ავტორი:

"სანამ ნაცები არსებობენ, არ მოვკვდები" - რა შეემთხვა საავადმყოფოში ხათუნა ხოფერიას

"სანამ ნაცები არსებობენ, არ მოვკვდები" - რა შეემთხვა საავადმყოფოში ხათუნა ხოფერიას

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"სანამ "ნაცები" და "ნაცასკოლკები", როგორც პოლიტიკური ძალა არსებობენ, არ მოვკვდები! მოკლედ, კარგად ვარ! ახლა, უნდა გითხრათ, რა ფაქტის წინაშე დავდექი სტენოკარდიით შემოყვანილი საავადმყოფოში. თურმე, მე, როგორც ყოფილ დეპუტატს, რომელიც პენსიონერი კი ვარ, მაგრამ საპენსიო ასაკის არა, ჩემი ქვეყნისთვის საყოველთაო დაზღვევის საფასური არაფერი მქონია გაკეთებული და არც მეკუთვნის! ამიტომ, არ გავიკეთებ კორონაროგრაფიას, სტენტირებას, ხვალ დილით გამოვეწერები და წავალ სახლში!... რა მნიშვნელობა აქვს სტენტირებული თუ უსტენტო გულით მეყვარება ჩემი ქვეყანა! ოდესმე, ალბათ, საყოველთაო დაზღვევას მაინც დავიმსახურებ! მადლობა პერსონალს სითბოსთვის, ზრუნვისთვის, პროფესიონალიზმისთვის!", - წერს ხათუნა ხოფერია.

კახა კალაძე "სინოფარმით" აიცრა - "უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა"

დღის ფოტო: კორპუსზე გაშენებული გლიცინია - ვინ დარგო მცენარე, რომელიც შენობის მთელ ფასადს ამშვენებს

"ყვირილი გავიგონე და არ ჩანდა ბავშვი, მივვარდი ჭას, ახდილი ქონდა თავი და იქვე გავქვავდი..." - რას წერს დედა, რომელსაც 8 წლის შვილი საკანალიზაციო ჭაში ჩაუვარდა