. როგორც ცნობილია, ბრალდებულის მიერ მოკლულ ძმისშვილს შავლეგ გამყრელიძეს 4 შვილი დარჩა და მათ შორის ყველაზე პატარა 5 თვისაა.

მამაკაცი, რომელმაც რძალი, შვილი და ორი მეზობელი მოკლა, უკვე დაკავებულია. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 85 წლისაა.

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ომარ გამყრელიძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო