სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მამინაცვალს ვიღაცის ვალი ჰქონდა და ბავშვი მიაქირავა" - შემზარავი ისტორიები ქუჩაში მყოფ ბავშვებზე და ქალი, რომელიც მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს
"მამინაცვალს ვიღაცის ვალი ჰქონდა და ბავშვი მიაქირავა" - შემზარავი ისტორიები ქუჩაში მყოფ ბავშვებზე და ქალი, რომელიც მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 40 წლის ირი­ნა წე­რე­თელს თბი­ლი­სი­დან:

"19 წლი­სა, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კე­თი­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და და ცოტა ხნით ძეგ­ვის მო­ნას­ტერ­ში არ­სე­ბულ ბავ­შვთა სახ­ლში წა­ვე­დი. მა­შინ მეც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ხდე­ბო­და იქ. მაგ­რამ ეს ცოტა ხანი გა­მიგ­რძელ­და და ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რე იქ, ვი­ყა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი და თან სტუ­დენ­ტი, იქი­დან მი­წევ­და ლექ­ცი­ებ­ზე ჩა­მოს­ვლა. მა­შინ ჯერ კი­დევ ბავ­შვთა სახ­ლი ერ­ქვა, მერე გა­და­იქ­ცა თავ­შე­საფ­რად იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ტერ­მი­ნი - „ბავ­შვთა სახ­ლი“ აღარ არ­სე­ბობს. ამის მერე, სამი წელი ათე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და რო­დე­საც სა­ქარ­თველ­ში დავ­ბრუნ­დი, გა­ვი­ა­რე გა­დამ­ზა­დე­ბა იმი­ტომ, რომ ეს იყო ჩემი, ამ სფე­რო­ში ვი­პო­ვე სა­კუ­თა­რი თავი. 19 წლის ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლად ძეგ­ვში რომ მი­ვე­დი, ახლა ვარ 40 წლის და რომ მკი­თხოთ, რისი კე­თე­ბა ვიცი, ამა­ზე მეტი არა­ფე­რი ვიცი. მე ვიცი ამ ბავ­შვე­ბის ენა, ამ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბას სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი ენა, ეს ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, თუმ­ცა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა პრაქ­ტი­კა­საც მო­აქვს, რა თქმა უნდა. ბავ­შვთა სახ­ლში რო­დესც ვმუ­შა­ობ­დი და ვცხოვ­რობ­დი, მა­შინ იყო რა­ღა­ცა ბუმი ამ ძეგ­ვის ბავშთა სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი ჩა­მო­დი­ო­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ზოგს იღებ­დნენ ბავ­შვე­ბი და ზოგს - ვერა. ვი­ღა­ცა მო­დი­ო­და, რჩე­ბო­და და რჩე­ბო­და და დღემ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი დარ­ჩა, ვი­ღა­ცას - „აგ­დებ­დნენ.“ ბავ­შვი ყო­ველ­თვის ხვდე­ბა, ვინ და­ი­ტო­ვოს და ვინ - არა, მათ­ზე ჭკვი­ა­ნი არა­ვი­ნაა. მოკ­ლედ, „მო­ვი­წამ­ლე“ ამ ამ­ბით, ვი­პო­ვე იქ ჩემი თავი და ვფიქ­რობ, რომ ახლა რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ვი­წყებ­დე, იგი­ვე გზას გა­ვივ­ლი­დი.

ამ­ჟა­მად ვარ სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, კონ­კრე­ტუ­ლად კი, მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებ­თან მო­მუ­შა­ვე მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ეს პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­იქ­მნა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და ასე­ვე, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დე­ბის დახ­მა­რე­ბით. ჩემი სა­ო­ფი­სე სივ­რცე არის სა­ქარ­თვე­ლოს "კა­რი­ტა­სის“ შე­ნო­ბა­ში. მე ვარ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ეს სივ­რცე გან­კუთ­ვნი­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ზრუნ­ვის ქვეშ მყო­ფი ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე აქ ცხოვ­რო­ბენ - მე მათი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. წესი შემ­დეგ­ნა­ი­რია - რო­დე­საც ბავ­შვი მოხ­ვდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვის­ში, მშო­ბელს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა დრო­ე­ბით უჩერ­დე­ბა და იმის­თვის, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბა არ და­ირ­ღვეს - იქ­ნე­ბა ეს სკო­ლა­ში ან სა­ბავ­შვო ბაღ­ში მიყ­ვა­ნა, ოპე­რა­ცია ექ­ნე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და ა.შ. ამი­ტომ ვარ­სე­ბობთ ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი. იმის­თვის, რომ ბავ­შვს არ შე­ე­შა­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში თუ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ხელი. გარ­და იმი­სა, რომ ამ სივ­რცე­ში რვა ბავ­შვი მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს ასე­ვე, არის დღის ცენ­ტრი, სა­დაც ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ბავ­შვი ირი­ცხე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ქუ­ჩა­ში ვხე­დავთ უამ­რავ ბავ­შვს - ზოგი მუ­შა­ობს, ზოგი მო­წყა­ლე­ბას ითხოვს, ზოგი მშო­ბელ­თან ან ზე­დამ­ხედ­ველ­თან ერ­თად მთელ დღეს ქუ­ჩა­ში ატა­რებს - სწო­რედ ამის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ბავ­შვე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, რომ ბავ­შვი არ იყოს ქუ­ჩა­ში და მოხ­დეს მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში გა­დაყ­ვა­ნა - მოგ­ვყავს ჯერ­ჯე­რო­ბით აქ. მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თის სა­ხით რომ მო­გიყ­ვეთ, მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი შედ­გე­ბა 5 წევ­რის­გან. ჩემ გარ­და, ჯგუფ­ში არის ფსი­ქო­ლო­გი, თა­ნას­წორ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი და მძღო­ლი. თა­ნას­წორ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი არის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პო­ზი­ცია - ამ ადა­მი­ანს აქვს გავ­ლი­ლი იგი­ვე გზა, რაც იმ ბავ­შვებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვენ ვმუ­შა­ობთ. ხში­რად, ისი­ნი ასა­კით პა­ტა­რე­ბი არი­ან, რა თქმა უნდა, არი­ან სრულ­წლოვ­ნე­ბიც - 18-20 წლის. ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რაც უფრო პა­ტა­რაა ასა­კით თა­ნას­წორ-გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, ის უფრო მარ­ტი­ვად შე­დის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თან კონ­ტაქ­ტში.

ველ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუქ­ცია, თუ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. მა­გა­ლითს გე­ტყვით, რომ უფრო ნა­თე­ლი გახ­დეს ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კა - 4 წლის წინ მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი ამ­ყა­რებ­და კონ­ტაქტს ერთ ბავ­შვთან, რო­მე­ლიც კარ­დო­ნებ­ზე იზ­რდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამ თა­ვი­სი ჯა­ფი­სა და ცხოვ­რე­ბი­სა, მა­შინ ის 7-8 წლის იყო, როცა არ უნდა გა­გეღ­ვი­ძე­ბი­ნათ, სულ ეძი­ნა იმი­ტომ, რომ მო­თენ­თი­ლი იყო, ღამე არ ეძი­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, სულ იღი­მო­და, არას­დროს ჰქო­ნია აგ­რე­სია. ჩვენ ამ პა­ტა­რა ბი­ჭის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. ეს, რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე არ ხდე­ბა, თა­ვი­დან შიში აქვთ, ან ნა­თე­სა­ვე­ბი აში­ნე­ბენ, რომ ჩვენ­თან არ ჰქონ­დეთ კონ­ტაქ­ტი, იცი­ან მერე სა­დაც მოგ­ვყავს, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე, მო­ბი­ლურ­მა ჯგუფ­მა ეს ბავ­შვი ამ სივ­რცე­ში შე­მო­იყ­ვა­ნა.

რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩვენ­თან და ჩაი და­უს­ხეს, კოვ­ზის მა­გივ­რად თი­თით მო­უ­რია შა­ქარს, არ იცო­და კოვ­ზი რა იყო, წვნი­ა­ნი რო­დე­საც და­უს­ხეს - პეშ­ვით შე­ჭა­მა. დღეს­დღე­ო­ბით შე­დე­გი გვაქვს ძა­ლი­ან დიდი - ეს ბავ­შვი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მიმ­ღებ ოჯახ­ში თა­ვის ძმას­თან ერ­თად. ძმა­მაც იგი­ვე გზა გა­ი­ა­რა და მისი ოც­ნე­ბა იყო, რომ პა­ტა­რა ძმაც აქ მო­ეყ­ვა­ნათ. ეს ცოტა და­უ­ჯე­რებ­ლი იყო, რად­გან ის ნა­თე­სა­ვებს იმ­დე­ნად ჰყავ­დათ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რომ ჩვენ­თან კონ­ტაქ­ტზე არ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, არც მჯე­რო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხეთ. სას­წა­უ­ლე­ბი მარ­თლა ხდე­ბა. ისი­ნი ისეთ ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ისე არ იკ­ვე­ბე­ბი­ან, ისე­თი ნა­ტუ­რა­ლე­უ­რი საკ­ვე­ბით, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო აქვთ, რომ ის ტან­ჯვა, რაც გა­ი­ა­რეს იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ფას­დათ იმ ოჯახ­ში. ზუს­ტად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გვაძ­ლევს სტი­მულს, რომ ვი­მუ­შა­ოთ, გა­ვაგ­რძე­ლოთ და არ დავ­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ შემ­თხვე­ვა­ზე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ოთ და თით­ქოს, ბო­ლო­ში გა­სუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი წა­ვი­დეს უკან-უკან, სამ­წუ­ხა­როდ, ასეც ხდე­ბა. თუმ­ცა ჩვენ ვი­ცით, რომ ყვე­ლას­თან მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ, ფი­ზი­კუ­რად ვერ შევ­ძლებთ.

ამ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა. ხში­რად, ეს ბავ­შვე­ბი სა­ი­დუმ­ლოს გან­დო­ბენ, რაც მათ ჯან­მრთე­ლო­ბას ან მათ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს მიზ­ნობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, და­ნა­შა­უ­ლებს სჩა­დი­ან და აქვთ პრობ­ლე­მე­ბი პო­ლი­ცი­ას­თან. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან და ეთი­კის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვთქვა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ზუს­ტად ამ ბეწ­ვის ხი­დის გავ­ლა მჭირ­დე­ბა ისე, რომ რომ ბავ­შვმა ნდო­ბა არ და­კარ­გოს. ეს ბავ­შვე­ბი ერთხელ და­ი­ბად­ნენ და იქვე და­ბერ­დნენ, ამ ბავ­შვებ­მა იმ­ხე­ლა ტკვი­ლი და იმ­ხე­ლა გზა გა­ი­ა­რეს, რომ ძლივს ვი­ღა­ცა­ში რომ ნა­ხა­ვენ ნდო­ბას და ის ნდო­ბა რომ და­კა­რონ, ისი­ნი ზო­გა­დად ნდო­ბას კარ­გა­ვენ კა­ცობ­რი­ო­ბის მი­მართ.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 40 წლის ქალი ვარ და შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს 12 წლის ბავ­შვი. მე რომ ეს ბავ­შვი დავ­სვა და და­ვუ­წყო ლა­პა­რა­კი, რო­გორც დე­ი­დამ ან ქალ­ბა­ტონ­მა, ის ბავ­შვი ჩათ­ვლის, რომ მე მისი სა­ერ­თოდ არ მეს­მის, ამი­ტომ მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ზუს­ტად იმ ტერ­მი­ნე­ბით, რო­გო­რი­თაც ის ჩე­მამ­დე მო­დის. აი, ორი ჟარ­გო­ნი რომ ავი­ღოთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მათ ლექ­სი­კა­ში რაც არის - ეს არის “პა­ხა­ო­ბა,“ რაც ნიშ­ნავს მა­თხოვ­რო­ბას, მო­წყა­ლე­ბის მი­ღე­ბას და „ჩა­ლი­ჩი“ - ნიშ­ნავს ძარ­ცვას, ქურ­დო­ბას. რომ შე­მო­ვა ბავ­ში და ინ­ტერ­ვი­უს დროს ჯდე­ბა, პირ­და­პირ ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე, სად „პა­ხა­ობ“ და სად „ჩა­ლი­ჩობ.“ აი ამ ორ შე­კი­თხვას რო­გორც კი დავ­სვამ, ის უკვე ამ კე­დელს შლის. ანუ ის ხვდე­ბა, რომ მე მისი მეს­მის. მე რე­ა­ლუ­რად ვიცი, რას ქურ­და­ვენ, რას ძარ­ცვა­ვენ, რას სუნ­თქა­ვენ, რა ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს იღე­ბენ. სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის. აი, ახლა თქვენ რომ გახ­ვი­დეთ „კუ­რილ­კას“ რა­საც ვე­ძა­ხით, შე­იძ­ლე­ბა რვა წლის ბავ­შვი იჯ­დეს სი­გა­რე­ტით და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია აქ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ესაა ჩვე­ნი მიზ­ნობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, ჩვენ ამას ასე ვერ და­ვუშ­ლით. თუმ­ცა, მო­წე­ვა რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია - სა­დი­ლის შემ­დეგ და სა­უზ­მის შემ­დეგ. ისე, რომ ბავ­შვმა მთე­ლი კო­ლო­ფი გა­ი­ტა­ნოს და მთე­ლი დღე მო­წი­ოს - ასე არ ხდე­ბა.

შე­მიძ­ლია ერთი ამ­ბა­ვი მო­გიყ­ვეთ - აქ არი­ან ჩა­რი­ცხუ­ლი ბავ­შვე­ბი 5 წლი­დან 18 წლამ­დე. არი­ან ასე­ვე ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვმუ­შა­ობთ უფრო მცი­რე ასა­კი­დან და მათ მშობ­ლებ­თან. იყო ასე­თი შემ­თხვვა, ჩვენ ღა­მის მო­რი­გე­ო­ბა გვაქვს ხოლ­მე და ძი­რი­თა­დად, ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში გავ­დი­ვართ, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ებ­ში, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს ქვე­მოთ რომ თურ­ქუ­ლი ბა­რე­ბია, იქაც არი­ან ბავ­შვე­ბი პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი და ა.შ. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მი­კავ­შირ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნით გო­გო­ნა, არას­რულ­წლო­ვა­ნი ბოშა, რო­მელ­მაც იცის ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და მე­უბ­ნე­ბა, მას, (ასე გვე­ძა­ხი­ან, აქ „დე­ი­და“ და „ქალ­ბა­ტო­ნო“ არ არ­სე­ბობს), ირი­ნა მას, მე­უბ­ნე­ბა, შარ­დენ­ზე მა­მი­ნაც­ვალს გა­მოჰ­ყავს გოგო, 6 წლის და ამა­თხოვ­რებს დი­ლამ­დეო. ეს იყო ისე­თი სიგ­ნა­ლი, რომ რა გი­თხრათ, თვი­თონ ბავ­შვი, რო­მე­ლიც არის 18 წელს მიღ­წე­უ­ლი, მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ მი­ხე­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თო­ნაც ქუ­ჩა­შია, მო­წყა­ლე­ბას იღებს, ვარ­დებს ყი­დის და ა.შ. მოხ­და ისე, რომ ღა­მის მუ­შა­ო­ბის დროს ეს ბავ­შვი ჩვენ ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა ასე მარ­ტი­ვად, მიხ­ვი­დე და გა­მოგ­ლი­ჯო, ასე არ ხდე­ბა. შე­ვის­წავ­ლეთ ეს ოჯა­ხი და პე­რი­ო­დუ­ლად ვა­კი­თხვა­დით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის მი­ხედ­ვით.

ერ­თერ­თი მო­კი­თხვი­სას, ბავ­შვი იქ აღარ დაგ­ვხვდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­მი­ნაც­ვალს ჰქონ­და ვი­ღაც ქა­ლის ვალი და რად­გან ეს ვალი ვერ და­უბ­რუ­ნა, ბავ­შვი მი­ა­ქი­რა­ვა, რომ ამ ქალს გა­ეყ­ვა­ნა სა­მა­თხოვ­როდ და თან­ხა ამო­ე­ღო. პა­ტა­რა ექ­ვსი წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ღა­მე­ებს შარ­დენ­ზე ათე­ნებ­და. ის ბავ­შვი გა­დარ­ჩა, ის არის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, აქვს ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­მო­ურ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რია. ის დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს თავს, ცხოვ­რობს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში და აქვს ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და კარ­გი მო­მა­ვა­ლი.ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ალ­ბათ, რომ ვთქვა, ბავ­შვი ქუ­ჩა­ში არ მინ­და ვნა­ხო მეთ­ქი, რე­ა­ლუ­რად ეს ასე ვერ იქ­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ. ეს სფე­რო ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა გან­ვი­თარ­დეს იმ დო­ნე­ზე, რომ რო­დე­საც ჩემ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვი მოვა, მას­თან უშუ­ა­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობ­დეს და მე არ მჭირ­დე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლის­ტის სან­თლით ძებ­ნა. ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა სერ­ვი­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

მე თვი­თონ სამი შვი­ლი მყავს, ნამ­დვი­ლად რთუ­ლია მუ­შა­ო­ბა და ბავ­შვე­ბის გაზ­რდა. ყო­ველ­თვის მაქვს და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა იმ მხრივ, რომ აი, თუნ­დაც ახლა ბავ­შვებ­თან უნდა ვიყო, ახლა ცოტა ხან­ში იძი­ნე­ბენ და უნდა ვა­ძი­ნებ­დე და ა.შ., მაგ­რამ რა­ღა­ცა სა­ხით ვახ­დენ კომ­პენ­სი­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, ერთი დღე თუ დავ­რჩი გვი­ა­ნო­ბამ­დე სამ­სა­ხურ­ში, მე­ო­რე დღეს ცოტა გვი­ან მო­ვალ ან ადრე წა­ვალ. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­დე­საც მაქვს, შა­ბათ-კვი­რა, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს აუ­ცი­ლებ­ლად მათ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ და რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­წყო­ბენ ხელს. სახ­ლში მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად უვ­ლის ბავ­შვებს, მათი მოვ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ხელ­შე­წყო­ბა ნამ­დვი­ლად მაქვს. რო­დე­საც მე ვქმნი­დი ოჯახს, მე­უღ­ლემ თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ მე ამ სფე­რო­ში ვარ, ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი და ჩემი ცხოვ­რე­ბის გრა­ფი­კი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ არ შემ­ხვედ­რია. ჩემ­მა შვი­ლებ­მაც, ახლა უფ­რო­სი 9 წლი­საა და შუ­ა­თა­ნა - ხუ­თის, იცი­ან სად ვმუ­შა­ობ, იც­ნო­ბენ აქა­ურ ბავ­შვებს, მომ­ყავს ხოლ­მე, ასე რომ გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში. მე რომ ვიჯ­დე სახ­ლში და არ ვიყო აქ და არ ვა­კე­თო ის, ახლა რა­საც ვა­კე­თებ, მა­შინ ვიქ­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რი დედა, არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და ა.შ. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე".

ავ­ტო­რი: ნინო გა­მი­სო­ნია; ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

©პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. სტა­ტი­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით. სტა­ტი­ე­ბის ში­ნა­არსზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან". ის შე­საძ­ლოა არ გა­მო­ხა­ტავ­დეს USAID-ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის ან/და EWMI-ს შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მამინაცვალს ვიღაცის ვალი ჰქონდა და ბავშვი მიაქირავა" - შემზარავი ისტორიები ქუჩაში მყოფ ბავშვებზე და ქალი, რომელიც მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს

"მამინაცვალს ვიღაცის ვალი ჰქონდა და ბავშვი მიაქირავა" - შემზარავი ისტორიები ქუჩაში მყოფ ბავშვებზე და ქალი, რომელიც მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 40 წლის ირინა წერეთელს თბილისიდან:

"19 წლისა, როდესაც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ზაფხულის პერიოდში კეთილი საქმის გაკეთება მინდოდა და ცოტა ხნით ძეგვის მონასტერში არსებულ ბავშვთა სახლში წავედი. მაშინ მეც ძალიან პატარა ვიყავი და უბრალოდ დავინტერესდი, რა ხდებოდა იქ. მაგრამ ეს ცოტა ხანი გამიგრძელდა და ორწელიწადნახევარი ვიცხოვრე იქ, ვიყავი მასწავლებელი და თან სტუდენტი, იქიდან მიწევდა ლექციებზე ჩამოსვლა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვთა სახლი ერქვა, მერე გადაიქცა თავშესაფრად იმიტომ, რომ საქართველოში ეს ტერმინი - „ბავშვთა სახლი“ აღარ არსებობს. ამის მერე, სამი წელი ათენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და როდესაც საქართველში დავბრუნდი, გავიარე გადამზადება იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი, ამ სფეროში ვიპოვე საკუთარი თავი. 19 წლის ვიყავი პირველად ძეგვში რომ მივედი, ახლა ვარ 40 წლის და რომ მკითხოთ, რისი კეთება ვიცი, ამაზე მეტი არაფერი ვიცი. მე ვიცი ამ ბავშვების ენა, ამ ბავშვებთან მუშაობას სჭირდება სპეციფიკური ენა, ეს ყველას არ შეუძლია, თუმცა ეს გამოცდილება პრაქტიკასაც მოაქვს, რა თქმა უნდა. ბავშვთა სახლში როდესც ვმუშაობდი და ვცხოვრობდი, მაშინ იყო რაღაცა ბუმი ამ ძეგვის ბავშთა სახლთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ ზოგს იღებდნენ ბავშვები და ზოგს - ვერა. ვიღაცა მოდიოდა, რჩებოდა და რჩებოდა და დღემდე ძალიან ბევრი დარჩა, ვიღაცას - „აგდებდნენ.“ ბავშვი ყოველთვის ხვდება, ვინ დაიტოვოს და ვინ - არა, მათზე ჭკვიანი არავინაა. მოკლედ, „მოვიწამლე“ ამ ამბით, ვიპოვე იქ ჩემი თავი და ვფიქრობ, რომ ახლა რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, იგივე გზას გავივლიდი.

ამჟამად ვარ სახელმწიფო სოციალური მუშაკი, კონკრეტულად კი, მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში და ასევე, ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფონდების დახმარებით. ჩემი საოფისე სივრცე არის საქართველოს "კარიტასის“ შენობაში. მე ვარ საჯარო მოხელე, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.

ეს სივრცე განკუთვნილია სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე აქ ცხოვრობენ - მე მათი კანონიერი წარმომადგენელი ვარ. წესი შემდეგნაირია - როდესაც ბავშვი მოხვდება სახელმწიფო სერვისში, მშობელს წარმომადგენლობითი უფლება დროებით უჩერდება და იმისთვის, რომ ბავშვის უფლება არ დაირღვეს - იქნება ეს სკოლაში ან საბავშვო ბაღში მიყვანა, ოპერაცია ექნება გასაკეთებელი სამედიცინო დაწესებულებაში და ა.შ. ამიტომ ვარსებობთ ჩვენ, სახელმწიფო სოციალური მუშაკები. იმისთვის, რომ ბავშვს არ შეეშალოს განვითარებაში თუ განათლების მიღებაში ხელი. გარდა იმისა, რომ ამ სივრცეში რვა ბავშვი მუდმივად ცხოვრობს ასევე, არის დღის ცენტრი, სადაც ამ ეტაპზე დაახლოებით 30 ბავშვი ირიცხება.

გამომდინარე იქიდან, რომ ქუჩაში ვხედავთ უამრავ ბავშვს - ზოგი მუშაობს, ზოგი მოწყალებას ითხოვს, ზოგი მშობელთან ან ზედამხედველთან ერთად მთელ დღეს ქუჩაში ატარებს - სწორედ ამის პრევენციისა და ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით, რომ ბავშვი არ იყოს ქუჩაში და მოხდეს მისი რეაბილიტაცია და საოჯახო ტიპის სახლში გადაყვანა - მოგვყავს ჯერჯერობით აქ. მარტივი მაგალითის სახით რომ მოგიყვეთ, მობილური ჯგუფი შედგება 5 წევრისგან. ჩემ გარდა, ჯგუფში არის ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და მძღოლი. თანასწორ-განმანათლებელი არის ძალიან საინტერესო პოზიცია - ამ ადამიანს აქვს გავლილი იგივე გზა, რაც იმ ბავშვებს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ. ხშირად, ისინი ასაკით პატარები არიან, რა თქმა უნდა, არიან სრულწლოვნებიც - 18-20 წლის. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო პატარაა ასაკით თანასწორ-განმანათლებელი, ის უფრო მარტივად შედის ბენეფიციართან კონტაქტში.

ველზე მუშაობისას გვაქვს კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგალითს გეტყვით, რომ უფრო ნათელი გახდეს ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა - 4 წლის წინ მობილური ჯგუფი ამყარებდა კონტაქტს ერთ ბავშვთან, რომელიც კარდონებზე იზრდებოდა. მიუხედავად ამ თავისი ჯაფისა და ცხოვრებისა, მაშინ ის 7-8 წლის იყო, როცა არ უნდა გაგეღვიძებინათ, სულ ეძინა იმიტომ, რომ მოთენთილი იყო, ღამე არ ეძინა სავარაუდოდ, სულ იღიმოდა, არასდროს ჰქონია აგრესია. ჩვენ ამ პატარა ბიჭის ნდობის მოპოვება მოვახერხეთ. ეს, რა თქმა უნდა, მაშინვე არ ხდება, თავიდან შიში აქვთ, ან ნათესავები აშინებენ, რომ ჩვენთან არ ჰქონდეთ კონტაქტი, იციან მერე სადაც მოგვყავს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე, მობილურმა ჯგუფმა ეს ბავშვი ამ სივრცეში შემოიყვანა.

როდესაც ის პირველად მოვიყვანეთ ჩვენთან და ჩაი დაუსხეს, კოვზის მაგივრად თითით მოურია შაქარს, არ იცოდა კოვზი რა იყო, წვნიანი როდესაც დაუსხეს - პეშვით შეჭამა. დღესდღეობით შედეგი გვაქვს ძალიან დიდი - ეს ბავშვი არის არაჩვეულებრივ მიმღებ ოჯახში თავის ძმასთან ერთად. ძმამაც იგივე გზა გაიარა და მისი ოცნება იყო, რომ პატარა ძმაც აქ მოეყვანათ. ეს ცოტა დაუჯერებლი იყო, რადგან ის ნათესავებს იმდენად ჰყავდათ დამუშავებული, რომ ჩვენთან კონტაქტზე არ უნდა გამოსულიყო, არც მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოვახერხეთ. სასწაულები მართლა ხდება. ისინი ისეთ ოჯახში აღმოჩნდნენ, რომ ჩემი შვილები ისე არ იკვებებიან, ისეთი ნატურალეური საკვებით, იმხელა სიყვარული და სითბო აქვთ, რომ ის ტანჯვა, რაც გაიარეს იმ წლების განმავლობაში, ყველაფერი დაუფასდათ იმ ოჯახში. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიმუშაოთ, გავაგრძელოთ და არ დავყაროთ ფარ-ხმალი იმიტომ, რომ შეიძლება ერთ შემთხვევაზე ძალიან დიდხანს ვიმუშაოთ და თითქოს, ბოლოში გასული ყველაფერი წავიდეს უკან-უკან, სამწუხაროდ, ასეც ხდება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ყველასთან მაქსიმალურ შედეგს ვერ მივიღებთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ.

ამ ბავშვებთან ურთიერთობისას, ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა. ხშირად, ეს ბავშვები საიდუმლოს განდობენ, რაც მათ ჯანმრთელობას ან მათ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდება. ეს მიზნობრივი კატეგორია, დანაშაულებს სჩადიან და აქვთ პრობლემები პოლიციასთან. ჩემი პროფესიიდან და ეთიკის კოდექსის თანახმად, ვალდებული ვარ ვთქვა ეს ყველაფერი და ზუსტად ამ ბეწვის ხიდის გავლა მჭირდება ისე, რომ რომ ბავშვმა ნდობა არ დაკარგოს. ეს ბავშვები ერთხელ დაიბადნენ და იქვე დაბერდნენ, ამ ბავშვებმა იმხელა ტკვილი და იმხელა გზა გაიარეს, რომ ძლივს ვიღაცაში რომ ნახავენ ნდობას და ის ნდობა რომ დაკარონ, ისინი ზოგადად ნდობას კარგავენ კაცობრიობის მიმართ.

წარმოიდგინეთ, 40 წლის ქალი ვარ და შეიძლება შემოვიდეს 12 წლის ბავშვი. მე რომ ეს ბავშვი დავსვა და დავუწყო ლაპარაკი, როგორც დეიდამ ან ქალბატონმა, ის ბავშვი ჩათვლის, რომ მე მისი საერთოდ არ მესმის, ამიტომ მე ველაპარაკები ზუსტად იმ ტერმინებით, როგორითაც ის ჩემამდე მოდის. აი, ორი ჟარგონი რომ ავიღოთ, ყველაზე მეტად მათ ლექსიკაში რაც არის - ეს არის “პახაობა,“ რაც ნიშნავს მათხოვრობას, მოწყალების მიღებას და „ჩალიჩი“ - ნიშნავს ძარცვას, ქურდობას. რომ შემოვა ბავში და ინტერვიუს დროს ჯდება, პირდაპირ ვეკითხები ხოლმე, სად „პახაობ“ და სად „ჩალიჩობ.“ აი ამ ორ შეკითხვას როგორც კი დავსვამ, ის უკვე ამ კედელს შლის. ანუ ის ხვდება, რომ მე მისი მესმის. მე რეალურად ვიცი, რას ქურდავენ, რას ძარცვავენ, რას სუნთქავენ, რა ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ. სიგარეტის მოწევაზე ლაპარაკი არ არის. აი, ახლა თქვენ რომ გახვიდეთ „კურილკას“ რასაც ვეძახით, შეიძლება რვა წლის ბავშვი იჯდეს სიგარეტით და ეს ჩვეულებრივი ამბავია აქ. საზოგადოებისთვის ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ ესაა ჩვენი მიზნობრივი კატეგორია, ჩვენ ამას ასე ვერ დავუშლით. თუმცა, მოწევა რეგლამენტირებულია - სადილის შემდეგ და საუზმის შემდეგ. ისე, რომ ბავშვმა მთელი კოლოფი გაიტანოს და მთელი დღე მოწიოს - ასე არ ხდება.

შემიძლია ერთი ამბავი მოგიყვეთ - აქ არიან ჩარიცხული ბავშვები 5 წლიდან 18 წლამდე. არიან ასევე ბავშვები, რომლებთანაც ვმუშაობთ უფრო მცირე ასაკიდან და მათ მშობლებთან. იყო ასეთი შემთხვვა, ჩვენ ღამის მორიგეობა გვაქვს ხოლმე და ძირითადად, ტურისტულ ზონებში გავდივართ, ინტერნეტკაფეებში, რუსთაველის მეტროს ქვემოთ რომ თურქული ბარებია, იქაც არიან ბავშვები პროსტიტუციაში ჩართული და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს მიკავშირდება ტელეფონით გოგონა, არასრულწლოვანი ბოშა, რომელმაც იცის ჩემი ტელეფონის ნომერი და მეუბნება, მას, (ასე გვეძახიან, აქ „დეიდა“ და „ქალბატონო“ არ არსებობს), ირინა მას, მეუბნება, შარდენზე მამინაცვალს გამოჰყავს გოგო, 6 წლის და ამათხოვრებს დილამდეო. ეს იყო ისეთი სიგნალი, რომ რა გითხრათ, თვითონ ბავშვი, რომელიც არის 18 წელს მიღწეული, მირეკავს და მეუბნება, რომ მიხედე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ქუჩაშია, მოწყალებას იღებს, ვარდებს ყიდის და ა.შ. მოხდა ისე, რომ ღამის მუშაობის დროს ეს ბავშვი ჩვენ ვიპოვეთ, თუმცა ასე მარტივად, მიხვიდე და გამოგლიჯო, ასე არ ხდება. შევისწავლეთ ეს ოჯახი და პერიოდულად ვაკითხვადით საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

ერთერთი მოკითხვისას, ბავშვი იქ აღარ დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ მამინაცვალს ჰქონდა ვიღაც ქალის ვალი და რადგან ეს ვალი ვერ დაუბრუნა, ბავშვი მიაქირავა, რომ ამ ქალს გაეყვანა სამათხოვროდ და თანხა ამოეღო. პატარა ექვსი წლის გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ღამეებს შარდენზე ათენებდა. ის ბავშვი გადარჩა, ის არის ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული, აქვს ქორეოგრაფიული მონაცემები, გამოურჩეულად ნიჭიერია. ის დღეს არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და აქვს ძალიან ნათელი და კარგი მომავალი.ძალიან ბანალური იქნება ალბათ, რომ ვთქვა, ბავშვი ქუჩაში არ მინდა ვნახო მეთქი, რეალურად ეს ასე ვერ იქნება, სამწუხაროდ. ეს სფერო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს იმ დონეზე, რომ როდესაც ჩემთან სექსუალური და ფიზიკური ძალადობაგამოვლილი ბავშვი მოვა, მასთან უშუალოდ სპეციალისტი მუშაობდეს და მე არ მჭირდებოდეს სპეციალისტის სანთლით ძებნა. ამ სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა სერვისების ნაკლებობაა.

მე თვითონ სამი შვილი მყავს, ნამდვილად რთულია მუშაობა და ბავშვების გაზრდა. ყოველთვის მაქვს დანაშაულის განცდა იმ მხრივ, რომ აი, თუნდაც ახლა ბავშვებთან უნდა ვიყო, ახლა ცოტა ხანში იძინებენ და უნდა ვაძინებდე და ა.შ., მაგრამ რაღაცა სახით ვახდენ კომპენსირებას. მაგალითად, ერთი დღე თუ დავრჩი გვიანობამდე სამსახურში, მეორე დღეს ცოტა გვიან მოვალ ან ადრე წავალ. თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, შაბათ-კვირა, დასვენების დღეებს აუცილებლად მათთან ერთად ვატარებ და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს. სახლში მყავს მეუღლე, რომელიც ჩემზე არანაკლებად უვლის ბავშვებს, მათი მოვლის თვალსაზრისით, ხელშეწყობა ნამდვილად მაქვს. როდესაც მე ვქმნიდი ოჯახს, მეუღლემ თავიდანვე იცოდა, რომ მე ამ სფეროში ვარ, ეს იყო ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი ცხოვრების გრაფიკი და წინააღმდეგობები საბედნიეროდ არ შემხვედრია. ჩემმა შვილებმაც, ახლა უფროსი 9 წლისაა და შუათანა - ხუთის, იციან სად ვმუშაობ, იცნობენ აქაურ ბავშვებს, მომყავს ხოლმე, ასე რომ გაგებით ეკიდებიან, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. მე რომ ვიჯდე სახლში და არ ვიყო აქ და არ ვაკეთო ის, ახლა რასაც ვაკეთებ, მაშინ ვიქნები სხვანაირი დედა, არარეალიზებული და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე".

ავტორი: ნინო გამისონია; ფოტო: ნინო ბაიდაური

©პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიების დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

მეწყერში მოყოლილი მოზარდის მოსაძებნად სამუშაოები გრძელდება, ასევე ეძებენ მდინარეში დაკარგულ მამაკაცს - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი

"საპარტნიორო ფონდის" მიერ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებამ ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გააქტიურებას ამ მიმართულებით

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?