სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თუ შიდა განვადება თავისი არსით "სესხი" იქნება, ტექნიკის მაღაზიებს სესხის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ"
"თუ შიდა განვადება თავისი არსით "სესხი" იქნება, ტექნიკის მაღაზიებს სესხის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ"

ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რო­გორ ხდე­ბა ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ზო­მებს მი­ვი­ღებთ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ზომა და გა­ქა­ნე­ბა ექ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და დე­ვე­ლო­პე­რე­ბის მხრი­დან შიდა გან­ვა­დე­ბის და­ნერგვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, „ტექ­ნო ბუმი“ მიმ­დი­ნა­რე თვი­დან მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შიდა გან­ვა­დე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას გეგ­მავს, რო­მელ­შიც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძის თქმით, ბან­კი ჩარ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბა . ამ­გვა­რი სერ­ვი­სის და­ნერგვის მი­ზე­ზი, კი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბის სის­ტე­მის გამო შემ­ცი­რე­ბუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბია.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ბან­კი­რი გან­მარ­ტავს, რომ თუ შიდა გან­ვა­დე­ბა თა­ვი­სი არ­სით სეს­ხი ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევს.

„თუ ის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, იქ­ნე­ბა სეს­ხის მა­ტა­რე­ბე­ლი, მა­შინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ის პი­რო­ბე­ბი, რაც დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს სეს­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით . ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რო­გორ ხდე­ბა ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ზო­მებს მი­ვი­ღებთ იმის მი­ხედ­ვით , თუ რა ზომა და გა­ქა­ნე­ბა ექ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თუ შიდა განვადება თავისი არსით "სესხი" იქნება, ტექნიკის მაღაზიებს სესხის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ"

"თუ შიდა განვადება თავისი არსით "სესხი" იქნება, ტექნიკის მაღაზიებს სესხის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ"

ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, „ტექნო ბუმი“ მიმდინარე თვიდან მომხმარებლისთვის შიდა განვადების შეთავაზებას გეგმავს, რომელშიც კომპანიის დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის თქმით, ბანკი ჩართული არ იქნება . ამგვარი სერვისის დანერგვის მიზეზი, კი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გამო შემცირებული გაყიდვებია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავარი ბანკირი განმარტავს, რომ თუ შიდა განვადება თავისი არსით სესხი ან მასთან გათანაბრებული პროდუქტი იქნება, ამ მიმართულებით არსებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.

„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით . ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით , თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო