სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია... რომ შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო?!" - როგორ აფასებს მექა ხანგოშვილი პანკისის მოვლენებს
"კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია... რომ შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო?!" - როგორ აფასებს მექა ხანგოშვილი პანკისის მოვლენებს

"და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ და­ი­სა­ჯოს ისიც, ვინც სპეც­რაზ­მი შე­მო­იყ­ვანა და ისიც, ვინც ხალ­ხის გამ­შვე­ლე­ბელ ადა­მი­ანს ზურ­გში ტყვი­ე­ბი და­ა­ხა­ლა", - ამ­ბობს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბის მკვიდ­რი, ფი­ლო­ლო­გი­ის­ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მექა ხან­გოშ­ვი­ლი.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც ხან­გოშ­ვი­ლი გა­სულ კვი­რას პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რობს.

- რა­ტომ აღიქ­ვეს ასე მწვა­ვედ­ პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნა? ადეკ­ვა­ტუ­რი იყო მათი რე­აქ­ცია?

- მო­სახ­ლე­ო­ბა მა­შინ გახ­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, როცა პო­ლი­ცია და­ი­ნა­ხა, იფიქ­რეს, რომ რა­ღა­ცას უპი­რებ­დნენ. მა­ნამ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე იყ­ვნენ შე­სუ­ლი, ხალ­ხი კი ლო­ცუ­ლობ­და. როცა ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ და­ი­ნა­ხეს, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნენ, სპეც­რაზ­მი მო­დის, ომი ხომ არ იწყე­ბაო. ახალ­გაზ­რდებ­მა ამი­ტო­მაც ვე­ღარ გა­ა­კონ­ტრო­ლეს თავი.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, სის­ხლის ღვრამ­დე არ მი­სუ­ლა საქ­მე, რაც ორი­ვე მხა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იქ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც­ ქარ­თულ საქ­მეს აკე­თებ­დნენ - ერ­თმა­ნეთს აშოშ­მი­ნებ­დნენ და მშვი­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპეც­რაზმმაც ძალა გა­მო­ი­ყე­ნა, ვიცი, თა­ვის ხალ­ხს მო­საკ­ლა­ვად არ გა­ი­მე­ტებ­და, მაგ­რამ მათ, ვი­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ, გა­უჩ­ნდათ ან პრო­ვო­კა­ტო­რებ­მა­ გა­უ­ჩი­ნეს ეჭვი, რომ გა­და­სახ­ლე­ბას უპი­რებ­დნენ. ერთხელ ერ­თმა უხუ­ცეს­მა თქვა: პან­კი­სის ხე­ო­ბა მო­თუხ­თუ­ხე ქვაბს ჰგავს, რო­მელ­საც ყვე­ლა ­შე­შას უკე­თებს და ქა­ფის მოხ­და­ზე არა­ვინ ზრუ­ნავ­სო. და­ი­ღა­ლა ხალ­ხი.

- პან­კი­სე­ლებ­მა მუ­ქა­რა გა­ავ­რცე­ლეს, თუ და­კა­ვე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა, უა­რესს მი­ი­ღებ­თო.

- როცა შს მი­ნის­ტრი იმუქ­რე­ბა, ის არ იყო მუ­ქა­რა და ეს არის?! ჯო­ყო­ლო­ში სა­ხალ­ხო კრე­ბა ჩა­ტარ­და, იქაც გარე ძალ­ებზე იყო სა­უ­ბა­რი. ით­ქვა, თუ მა­სობ­რი­ვი­ და­ჭე­რე­ბი წავა, მა­შინ ვინც იქ ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვართ და ყვე­ლა­ნი დაგ­ვი­ჭი­რო­ნო. ჰესს რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორც გა­ხა­რი­ამ თქვა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის 90% იქ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი, არ აშენ­დე­ბაო. მგო­ნი, ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­შიც აღარ დგას.

ვფიქ­რობ, კრი­ზი­სი ჩავ­ლი­ლია, ხე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა, მთა­ვა­რია, და­ჭე­რე­ბი არ წა­ვი­დეს. მარ­თა­ლია, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ მა­შინ და­ი­სა­ჯოს ისიც, ვინც სპეც­რაზ­მი შე­მო­იყ­ვა­ნა, და ისიც, ვინც მშვი­დო­ბი­ან და ხალ­ხის გამ­შვე­ლე­ბელ ადა­მი­ანს ზურ­გში ტყვი­ე­ბი და­ა­ხა­ლა.

იმ დღეს ისე­თი­ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან იმი­სი მე­ში­ნო­და, მე­სა­მე­ ძალა არ შე­მო­სუ­ლი­ყო ხე­ო­ბა­ში. კა­დი­რო­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბის პუ­ტინ­საც ეში­ნია და არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, იმ მო­ტი­ვით შე­მო­სუ­ლი­ყო, არი­ქა, ჩემს ხალ­ხს ჩაგ­რა­ვე­ნო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში", ან გახ­დით ხელ­მომ­წე­რი, შე­ი­ძი­ნეთ სა­სურ­ვე­ლი პა­კე­ტი და წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

hm
0

აქეთაც რომ გვემუქქქრებიტ არ გრცხვეათ? წადიტ მერე ვინ გაკავებთ!

 

მადლობის მაგიერია? თუმც რაც აფსუებბმა და ოსებმა გვინეს და ახლა სომხები გვპირდებიან სხვა უკეეტეს რაოტმ გვიზზამს და ღირსეიბც ვართ1 სახლში არაა ყველა შემოსაშვებბი მარა უტვინო ერი ამას ტომ გაუგებს უკვე წაგვარვეს ნახევარი მიწა

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია... რომ შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო?!" - როგორ აფასებს მექა ხანგოშვილი პანკისის მოვლენებს

"კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია... რომ შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო?!" - როგორ აფასებს მექა ხანგოშვილი პანკისის მოვლენებს

"დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა და ისიც, ვინც ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პანკისის ხეობის მკვიდრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მექა ხანგოშვილი.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, სადაც ხანგოშვილი გასულ კვირას პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- რატომ აღიქვეს ასე მწვავედ პოლიციის გამოჩენა? ადეკვატური იყო მათი რეაქცია?

- მოსახლეობა მაშინ გახდა არაადეკვატური, როცა პოლიცია დაინახა, იფიქრეს, რომ რაღაცას უპირებდნენ. მანამდე მოლაპარაკებაზე იყვნენ შესული, ხალხი კი ლოცულობდა. როცა ამდენი პოლიციის მანქანა დაინახეს, პანიკაში ჩავარდნენ, სპეცრაზმი მოდის, ომი ხომ არ იწყებაო. ახალგაზრდებმა ამიტომაც ვეღარ გააკონტროლეს თავი.

მადლობა ღმერთს, სისხლის ღვრამდე არ მისულა საქმე, რაც ორივე მხარის დამსახურებაა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებდნენ - ერთმანეთს აშოშმინებდნენ და მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სპეცრაზმმაც ძალა გამოიყენა, ვიცი, თავის ხალხს მოსაკლავად არ გაიმეტებდა, მაგრამ მათ, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, გაუჩნდათ ან პროვოკატორებმა გაუჩინეს ეჭვი, რომ გადასახლებას უპირებდნენ. ერთხელ ერთმა უხუცესმა თქვა: პანკისის ხეობა მოთუხთუხე ქვაბს ჰგავს, რომელსაც ყველა შეშას უკეთებს და ქაფის მოხდაზე არავინ ზრუნავსო. დაიღალა ხალხი.

- პანკისელებმა მუქარა გაავრცელეს, თუ დაკავებები დაიწყება, უარესს მიიღებთო.

- როცა შს მინისტრი იმუქრება, ის არ იყო მუქარა და ეს არის?! ჯოყოლოში სახალხო კრება ჩატარდა, იქაც გარე ძალებზე იყო საუბარი. ითქვა, თუ მასობრივი დაჭერები წავა, მაშინ ვინც იქ ვიყავით, ყველანი დამნაშავეები ვართ და ყველანი დაგვიჭირონო. ჰესს რაც შეეხება, როგორც გახარიამ თქვა, თუ მოსახლეობის 90% იქნება წინააღმდეგი, არ აშენდებაო. მგონი, ეს საკითხი დღის წესრიგშიც აღარ დგას.

ვფიქრობ, კრიზისი ჩავლილია, ხეობაში ყველაფერი ლაგდება, მთავარია, დაჭერები არ წავიდეს. მართალია, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაშინ დაისაჯოს ისიც, ვინც სპეცრაზმი შემოიყვანა, და ისიც, ვინც მშვიდობიან და ხალხის გამშველებელ ადამიანს ზურგში ტყვიები დაახალა.

იმ დღეს ისეთი ტრავმირებული ვიყავი, ვერ წარმოიდგენთ. ყველაზე ძალიან იმისი მეშინოდა, მესამე ძალა არ შემოსულიყო ხეობაში. კადიროვის შეიარაღების პუტინსაც ეშინია და არ იყო გამორიცხული, იმ მოტივით შემოსულიყო, არიქა, ჩემს ხალხს ჩაგრავენო.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად

"ვხუმრობ ხოლმე, შტანგისტმა ძალოსნობის გამო ხელში ცოცხი ავიღეთქო" - გაიცანით 19 წლის მეეზოვე, რომელიც სპორტითა და ხატწერით არის დაკავებული

"უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის" - ცოტნე ივანიშვილი მხატვრის ამპლუაში და ფოტოები პირადი "ინსტაგრამიდან"

EXCLUSIVE 20 - „აქსისის“ განსაკუთრებული შეთავაზება გრძელდება