სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?
"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?

გა­ზა­ფხუ­ლი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც წო­ნის კო­რექ­ცი­ის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და ბევ­რი თვლის, რომ დი­ე­ტე­ბის და­წყე­ბა წე­ლი­წა­დის ამ სე­ზონ­ზე ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რია. რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­გა­ზა­ფხუ­ლო დი­ე­ტე­ბის და­წყე­ბის დროს? რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა? რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბოთ? - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებს mshoblebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი მაკა კო­რინ­თე­ლი პა­სუ­ხობს:

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სწრა­ფი დი­ე­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო და მავ­ნე­ბე­ლია. არა­ნა­ი­რად არ მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ გა­ზა­ფხუ­ლი სწრა­ფი დი­ე­ტე­ბით და­ვი­წყოთ და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ად მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი მი­ვი­ღოთ. გა­ზა­ფხულ­ზე ორ­გა­ნიზ­მში ისე­დაც ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტია და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ზღუ­დავს კვე­ბას, ეს არ არის კარ­გი, რად­გან შე­მო­ნა­ხუ­ლი ენერ­გია რაც გვაქვს, იფი­ტე­ბა და ორ­გა­ნიზ­მი ახა­ლი ენერ­გი­ით ვე­ღარ ივ­სე­ბა. ახა­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლიც გვი­ან გა­ზა­ფხულ­ზე შე­მო­დის, ამ პე­რი­ო­დამ­დე კი ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, თმის ცვე­ნა, ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა, სა­ხე­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, სა­ხის ფე­რის ცვლი­ლე­ბა, გვა­წუ­ხებს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, გვა­ხა­სი­ა­თებს სა­ერ­თო სი­სუს­ტე. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა იწყე­ბა, სის­ხლის ბი­ო­ქი­მი­ურ ანა­ლი­ზებ­ში გვხვდე­ბა გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, რკი­ნა, ვი­ტა­მი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ამი­ტომ გა­ზა­ფხულ­ზე და­ვი­წყოთ დი­ე­ტა, უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში და­ვიკ­ლოთ წო­ნა­ში და შევ­ზღუ­დოთ კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა, არას­წო­რია. თუ გვინ­და ზა­ფხულ­ში გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ კარ­გად და კარგ ფორ­მა­ში ვი­ყოთ, ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

ჩემი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მარ­თა­ლია, მოკ­ლე დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი კვე­ბა გვაძ­ლევს შე­დეგს, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ფიქ­სირ­დე­ბა წო­ნის ორ­მა­გი, სამ­მა­გი მა­ტე­ბა. ჩემს პა­ცი­ენ­ტებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ დი­ე­ტა არის სწო­რი კვე­ბა. თუ ჯან­საღ კვე­ბას მიჰ­ყვე­ბით, წო­ნის პრობ­ლე­მა არ გექ­ნე­ბა. სწო­რი კვე­ბა დო­ზი­რე­ბულ, სა­ა­თობ­რივ კვე­ბას გუ­ლის­ხმობს. რა თქმა უნდა, ქორ­წილ­ში ან სხვა რა­ი­მე ტი­პის სუფ­რა­ზე, შე­უძ­ლი­ათ ყვე­ლა­ფე­რი მი­ირ­თვან, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში კვე­ბის რა­ცი­ო­ნი უნდა აკონ­ტრო­ლონ. ეს არის სი­ლა­მა­ზის და გა­რეგ­ნო­ბის ჩე­მე­უ­ლი ფორ­მუ­ლა. აქვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­მა­ტო, რომ როცა გა­ზა­ფხულ­ზე კა­ტას­ტრო­ფულ დი­ე­ტებს იწყე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ტა­მი­ნე­ბის კომ­ლექ­სე­ბის - მიკ­რო, მაკ­რო ელე­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა მოხ­დეს. ზოგს ჰგო­ნია, რომ ვი­ტა­მი­ნე­ბი ასუ­ქებს, რაც მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­ცი­ენ­ტი კა­ტას­ტრო­ფულ კვე­ბა­ზე გა­და­დის, ეს უნდა მოხ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ და არა თვით­ნე­ბუ­რად.

- რო­გორ დი­ე­ტას ურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს გა­ზა­ფხულ­ზე?

- უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თვე­ში 3-5 კი­ლოს კლე­ბაა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა სას­წორ­ზე 3-5 კილო და­ვიკ­ლოთ, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად უფრო დაგ­ვე­ტყოს, რად­გან პრო­პორ­ცი­ებ­ში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა. ამი­ტომ სას­წორ­ზე მუდ­მი­ვად ვე­ლო­დოთ დიდ შე­დეგს, ეს არის მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტი 60 კილო იყოს და ვუ­თხრათ, რა გამ­ხდა­რი ხარ და იგი­ვე სი­მაღ­ლის პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც 50 კი­ლოა, ვუ­თხრათ, რა მსუ­ქა­ნი ხარ. ეს არის პრო­პორ­ცი­ებ­ზე, ადა­მი­ა­ნის აღ­ნა­გო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი თვით­ნე­ბუ­რად აპი­რებს დი­ე­ტის და­წყე­ბას, ვურ­ჩევ, არ მი­მარ­თონ კა­ტას­ტრო­ფულ დი­ე­ტებს. ყო­ველ­დღე უნდა მი­ი­ღონ მი­ნი­მუმ ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი სუფ­თა წყა­ლი და არა სხვა სი­თხე. სა­უზ­მე უნდა იყოს 8-10 სა­ა­თამ­დე, სა­დი­ლი 2-დან 4 სა­ა­თამ­დე, ვახ­შა­მი 7-დან 8 სა­ა­თამ­დე. სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სახ­ლი­დან მში­ე­რი არა­სო­დეს არ უნდა გა­ვი­დეთ. შუ­ა­ლედ­ში თავს უფ­ლე­ბა უნდა მის­ცენ და 300 გრა­მი ხილი მი­ირ­თვან. დი­ე­ტის დროს შა­ქა­რი სა­ერ­თოდ უნდა ამო­ვი­ღოთ, მათ შო­რის ყა­ვაც და ჩაიც უშაქ­როდ უნდა მი­ვირ­თვათ. ამით არ ირ­ღვე­ვა შაქ­რის ბა­ლან­სი, რად­გან ხილი არის ტკბი­ლი და მისი მირ­თმე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შაქ­რის ოდე­ნო­ბას ვა­ბა­ლან­სებთ.

- შაქ­რის შემ­ცვლე­ლად ხილი უნდა მი­ვირ­თვათ?

- დიახ, მაგ­რამ ხილ­საც გა­აჩ­ნია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 600 გრამს არ უნდა გა­და­ა­ჭარ­ბოთ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?

"დღეში 2 ნაჭერი პური არ ასუქებს... დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს" - როგორ ვიკვებოთ და რა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დროს?

გაზაფხული ის პერიოდია, როდესაც წონის კორექციის მიზნით ადამიანები განსაკუთრებულად აქტიურდებიან და ბევრი თვლის, რომ დიეტების დაწყება წელიწადის ამ სეზონზე ბევრად უფრო ეფექტურია. რა უნდა გავითვალისწინოთ საგაზაფხულო დიეტების დაწყების დროს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორ უნდა ვიკვებოთ? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს mshoblebi.ge-სთან საუბრისას ექიმი-ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი პასუხობს:

- აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სწრაფი დიეტები ჯანმრთელობისთვის საზიანო და მავნებელია. არანაირად არ მივესალმები იმას, რომ გაზაფხული სწრაფი დიეტებით დავიწყოთ და სასურველი შედეგის მისაღეად მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობის საკვები მივიღოთ. გაზაფხულზე ორგანიზმში ისედაც ვიტამინების დეფიციტია და როდესაც ადამიანი ზღუდავს კვებას, ეს არ არის კარგი, რადგან შემონახული ენერგია რაც გვაქვს, იფიტება და ორგანიზმი ახალი ენერგიით ვეღარ ივსება. ახალი ხილი და ბოსტნეულიც გვიან გაზაფხულზე შემოდის, ამ პერიოდამდე კი ჩვენ გვაქვს გარკვეული ჩივილები, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, სახეზე გამონაყარი, სახის ფერის ცვლილება, გვაწუხებს თავის ტკივილები, გვახასიათებს საერთო სისუსტე. არტერიული წნევის დაქვეითება იწყება, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზებში გვხვდება გაღარიბებული ჰემოგლობინი, რკინა, ვიტამინების დეფიციტი, ამიტომ გაზაფხულზე დავიწყოთ დიეტა, უმოკლეს პერიოდში დავიკლოთ წონაში და შევზღუდოთ კალორიების მიღება, არასწორია. თუ გვინდა ზაფხულში გამოვიყურებოდეთ კარგად და კარგ ფორმაში ვიყოთ, ამაზე გაცილებით ადრე უნდა ვიზრუნოთ.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მართალია, მოკლე დროში შეზღუდული კვება გვაძლევს შედეგს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქსირდება წონის ორმაგი, სამმაგი მატება. ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ დიეტა არის სწორი კვება. თუ ჯანსაღ კვებას მიჰყვებით, წონის პრობლემა არ გექნება. სწორი კვება დოზირებულ, საათობრივ კვებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ქორწილში ან სხვა რაიმე ტიპის სუფრაზე, შეუძლიათ ყველაფერი მიირთვან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში კვების რაციონი უნდა აკონტროლონ. ეს არის სილამაზის და გარეგნობის ჩემეული ფორმულა. აქვე აუცილებლად უნდა დავამატო, რომ როცა გაზაფხულზე კატასტროფულ დიეტებს იწყებენ, აუცილებელია ვიტამინების კომლექსების - მიკრო, მაკრო ელემენტების დამატება, რაც აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ზოგს ჰგონია, რომ ვიტამინები ასუქებს, რაც მცდარი შეხედულებაა. თუ მაინცდამაინც პაციენტი კატასტროფულ კვებაზე გადადის, ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არა თვითნებურად.

- როგორ დიეტას ურჩევთ პაციენტებს გაზაფხულზე?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობისთვის თვეში 3-5 კილოს კლებაა აპრობირებული. შეიძლება სასწორზე 3-5 კილო დავიკლოთ, მაგრამ ვიზუალურად უფრო დაგვეტყოს, რადგან პროპორციებში ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება. ამიტომ სასწორზე მუდმივად ველოდოთ დიდ შედეგს, ეს არის მცდარი შეხედულება. შეიძლება პაციენტი 60 კილო იყოს და ვუთხრათ, რა გამხდარი ხარ და იგივე სიმაღლის პაციენტს, რომელიც 50 კილოა, ვუთხრათ, რა მსუქანი ხარ. ეს არის პროპორციებზე, ადამიანის აღნაგობაზე დამოკიდებული. თუ ადამიანი თვითნებურად აპირებს დიეტის დაწყებას, ვურჩევ, არ მიმართონ კატასტროფულ დიეტებს. ყოველდღე უნდა მიიღონ მინიმუმ ლიტრანახევარი სუფთა წყალი და არა სხვა სითხე. საუზმე უნდა იყოს 8-10 საათამდე, სადილი 2-დან 4 საათამდე, ვახშამი 7-დან 8 საათამდე. სამჯერადი კვება ორგანიზმისთვის აუცილებელია. სახლიდან მშიერი არასოდეს არ უნდა გავიდეთ. შუალედში თავს უფლება უნდა მისცენ და 300 გრამი ხილი მიირთვან. დიეტის დროს შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ, მათ შორის ყავაც და ჩაიც უშაქროდ უნდა მივირთვათ. ამით არ ირღვევა შაქრის ბალანსი, რადგან ხილი არის ტკბილი და მისი მირთმევის შემთხვევაში შაქრის ოდენობას ვაბალანსებთ.

- შაქრის შემცვლელად ხილი უნდა მივირთვათ?

- დიახ, მაგრამ ხილსაც გააჩნია. დღის განმავლობაში 600 გრამს არ უნდა გადააჭარბოთ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ