სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის
შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სი­ა­ში გას­ვლა, არა­ერთ უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტორ­თან ასო­ცირ­დე­ბა - და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­კარ­გვა, სახ­ლში ჯდო­მა... თუმ­ცა, ბევ­რმა არც იცის, რომ პენ­სი­ა­ში გას­ვლას გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბიც აქვს.

მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში პენ­სი­ო­ნე­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ. ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი­თა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბით. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თა­ლია პენ­სია არ არის საკ­მა­რი­სი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის, თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი ასა­კის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბევ­რი პრი­ვი­ლე­გი­ით სარ­გებ­ლო­ბენ. ამა­ზე შე­საძ­ლოა, ამ დრომ­დე არც გი­ფიქ­რი­ათ. ასე რომ, გთა­ვა­ზობთ იმ შე­ღა­ვა­თებს, რომ­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ:

1. შე­ღა­ვა­თე­ბი მგზავ­რო­ბა­ზე - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა­ზე ფას­დაკ­ლე­ბა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს და იგი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თია, რი­თიც პენ­სი­ა­ში გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სი­ო­ნე­რებს ფას­დაკ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში - მეტ­რო­სა და ავ­ტო­ბუს­ში. აღ­ნიშ­ნულ ტრან­სპორ­ტში ისი­ნი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით, 50 თეთ­რის ნაც­ვლად 20 თეთ­რად ყი­დუ­ლო­ბენ ბი­ლეთს. მსგავ­სი შე­ღა­ვა­თია ბა­თუ­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა­ზეც - პენ­სი­ო­ნე­რე­ბი აქ 30 თეთ­რის ნაც­ვლად 15 თეთ­რს იხ­დი­ან.

2. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის სის­ტე­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს რომ მათ ოჯა­ხის ექიმ­თან ვი­ზი­ტი, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა და ოპე­რა­ცი­ე­ბი უფა­სოდ ეკუთ­ვნით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა ით­ვა­ლის­წი­ნებს გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­საც 90%-ით, შე­დე­გად პენ­სი­ო­ნერს მხო­ლოდ 10%-ის გა­დახ­და უწევს.

3. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი - ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც მა­ტუ­ლობს. ამი­ტო­მაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თემა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის, ძვი­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია. მათ ხში­რად ესა­ჭი­რო­ე­ბათ სხვა­დას­ხვა სა­ხის პრე­პა­რა­ტე­ბი. 2018 წლის 3 სექ­ტემ­ბრი­დან ქრო­ნი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო 30-ზე მეტ მე­დი­კა­მენტზე პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის 50% და მეტი ოდე­ნო­ბის ფას­დაკ­ლე­ბა ამოქ­მედ­და, მათ შო­რის არის გულ­სის­ხლძარ­ღვთა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბიც.

4. ფას­დაკ­ლე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში – პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ასე­ვე კვე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ამ ასაკ­ში იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი სწო­რედ ჯან­სა­ღი კვე­ბაა. 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სი­ო­ნე­რე­ბი „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტი“ ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად 350-მდე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტზე სა­უ­კე­თე­სო ფა­სით ყო­ველ­დღი­უ­რად სარ­გებ­ლო­ბენ. „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტი“ ლი­ბერ­თი ბან­კის სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლებს, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად პრო­დუქ­ცი­ა­ზე ყო­ველ ხუთ­შა­ბათს უპ­რე­ცე­დენ­ტო ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. აქ­ცია ვრცელ­დე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, „ლი­ბერ­თის“ სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­და ლი­ბერ­თის გა­დახ­დის ტერ­მი­ნა­ლით.

5. მუ­ზე­უ­მე­ბი - მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბილ მუ­ზე­უმ­სა და კულ­ტუ­რულ ცენ­ტრში პენ­სი­ო­ნე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ამ მხრივ მათ სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უმ­თა ნა­წი­ლიც უერ­თდე­ბა. პენ­სი­ო­ნე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უ­მებ­ში ბი­ლე­თის ფა­სებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბი აქვთ, კერ­ძოდ, სა­პენ­სიო ასა­კის მქო­ნე პი­რე­ბი მხო­ლოდ 50 თეთ­რს იხ­დი­ან, მა­შინ რო­დე­საც ცალ­კე­ულ მუ­ზე­უ­მებ­ში ბი­ლე­თის ფასი 7 ლარს აღ­წევს. მუ­ზე­უ­მე­ბის გარ­და, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ მა­გა­ლი­თად ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში და 8 ლა­რის ნაც­ვლად იხ­დი­ან 2 ლარს. ამ­გვა­რად, ვიდ­რე პენ­სი­ო­ნე­რე­ბი სად­მე მსგავს ად­გი­ლას ბი­ლეთს იყი­დით, იკი­თხეთ მოქ­მე­დებს თუ არა რა­ი­მე ფას­დაკ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

შეღავათები, რითიც პენსიონერები სარგებლობენ - ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

საქართველოში პენსიაში გასვლა, არაერთ უსიამოვნო ფაქტორთან ასოცირდება - დაბალი შემოსავალი, შრომისუნარიანობის დაკარგვა, სახლში ჯდომა... თუმცა, ბევრმა არც იცის, რომ პენსიაში გასვლას გარკვეული უპირატესობებიც აქვს.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პენსიონერებს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ. ისინი სარგებლობენ სპეციალური შეღავათებითა და ფასდაკლებებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველოში მართალია პენსია არ არის საკმარისი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, თუმცა, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ეს ადამიანები ბევრი პრივილეგიით სარგებლობენ. ამაზე შესაძლოა, ამ დრომდე არც გიფიქრიათ. ასე რომ, გთავაზობთ იმ შეღავათებს, რომლებითაც საქართველოში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანები სარგებლობენ:

1. შეღავათები მგზავრობაზე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე ფასდაკლება პენსიონერებისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეღავათია, რითიც პენსიაში გასული ადამიანები სარგებლობენ. საქართველოში პენსიონერებს ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროსა და ავტობუსში. აღნიშნულ ტრანსპორტში ისინი, სპეციალური ბარათის მეშვეობით, 50 თეთრის ნაცვლად 20 თეთრად ყიდულობენ ბილეთს. მსგავსი შეღავათია ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზეც - პენსიონერები აქ 30 თეთრის ნაცვლად 15 თეთრს იხდიან.

2. საყოველთაო ჯანდაცვა - საქართველოში პენსიონერები სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში არიან ჩართულები, რაც იმას ნიშნავს რომ მათ ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სასწრაფოს გამოძახება, გადაუდებელი დახმარება და ოპერაციები უფასოდ ეკუთვნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პენსიონერების სამედიცინო დაზღვევა ითვალისწინებს გეგმური ოპერაციების დაფინანსებასაც 90%-ით, შედეგად პენსიონერს მხოლოდ 10%-ის გადახდა უწევს.

3. მედიკამენტები - ასაკის მატებასთან ერთად, დაავადებებისა და ჯანმრთელობის პრობლემებიც მატულობს. ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა პენსიონერებისთვის, ძვირი მედიკამენტებია. მათ ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის პრეპარატები. 2018 წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკური დაავადებების სამკურნალო 30-ზე მეტ მედიკამენტზე პენსიონერებისთვის 50% და მეტი ოდენობის ფასდაკლება ამოქმედდა, მათ შორის არის გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებიც.

4. ფასდაკლება სუპერმარკეტებში – პენსიონერებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე კვება, რამდენადაც ამ ასაკში იმუნიტეტის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ჯანსაღი კვებაა. 2018 წლის სექტემბრიდან პენსიონერები „ნიკორა სუპერმარკეტი“ ნებისმიერ მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ. „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ყოველ ხუთშაბათს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამისათვის საჭიროა, „ლიბერთის“ სოციალური ბარათით გადახდა ლიბერთის გადახდის ტერმინალით.

5. მუზეუმები - მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ მუზეუმსა და კულტურულ ცენტრში პენსიონერები განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობენ. ამ მხრივ მათ საქართველოს მუზეუმთა ნაწილიც უერთდება. პენსიონერებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმებში ბილეთის ფასებზე შეღავათები აქვთ, კერძოდ, საპენსიო ასაკის მქონე პირები მხოლოდ 50 თეთრს იხდიან, მაშინ როდესაც ცალკეულ მუზეუმებში ბილეთის ფასი 7 ლარს აღწევს. მუზეუმების გარდა, პენსიონერები ფასდაკლებით სარგებლობენ მაგალითად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და 8 ლარის ნაცვლად იხდიან 2 ლარს. ამგვარად, ვიდრე პენსიონერები სადმე მსგავს ადგილას ბილეთს იყიდით, იკითხეთ მოქმედებს თუ არა რაიმე ფასდაკლება.

თუ თქვენი შვილისთვის კომპიუტერის შერჩევის პროცესში ხართ, MacBook-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა - მისი შესაძლებლობები ამოუწურავია

„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

გცხელათ და ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გამოსავალს ვერ პოულობთ?