სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველაზე მოდური რუსები და "სტილის ხატი" ნანი ბრეგვაძე - რა ხდებოდა მოსკოვში ბომონდურ წვეულებაზე
ყველაზე მოდური რუსები და "სტილის ხატი" ნანი ბრეგვაძე - რა ხდებოდა მოსკოვში ბომონდურ წვეულებაზე

16 აპ­რილს მოს­კოვ­ში ბო­მონ­დუ­რი წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. ჟურ­ნალ HELLO!-ს რუ­სულ­მა ვერ­სი­ამ გა­მარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ვე­ბა - "ყვე­ლა­ზე მო­დუ­რე­ბი რუ­სეთ­ში" და სტუმ­რებს რეს­ტო­რან "Депо. Москва"-ში უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­დნენ, მათ შო­რის: "გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა", "ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი წყვი­ლი" და ა.შ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი სვეტ­ლა­ნა ბონ­დარ­ჩუ­კი იყო, რო­მე­ლიც უკვე 15 წე­ლია HELLO!-ს რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ რუ­სუ­ლი ბო­მონ­დის ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი, დი­ზა­ი­ნე­რი ვლა­დი­მერ იუ­დაშ­კი­ნი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი იანა რუდ­კოვ­სკა­ია, მომ­ღერ­ლე­ბი - პო­ლი­ნა გა­გა­რი­ნა, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვილ ინ­გას­თან ერ­თად და სხვე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქარ­თუ­ლი ესტრა­დის დე­დო­ფა­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ნო­მი­ნა­ცი­აც და­იმ­სა­ხუ­რა - "სტი­ლის ხატი" (Икона стиля). ბრეგ­ვა­ძეს ჯილ­დო რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გა­დას­ცა, რო­მელ­მაც ამ სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა მომ­ღე­რა­ლი:

"მე ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი რე­ჟი­სო­რი ვარ. ჩემს სა­მუ­შა­ოს უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს, თუ ყვე­ლას­თვის არა, ჩემ­თვის მა­ინც. მე მისი მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მყავს ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი, რო­გო­რიც სვეტ­ლა­ნა ბონ­დარ­ჩუ­კია. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი თუ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე, ჩემი მშობ­ლე­ბის ხმას­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ხმა, რო­მელ­საც ვის­მენ­დი, ეს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმა იყო - ნანი ბრეგ­ვა­ძის ხმა" - აღ­ნიშ­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

ნანი ბრეგ­ვა­ძეს რუ­სუ­ლი ბო­მონ­დი ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი უკ­რავ­და ტაშს. მომ­ღე­რალ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და რუ­სულ HELLO!-ს და შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს:

"მად­ლო­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც მე მუ­დამ ვგრძნობ! მად­ლო­ბა ჟურ­ნალს და ჩემს საყ­ვა­რელ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სვეტ­ლა­ნას" - აღ­ნიშ­ნა ბრეგ­ვა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვარ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში - "რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე მო­დუ­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­ვად სვეტ­ლა­ნა ბონ­დარ­ჩუკ­მა გა­მო­ა­ცხა­და. 2019 წლის ყვე­ლა­ზე მო­დუ­რის ტი­ტუ­ლი სუ­პერ­მო­დელ­მა ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვამ და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვერ და­ეს­წრო, თუმ­ცა პა­რი­ზი­დან ვი­დე­ო­ჩარ­თვით მი­მარ­თა შეკ­რე­ბი­ლებს.

ფო­ტო­ე­ბი: spletnik.ru; HELLO! Russia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ყველაზე მოდური რუსები და "სტილის ხატი" ნანი ბრეგვაძე - რა ხდებოდა მოსკოვში ბომონდურ წვეულებაზე

ყველაზე მოდური რუსები და "სტილის ხატი" ნანი ბრეგვაძე - რა ხდებოდა მოსკოვში ბომონდურ წვეულებაზე

16 აპრილს მოსკოვში ბომონდური წვეულება გაიმართა, რომელსაც რუსული შოუბიზნესის ცნობილი სახეები დაესწრნენ. ჟურნალ HELLO!-ს რუსულმა ვერსიამ გამართა ტრადიციული ყოველწლიური დაჯილდოვება - "ყველაზე მოდურები რუსეთში" და სტუმრებს რესტორან "Депо. Москва"-ში უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, მათ შორის: "გამორჩეული გემოვნება", "ყველაზე მოდური წყვილი" და ა.შ.

ღონისძიების მთავარი მასპინძელი სვეტლანა ბონდარჩუკი იყო, რომელიც უკვე 15 წელია HELLO!-ს რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორია. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ რუსული ბომონდის ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, დიზაინერი ვლადიმერ იუდაშკინი, მუსიკალური პროდიუსერი იანა რუდკოვსკაია, მომღერლები - პოლინა გაგარინა, ფილიპ კირკოროვი, ვალერი მელაძე ქალიშვილ ინგასთან ერთად და სხვები.

ღონისძიების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი ქართული ესტრადის დედოფალი ნანი ბრეგვაძე გახლდათ, რომელმაც გამორჩეული ნომინაციაც დაიმსახურა - "სტილის ხატი" (Икона стиля). ბრეგვაძეს ჯილდო რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა გადასცა, რომელმაც ამ სიტყვებით წარადგინა მომღერალი:

"მე ყველაზე იღბლიანი რეჟისორი ვარ. ჩემს სამუშაოს უდიდესი სიხარული მოაქვს, თუ ყველასთვის არა, ჩემთვის მაინც. მე მისი მადლიერი ვარ, რომ მყავს ისეთი არაჩვეულებრივი მეგობრები, როგორიც სვეტლანა ბონდარჩუკია. არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე, ჩემი მშობლების ხმასთან ერთად, ყველაზე ახლობელი ხმა, რომელსაც ვისმენდი, ეს განუმეორებელი ხმა იყო - ნანი ბრეგვაძის ხმა" - აღნიშნა გიგინეიშვილმა.

ნანი ბრეგვაძეს რუსული ბომონდი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. მომღერალმა მადლობა გადაუხადა რუსულ HELLO!-ს და შეკრებილ სტუმრებს:

"მადლობა თქვენი სიყვარულისთვის, რომელსაც მე მუდამ ვგრძნობ! მადლობა ჟურნალს და ჩემს საყვარელ, არაჩვეულებრივ სვეტლანას" - აღნიშნა ბრეგვაძემ.

ღონისძიების მთავარ ნომინაციაში - "რუსეთის ყველაზე მოდურის" გამარჯვებული თავად სვეტლანა ბონდარჩუკმა გამოაცხადა. 2019 წლის ყველაზე მოდურის ტიტული სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ დაიმსახურა, რომელიც მოსკოვში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო, თუმცა პარიზიდან ვიდეოჩართვით მიმართა შეკრებილებს.

ფოტოები: spletnik.ru; HELLO! Russia

ვალერი მელაძე მეექვსე შვილს ელოდება - 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულადაა

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს