ავტორი:

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან აქციის მონაწილეები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან ქალაქის იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მათ მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ „არა ციხეს“ და მოითხოვენ ადგილზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისვლას.

ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავები შეეცადნენ, რომ საავტომობილო გზა გაეხსნათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. ინციდენტი მოხდა ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან მოხდა.

აქციის მონაწილეები რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხის მშეენებლობის შეჩერბას ითხოვენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია