სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან
საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან

სა­უ­დე­ლი დები, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ, სა­ქარ­თვე­ლოს აფა­რე­ბენ თავს და დახ­მა­რე­ბას „ტვი­ტერ­ზე“ ითხო­ვენ, მათ შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს.

Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დები „ტვი­ტერ­ზე“ ან­გა­რი­შით GeorgiaSisters წე­რენ. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუ­ბა­იე და 25 წლის ვაფა ალ-სუ­ბა­იე არი­ან.

„თქვე­ნი დაც­ვა გვჭირ­დე­ბა. გვსურს ვი­პო­ვოთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მიგ­ვი­ღებს და და­ი­ცავს ჩვენს უფ­ლე­ბებს,“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში მაჰა.

დე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თუ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან, სა­უ­დის არა­ბეთ­ში დაბ­რუნ­დნენ, მათ მოკ­ლა­ვენ. გო­გო­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ მო­სა­ძებ­ნად უკვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ძმე­ბი და მამა.

გო­გო­ნე­ბი „ტვი­ტერ­ზე“ თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე ჩა­ნან. დები ამ­ბო­ბენ, რომ სურთ მათი სახე ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­როს, თუ მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა.

„ოჯა­ხის ზე­წო­ლას გა­მო­ვე­ქე­ცით, რად­გან სა­უ­დის არა­ბეთ­ში ჩვენ არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი გვი­ცავს,“ - ამ­ბო­ბენ გო­გო­ნე­ბი.

სხვა მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, დები არ სა­უბ­რო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან

საუდელი დები, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან

საუდელი დები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას „ტვიტერზე“ ითხოვენ, მათ შესახებ მსოფლიოს უამრავი წამყვანი მედიასაშუალება წერს.

Fox News-ის ინფორმაციით, დები „ტვიტერზე“ ანგარიშით GeorgiaSisters წერენ. ისინი ამბობენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე არიან.

„თქვენი დაცვა გვჭირდება. გვსურს ვიპოვოთ ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს,“ - ამბობს ვიდეოში მაჰა.

დების განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან, საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, მათ მოკლავენ. გოგონები ამბობენ, რომ საქართველოში მათ მოსაძებნად უკვე იმყოფებიან ძმები და მამა.

გოგონები „ტვიტერზე“ თავსაბურავის გარეშე ჩანან. დები ამბობენ, რომ სურთ მათი სახე ყველამ დაიმახსოვროს, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„ოჯახის ზეწოლას გამოვექეცით, რადგან საუდის არაბეთში ჩვენ არანაირი კანონი გვიცავს,“ - ამბობენ გოგონები.

სხვა მიზეზების შესახებ, რის გამოც იძულებულები გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ, დები არ საუბრობენ.

"ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ ჩვენ" - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გიორგი შაქარაშვილის ვიდეო კადრებს ავრცელებს

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

აფხაზეთიდან დევნილი ექიმი, რომელიც რუსეთში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს - "ქართველი და აფხაზი პაციენტები მყავდა, გვერდიგვერდ პალატებში იწვნენ"