ავტორი:

ტყვეთა ბანაკებში დაღუპული მეომრების ახალი სია, რომელშიც შესაძლოა თქვენი წინაპარი აღმოაჩინოთ

ტყვეთა ბანაკებში დაღუპული მეომრების ახალი სია, რომელშიც შესაძლოა თქვენი წინაპარი აღმოაჩინოთ

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების ძებნის ქერჩის კომისია AMBEBI.GE-ს ახალ სახელებსა და გვარებს აწვდის. კომისიის ხელმღვანელი ნატალია ძიუბა აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები ახლახან საველე სამუშაოების დროს იპოვეს და დააზუსტეს.

სხვადასხვა რუსულ საიტებზე ქართველი მეომრების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია იძებნება - ნაწილში ისინი დავრეტილად არიან მითითებულნი, ნაწილში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ირიცხებიან. კომისია სწორედ აღნიშნულ სიებს ადარებს ერთმანეთს და ქერჩის საიდუმლო სამხედრო არქივიდან დაზუსტებულ მონაცემებს გვაწვდის. პროცესი გრძელდება და ჩვენს მკითხველს მას ეტაპობრივად მივაწვდით.

ასევე გთავაზობთ, გერმანიის ტყვეთა ბანაკების - ძირითადად, ჰემერისა და მიულბერგის სიებს, რომელშიც დაკარგული ქართველი მეომრების გვარებს ამოიკითხავთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ შესაძლოა, გვარ-სახელებსა და მისამართებში შეცდომები იყოს, რადგან თავის დროზე მონაცემები არასწორად იყო შეყვანილი.

ალექსანდრე დავითის ძე ხურციძე - დაბადებული 1902 წელს ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში. მეუღლე - ქეთო. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 20 მაისს. დაიღუა 1944 წლის 6 თებერვალს.

ერასტი ანტონის ძე სიამაშვილი - დაბადებული 1903 წლის 3 მაისს, მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთის) რაიონის სოფელ ვაკიჯვარში. მეუღლე - აფროდიტა ინწკირველი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 12 მაისს ქერჩში. დაიღუპა მიულბერგის ბანაკში 1944 წლის 12 ოქტომბერს ტუბერკულოზით.

ჭიჭიკო პორფირეს (ან პორფირის) ძე ბაღათურია - დაბადებული 1917 წელს, ხონის რაიონის სოფელ ნახახიჩუბში. დაიღუპა 1942 წლის 16 მაისს ყირიმში.

იროდი ილიას ძე გუჩიძე (ან გუჯიძე) - დაბადებული 1898 წელს. დაიღუპა ჰემერში ტყვეთა ბანაკში 1944 წლის 19 თებერვალს.

შალვა დიმიტრის ძე კაპანაძე - დაბადებული 1908 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში. მეუღლე – ალექსანდრა.

მალაქია ხუგაევი - დაბადებული 1900 წელს ქალაქ ცხინვალში, ტყვედ ჩავარდა 0 1942 წელს 14 მაისს, ქერჩში, დაიღუპა 1944 წლის 9 აგვისტოს.

სურგული ტუხას ძე პარკაული - დაბადებული 1904 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთში. მეუღლე – ნატა. 1942 წლის 21 ივნისს ტყვედ ჩავარდა ხარკოვში. გარდაიცვალა 1943 წლის 5 ივლისს, ლაზარეთში, ტუბერკულოზით.

გიორგი იოსების ძე პრიზნენკო - დაბადებული 1920 წლის 25 აგვისტოს, სავარაუდოდ, - ქალაქ წითელწყაროში (კრასნი კოლოდეც). დედა – მარია კულიკოვა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 7 სექტემბერს, იმავე წლის 5 ნოემბერს მიულბერგში ბანაკში, სადაც 1943 წლის 18 იანვარს დაიღუპა.

ვასილი პავლეს ძე სერდიკოვი - დაბადებული, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკაში, ახლანდელი ილიაწმონდა. მეუღლე - ანა სერდიკოვა. დაიღუპა 1942 წლის 10 ოქტომბერს, ჰემერის ტყვეთა ბანაკში.

ალექსანდრე იოსების ძე გოგალაძე - დაბადებული 1901 წელს ბორჯომის რაიონში. ტყვედ ჩავარდა ქერჩში 1942 წლის 16 მაისს. დაიღუპა 1944 წლის 9 თებერვალს. ბათჰორნის ბანაკში.

იროდიონ ლეჟავა, ანდრეის ძე - დაბადებული 1906 წელს, სოხუმში, თბილისის ქუჩაზე. მეუღლე – შურა. პროფესია – მზარეული, ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 ივნისს სევასტოპოლში. დაიღუპა 1943 წლის 8 იანვარს ჰემერის ტყვეთა ბანაკში. დიაგნოზი – სისუსტე.

გრიგორ ალექსის ძე ქართლელიშვილი - დაბადებული 1923 წელს, თბილისში. ტყვედ ჩავარდა მოზდოკში. დაიღუპა 1944 წლის 9 თებერვალს.

ნიკოლაი ჩორგოლიანი - დაბადებული 1893 წელს თბილისში. მეუღლე - ნინო. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 27 სექტემბერს ვორონეჟში. დაიღუპა 1942 წლის 28 ნოემბერს ტყვეთა ბანაკში.

სამსონ ვასილის ძე ჯუღაშვილი - დაბადებული 1920 წელს, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, გაიწვიეს თბილისიდან. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 20 ივლისს. დაიღუპა 1943 წლის 24 აპრილს, ჰემერის ტყვეთა ბანაკში.

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს