სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უკრაინელ ქალს, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა
უკრაინელ ქალს, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო 10 უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვის თან­მხლებ ქალ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ი.ს-ს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

„2019 წლის 27 აპ­რილს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მე­ზე, ბრალ­დე­ბულ ი.ს-ს მი­მართ და მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. ი. ს.-ს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით, ბრა­ლად ედე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ არას­რულ­წლოვ­ნის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, აგ­რეთ­ვე მისი გა­დაყ­ვა­ნა, გა­და­მალ­ვა, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და შე­ფა­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ (ათი არას­რულ­წლო­ვა­ნი), და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნით. და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხე­ზე იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბის შე­ფა­სე­ბის შემ­დგომ, სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ არ­სე­ბობ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის ხელ­შეშ­ლის, საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2019 წლის 20 ივ­ნისს, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

1982 წელს და­ბა­დე­ბულ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იუ­ლია სუს­ლი­ა­კი ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ათი­ვე ბავ­შვი მისი შვი­ლია.

ბრალ­დე­ბუ­ლი, მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს, თუმ­ცა მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტრე­ფი­კინ­გის ეჭვი გა­უ­ჩი­ნა.

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა გან­მარ­ტავს, 4 ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 6 კი სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­ნდა.

იხი­ლეთ ვი­დეო: 10 უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვის თან­მხლებ ქალს, რო­მე­ლიც ტრე­ფი­კინ­გშია ბრალ­დე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და - პრო­ცე­სი და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უკრაინელ ქალს, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა

უკრაინელ ქალს, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვა ედება ბრალად, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალზე განცხადებას ავრცელებს. არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულ ი.ს-ს პატიმრობა შეეფარდა.

„2019 წლის 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არასრულწლოვნებით ვაჭრობის საქმეზე, ბრალდებულ ი.ს-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა. ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით. დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, რომელიც ტრეფიკინგშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა - პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ