სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი... - აკრძალული ნივთები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეებს აღმოუჩინეს
ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი... - აკრძალული ნივთები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეებს აღმოუჩინეს

8 თვე­ში სკო­ლებ­ში 2 ათას­ზე მეტი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 374 შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან 853 აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ამო­ი­ღეს, მათ შო­რის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ნარ­კო­ტი­კი და ელექტრო­შო­კი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს, 2019 წლის 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სკო­ლებ­ში ჯამ­ში 1435 უკონ­ტაქ­ტო ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. აქე­დან, თბი­ლის­ში - 905, ქვე­მო ქარ­თლში -152, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნეთ­ში - 95, იმე­რეთ­ში - 86, შიდა ქარ­თლში - 71, აჭა­რა­ში - 70, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში - 28, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში - 12, კა­ხეთ­ში - 10, გუ­რი­ა­ში - 6.

2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჯამ­ში 66 ათა­სამ­დე დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ შო­რის, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი 853 შემ­თხვე­ვა­ში ამო­ი­ღეს.

„სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სკო­ლი­დან 1 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 56 დანა, 13 ბას­რი სა­გა­ნი, 3 ბლაგ­ვი სა­გა­ნი, 25 ბან­ქო, ან სხვა აზარ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, 3 ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ან მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, 26 კას­ტე­ტი ამო­ი­ღეს. ასე­ვე და­ფიქ­სირ­და 4 ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი, 294 -თამ­ბა­ქო და სან­თე­ბე­ლა (ასან­თი), 73 სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი (პი­ტარ­და), 80 ელექტრო­სი­გა­რე­ტი, 1 ელექტრო­შო­კი (ტა­რე­ბა), 33 ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, 21 ალ­კოჰო­ლის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 20 სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პო­ლი­ცია 374 შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. სკო­ლებ­ში, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მო­ზარ­დებს შო­რის 2 396 კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია (სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა) მოხ­და.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჯამ­ში 66 ათა­სამ­დე დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, აქე­დან დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვა 64 780 შემ­თხვე­ვა­ში.

„252 შემ­თხვე­ვა­ში გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლის მიერ მო­ბი­ლუ­რით სარ­გებ­ლო­ბა გა­მოვ­ლინ­და, 7184 - გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­პარ­ვა, 4504 - გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა ან ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა მოს­წავ­ლის მიერ, 42 803 - მოს­წავ­ლის დი­ლით დაგ­ვი­ა­ნე­ბა, 10 037 - მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი... - აკრძალული ნივთები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეებს აღმოუჩინეს

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი... - აკრძალული ნივთები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეებს აღმოუჩინეს

8 თვეში სკოლებში 2 ათასზე მეტი კონფლიქტური სიტუაცია დაფიქსირდა, საიდანაც 374 შემთხვევაში პოლიცია გამოიძახეს.

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ჯამში 1435 უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდა. აქედან, თბილისში - 905, ქვემო ქართლში -152, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 95, იმერეთში - 86, შიდა ქართლში - 71, აჭარაში - 70, სამცხე-ჯავახეთში - 28, მცხეთა-მთიანეთში - 12, კახეთში - 10, გურიაში - 6.

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, აკრძალული ნივთი 853 შემთხვევაში ამოიღეს.

„საანგარიშო პერიოდში სკოლიდან 1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 13 ბასრი საგანი, 3 ბლაგვი საგანი, 25 ბანქო, ან სხვა აზარტული საშუალება, 3 ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება, 26 კასტეტი ამოიღეს. ასევე დაფიქსირდა 4 ყურსასმენის გამოყენების ფაქტი, 294 -თამბაქო და სანთებელა (ასანთი), 73 საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა), 80 ელექტროსიგარეტი, 1 ელექტროშოკი (ტარება), 33 ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები, 21 ალკოჰოლის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე, 20 სავარაუდო ნარკოტიკის შეტანა სკოლის ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში.

ამასთან, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში პოლიცია 374 შემთხვევაში გამოიძახეს. სკოლებში, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი, მოზარდებს შორის 2 396 კონფლიქტური სიტუაცია (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებში ჯამში 66 ათასამდე დარღვევა გამოვლინდა, აქედან დისციპლინური დარღვევა 64 780 შემთხვევაში.

„252 შემთხვევაში გაკვეთილზე მოსწავლის მიერ მობილურით სარგებლობა გამოვლინდა, 7184 - გაკვეთილიდან გაპარვა, 4504 - გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მოსწავლის მიერ, 42 803 - მოსწავლის დილით დაგვიანება, 10 037 - მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე დაგვიანება“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ