29 აპრილს ჭიათურაში, სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად 12 წლის ანზორ (აზუკა) ხვედელიძე გარდაიცვალა. ავტომობილს 83 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც მომხდარის გამო გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. შსს ინფორმციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ავტოსატრანსპორტო საშულების მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რის შედეგად ერთი ან რამდენიმე პირი გარდაიცვალა. ტრაგედიაზე ადგილობრივი გვესაუბრება:
- მთელი ქალაქი გაოგნებული და დამუნჯებულია ამ უბედურებით. აზუკა სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე ბავშვი იყო. ცეკვავდა და ყველაფერს ისე ლაღად აკეთებდა, თითქოს ცეკვაში მიქრისო, - ერთ ადგილას დიდხანს ვერ ნახავდი გაჩერებულს. სადაც დაიღუპა, იმ ქუჩაზეც მეგობართან იყო მისული, - აღდგომას მზიანი დღე იყო და მეგობარს კორპუსთან მიაკითხა, ეზოდან ასძახა - ჩამოდი, გელოდებიო! თვითონ კი იქვე ბორდიურზე ჩამოჯდა და ლოდინში ყურსასმენები გაიკეთა მუსიკის მოსასმენად. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ გაიგონა და ვერც დაინახა თავისაკენ მომავალი სატვირთო მანქანა, ბავშვი დაჯახებისთანავე გარდაიცვალა.
- გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც 83 წლის მძღოლი მართავდა, გარდაცვლილის პარალერურად მეორე ბავშვსაც დაეჯახა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. თავად მძღოლი კი იმავე კლინიკაში ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა.
- მე რომ მკითხოთ, გარდაცვლილის ჭირისუფლებისთვის, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის, - აზუკა აღარ არის და მისი მშობლებისთვის ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა. მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ავტომანქანას ნამდვილად 83 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის მეზობელია. თუმცა მას საჭის დამორჩილების პრობლემა არ ჰქონია. მძღოლი ბავშვს მანქანით უკუსვლისას იმ მიზეზით დაეჯახა, რომ ბორდიურზე ჩამომჯდარი ბავშვი ვერ დაინახა. მერე როგორც გავიგეთ, როცა მძღოლი შინ ბრუნდებოდა, ამ დროს ვაჟიშვილმა დაურეკა, - უკან დატრიალდი, რაღაც საქმე გამოჩნდაო. მძღოლმა უკან მიტრიალებისას მანქანა უკუსვლით წაიყვანა და ბავშვს სწორედ ამ დროს დაეჯახა. მძღოლი როგორც კი მიხვდა, ბავშვი მოვკალიო, ჯერ ავტომაქანის სიჩქარეს დააჭირა ფეხი და ჯიხურს დაეჯახა, შეიძლება თავის მოკვლაც კი უნდოდა, მერე კი ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ხალხს ეძახდა, - მომკალითო! წაიკითხეთ სრულად