სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს
"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის­თვის, 29 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, ზაზა შა­რია და­ა­კა­ვეს. დე ფაქ­ტო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუ­მი­დან დევ­ნი­ლი შა­რია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თა­გი­ლონ­ში და­ა­კა­ვეს, სა­დაც ის მშობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ზაზა შა­რია გა­ლის “პრო­კუ­რა­ტუ­რამ” 2013 წლი­დან ძებ­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. მა­თი­ვე თქმით, ზაზა შა­რი­ამ, 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­სა და ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ლის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში, თა­გი­ლონ­სა და ნა­ბა­კევ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ტაქ­სის მძღო­ლე­ბი - რე­ვაზ და ჯოლი ახა­ლა­ი­ე­ბი და­ა­ყა­ჩა­ღა.

“გარ­და ამი­სა, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზაზა შა­რია, 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სო­ფელ თა­გი­ლონ­ში თავს და­ეს­ხა თო­ფუ­რი­ე­ბის ოჯახს, სა­დაც ოჯა­ხის წევ­რებს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ზა­რალ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 340 000 რუბ­ლი შე­ად­გი­ნა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი...” - ნათ­ქვა­მია აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ზაზა შა­რი­ას ახ­ლო­ბე­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ და­კა­ვე­ბულს ე.წ. შსს-ს მიერ ჩა­მოთ­ვლილ არ­ცერთ საქ­მეს­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია:

“ძებ­ნა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, გალ­ში შეს­ვლას გა­ბე­დავ­და? ისე­დაც აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან ბოლო დროს გა­ლე­ლე­ბის მი­მართ და სუ­ლე­ლი უნდა იყო, ეს გა­ა­კე­თო... მშობ­ლებს ხომ ეცო­დი­ნე­ბო­დათ, შვი­ლი ძებ­ნა­ში თუ იყო და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე­ბოდ­ნენ მის იქ ჩას­ვლას... რა­საც უნდა იმას წერს აფხა­ზუ­რი მხა­რე, ეტყო­ბა, “მე­სა­ზღვრეს­თან” რა­ღაც შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და და წა­იყ­ვა­ნეს. თქვეს, რომ ნა­ცე­მია, ახლა ალ­ბათ, იქამ­დე არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ვიდ­რე ცე­მის კვა­ლი არ გაქ­რე­ბა... იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი ასე დას­რულ­დე­ბა...” - ამ­ბობს ის ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

ზაზა შა­რი­ას დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. რეზო ქო­ბა­ლი­ას თქმით, და­კა­ვე­ბულს წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქო­ბა­ლია აცხა­დებს, რომ შა­რი­ას და და მშობ­ლე­ბი გა­ლის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ცე­მია, ვერ ადას­ტუ­რებს, რად­გან და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­რი­ას მამა დი­ლით გა­ლის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იმე­დი აქვს, რომ მისი შვი­ლი მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

ზაზა შა­რი­ას და­კა­ვე­ბას აფხა­ზებ­შიც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ერთი ნა­წი­ლის თქმით, გალ­ში, რო­გორც მთლი­ა­ნად აფხა­ზეთ­ში, კრი­მი­ნა­ლი ხში­რია და არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს აყა­ჩა­ღე­ბენ. თუმ­ცა, ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ “აფხა­ზი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მი­მართ ნდო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა და მათ მო­ვა­ლე­ო­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ..."

“რამ­დენ­ჯერ­მე ვყო­ფილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­ნა­ხავს მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ. ყვე­ლა­ზე ვერ ვი­ტყვი, ზოგი ადა­მი­ა­ნუ­რია, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც თა­ვის და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბას, სამ­სა­ხურ­ში არა­ჯან­საღ გა­რე­მოს და კი­დევ ათას პრობ­ლე­მას გამ­ვლე­ლებს “აყო­ლებს" - წერს აფხა­ზი ემა ჯო­პუა.

“რაც და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­ში ხდე­ბა, იგი­ვე ხდე­ბა გალ­შიც - გა­ტა­ცე­ბე­ბი, ყა­ჩა­ღო­ბე­ბი, ქურ­დო­ბა... თუმ­ცა, მე­სა­ზღვრე­ებ­ზეც უნდა ვთქვა - ენ­გუ­რის სა­ზღვარ­ზე თა­ვად გა­მო­ვე­სარ­ჩლე რამ­დე­ნი­მე ქარ­თველს და ვე­რა­ფე­რი მი­თხრეს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ასე­თე­ბის მი­მართ პრე­ვენ­ცი­ის­თვის, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში რა­ი­მე სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, რო­მე­ლი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, არ ვიცი" - მი­აჩ­ნია მზია კი­უტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს

"ნაცემია და ალბათ იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება..." - ვინ არის 33 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 29 აპრილს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ზაზა შარია დააკავეს. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმიდან დევნილი შარია, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დააკავეს, სადაც ის მშობლების სანახავად მიდიოდა.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ზაზა შარია გალის “პროკურატურამ” 2013 წლიდან ძებნილად გამოაცხადა. მათივე თქმით, ზაზა შარიამ, 2013 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გალის რაიონის სოფლებში, თაგილონსა და ნაბაკევში, ადგილობრივი ტაქსის მძღოლები - რევაზ და ჯოლი ახალაიები დააყაჩაღა.

“გარდა ამისა, 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია, 2014 წლის სექტემბერში სოფელ თაგილონში თავს დაესხა თოფურიების ოჯახს, სადაც ოჯახის წევრებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, მატერიალურმა ზარალმა, დაახლოებით 340 000 რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე ძებნა იყო გამოცხადებული...” - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა შარიას ახლობელი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულს ე.წ. შსს-ს მიერ ჩამოთვლილ არცერთ საქმესთან კავშირი არ ჰქონია:

“ძებნაში რომ ყოფილიყო, გალში შესვლას გაბედავდა? ისედაც აგრესიულები არიან ბოლო დროს გალელების მიმართ და სულელი უნდა იყო, ეს გააკეთო... მშობლებს ხომ ეცოდინებოდათ, შვილი ძებნაში თუ იყო და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდნენ მის იქ ჩასვლას... რასაც უნდა იმას წერს აფხაზური მხარე, ეტყობა, “მესაზღვრესთან” რაღაც შელაპარაკება მოუვიდა და წაიყვანეს. თქვეს, რომ ნაცემია, ახლა ალბათ, იქამდე არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ცემის კვალი არ გაქრება... იმედია, ყველაფერი ასე დასრულდება...” - ამბობს ის ჩვენთან საუბარში.

ზაზა შარიას დამნაშავეობის შესახებ მოსაზრებას არ იზიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. რეზო ქობალიას თქმით, დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ქობალია აცხადებს, რომ შარიას და და მშობლები გალის რაიონში ცხოვრობენ. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული ნაცემია, ვერ ადასტურებს, რადგან დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.

არსებული ინფორმაციით, შარიას მამა დილით გალის ე.წ. პროკურატურაში იმყოფებოდა და იმედი აქვს, რომ მისი შვილი მალე გათავისუფლდება.

ზაზა შარიას დაკავებას აფხაზებშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, გალში, როგორც მთლიანად აფხაზეთში, კრიმინალი ხშირია და არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს აყაჩაღებენ. თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ “აფხაზი მესაზღვრეების მიმართ ნდობა მინიმუმამდეა და მათ მოვალეობის პროფესიონალურად შესრულება არ შეუძლიათ..."

“რამდენჯერმე ვყოფილვარ საქართველოში პირად საქმესთან დაკავშირებით და მინახავს მათი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. ყველაზე ვერ ვიტყვი, ზოგი ადამიანურია, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თავის დაბალ ანაზღაურებას, სამსახურში არაჯანსაღ გარემოს და კიდევ ათას პრობლემას გამვლელებს “აყოლებს" - წერს აფხაზი ემა ჯოპუა.

“რაც დანარჩენ აფხაზეთში ხდება, იგივე ხდება გალშიც - გატაცებები, ყაჩაღობები, ქურდობა... თუმცა, მესაზღვრეებზეც უნდა ვთქვა - ენგურის საზღვარზე თავად გამოვესარჩლე რამდენიმე ქართველს და ვერაფერი მითხრეს, კარგი იქნება თუ ასეთების მიმართ პრევენციისთვის, კანონის ფარგლებში რაიმე სახის ღონისძიება გატარდება. თუმცა, რომელი კანონის ფარგლებში, არ ვიცი" - მიაჩნია მზია კიუტს.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?