სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
m²-ის სასტუმროების ქსელი მალე მთელ საქართველოს დაფარავს
m²-ის სასტუმროების ქსელი მალე მთელ საქართველოს დაფარავს

m²-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს. ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 10 სას­ტუმ­როს გახ­სნა იგეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც, სა­ერ­თო ჯამ­ში, 1.000-ზე მეტ ნო­მერს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ამას­თა­ნა­ვე, გაც­ნო­ბებთ, რომ „m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის“ პირ­ვე­ლი სას­ტუმ­რო „რა­მა­და ენ­კორ თბი­ლი­სი“ 2018 წელს გა­იხ­სნა და ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის №15-ში მდე­ბა­რე­ობს.

„ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­დად­გმუ­ლი, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში სრულ­დე­ბა 125 ნომ­რის მქო­ნე სას­ტუმ­რო „რა­მა­და თბი­ლი­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის პროს­პექ­ტზე, გუ­და­ურს კი 2019 წლის ზამ­თრის სე­ზონ­ზე ახალ 121-ნომ­რი­ან სას­ტუმ­როს შევ­მა­ტებთ. ასე­ვე, და­წყე­ბუ­ლია 125-ნომ­რი­ა­ნი რა­მა­და ქუ­თა­ი­სის მშე­ნებ­ლო­ბაც; უახ­ლო­ეს წლებ­ში ვგეგ­მავთ სას­ტუმ­რო­ე­ბის გახ­სნას - მეს­ტი­ა­ში, თე­ლავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ახა­შენ­სა და თბი­ლის­ში. ქვე­ყა­ნას, ტუ­რიზ­მის ზრდის ტენ­დენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სჭირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე სას­ტუმ­რო­ე­ბი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ მას­შტა­ბის ინ­ვეს­ტი­ცია არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას და­ეხ­მა­რე­ბა, არა­მედ თან­მიმ­დევ­რუ­ლად აა­მაღ­ლებს ქვეყ­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტებს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ჩვენს იმიჯს, რაც ვი­ზი­ტორ­თა მხარ­ჯვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­უქ­ცე­ვად ზრდას შე­უ­წყობს ხელს. პრო­ექ­ტე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის გაც­ნო­ბა m²-ის კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია“, - ამ­ბობს თა­მარ გუ­ლე­და­ნი, m2-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

m²-ის სასტუმროების ქსელი მალე მთელ საქართველოს დაფარავს

m²-ის სასტუმროების ქსელი მალე მთელ საქართველოს დაფარავს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც, საერთო ჯამში, 1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში მდებარეობს.

„ქსელის განვითარების მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, 2019 წლის დეკემბერში სრულდება 125 ნომრის მქონე სასტუმრო „რამადა თბილისის“ მშენებლობა მელიქიშვილის პროსპექტზე, გუდაურს კი 2019 წლის ზამთრის სეზონზე ახალ 121-ნომრიან სასტუმროს შევმატებთ. ასევე, დაწყებულია 125-ნომრიანი რამადა ქუთაისის მშენებლობაც; უახლოეს წლებში ვგეგმავთ სასტუმროების გახსნას - მესტიაში, თელავში, ქუთაისში, ახაშენსა და თბილისში. ქვეყანას, ტურიზმის ზრდის ტენდენციის პირობებში, ყველა რეგიონში სჭირდება საერთაშორისო მომსახურების სტანდარტების მქონე სასტუმროები. მიგვაჩნია, რომ ამ მასშტაბის ინვესტიცია არა მხოლოდ რეგიონების ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მოსახლეობის დასაქმებას დაეხმარება, არამედ თანმიმდევრულად აამაღლებს ქვეყნის მომსახურების სტანდარტებს და გააუმჯობესებს ჩვენს იმიჯს, რაც ვიზიტორთა მხარჯველუნარიანობის შეუქცევად ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტების კონცეფციის გაცნობა m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს თამარ გულედანი, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი