რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ. ისინი ცენტრალურ, დავით გარეჯის ქუჩაზე იმყოფებიან. აქციაში ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობენ.
მსვლელობის გამო ცენტრალურ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტის ნიშნად, ფეხით მთელ ქალაქს გაივლიან. ისინი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებთან რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა.